ვლადიმერ ბარქაია 85 წლის ასაკში გარდაიცვალა

AutoSharing Option
85 წლის ასაკში თბილისის "დინამოს" ვეტერანი მოთამაშე, 1964 წლის 18 ნოემბრის "ოქროს მატჩის" მონაწილე ვლადიმერ ბარქაია გარდაიცვალა.

ვლადიმერ ბარქაია 1937 წლის 29 ივლისს გაგრაში დაიბადა. თბილისის "დინამომდე" იცავდა აფხაზეთის საფეხბურთო ნაკრების, ხოლო შემდეგ გაგრის "ბურევესტნიკის" ღირსებას. ამ კლუბში აფხაზეთის ჩემპიონი გახდა და საქართველოს ჩემპიონატის მეორე ჯგუფში ითამაშა.

ბარქაიას დებიუტი საბჭოთა კავშირის ნაკრებში 1965 წლის 27 ივნისს 1966 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში დანიის წინააღმდეგ შედგა და 2 გოლის გატანა მოახერხა. ასევე ჩაატარა ამხანაგური მატჩი ბრაზილიის წინააღმდეგ, რომლის რიგებში პელე
თამაშობდა.

ვლადიმერ ბარქაია თბილისის "დინამოში" 1957-67 წლებში თამაშობდა. იყო 1964 წლის 18 ნოემბრის "ოქროს მატჩის" მონაწილე და საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, 1959 და 1962 წლებში ბრინჯაოსპრიზიორი გახდა, ხოლო 1960 წელს საბჭოთა კავშირის თასის ფინალში ითამაშა.

2014 წელს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ვლადიმერ ბარქაიას საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.

1tv.ge
მკითხველის კომენტარები / 16 /
ერთად შეაღებენ იმ ქვეყნად ორი სხვადასხვა ქვეყნის საფეხბურთო მეფე იმქვეყნად მარადიული უფლის სამეფო კარს და მათი სახელები კი აქ ამ ქვეყნად ოქროს ასოებად დაგვრჩება ისტორიაში ჩაწერილი საუკუნო ცხონება და განსასვენებელი ქონოდეთ და უფალმა დაიფაროს მათი სულები ალბათ იქაც დიდი საფეხბურთო მატჩი იმართება და ლეგენდებიც წავიდნენ დასამატებლად სადაც ასევე ლეგენდები ელოდებიან სამუდამოდ დატოვეს ეს წუთი სოფელი და უფალმა ინებოს მათი სულების ცხონება ნათელი დაადგეთ ბარქაიას და პელეს სულებს და აქ კიდე მათ სახელებზე ლეგენდები ივლის როგორც აქამდე მათ მოახერხეს და დატოვეს ის რისი დატოვების გარდა სხვა არაფერი შეუძლია ადამიანს და მისი დატოვებაც კიდევ ყველას არშეუძლია "სახელი"!
T.q კახელი
23:12 30-12-2022
0
კიდევ ერთი ფეხბურთის ლეგენდა წავიდა იმ ქვეყანაში.მისი სურათი,სადაც მიწაზე დაცემულ 5 მეტოქეს შორის გადის ბურთიანად,ალფრედო დი სტეფანოს აჩვენეს და გააცნეს,ბარქაია.ასეთ რამეს,მე ვერ ვაკეთებდიო,იქვე უღიარებია დი სტეფანოს.რუსეთში,დინამოს თამაშის დროს,რუსული ფეხბურთის მაშინდელმა ვარსკვლავმა,მანოშინმა,რომელსაც ბარქაიას წინააღმდეგ უწევდა თამაში,ბურთი მიიღო და ტრიბუნებიდან დაუძახეს:"პაკაჟი ბარკაიიუ,კლას!"მანოშინმაც წამოიღო ბურთი სიომას მიმართულებით და როცა მიუახლოვდა,ბურთი თავზე გადაუგდო.სიომამ ერთი შეხებით,ბურთი უკან გადმოუგდო თავზე,მანოშინს,მეორე შეხებით,ისევ თავზე გადაუგდო და ახარხარებული სტადიონის თვალწინ,ბურთიანად განაგრძო გზა.ეს ამბები,ბარქაიას შესახებ დაწერილი მოგონებებიდან გამახსენდა ახლა.ღმერთმა გაანათლოს მისი სული.იმ ქვეყნად შეხვდებიან და გაიხსენებენ, ის და მეფე პელე,მათი თამაშის ამბებს.
სოსო
22:14 30-12-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული