ვლადიმერ ბარქაია 85 წლის ასაკში გარდაიცვალა

AutoSharing Option
85 წლის ასაკში თბილისის "დინამოს" ვეტერანი მოთამაშე, 1964 წლის 18 ნოემბრის "ოქროს მატჩის" მონაწილე ვლადიმერ ბარქაია გარდაიცვალა.

ვლადიმერ ბარქაია 1937 წლის 29 ივლისს გაგრაში დაიბადა. თბილისის "დინამომდე" იცავდა აფხაზეთის საფეხბურთო ნაკრების, ხოლო შემდეგ გაგრის "ბურევესტნიკის" ღირსებას. ამ კლუბში აფხაზეთის ჩემპიონი გახდა და საქართველოს ჩემპიონატის მეორე ჯგუფში ითამაშა.

ბარქაიას დებიუტი საბჭოთა კავშირის ნაკრებში 1965 წლის 27 ივნისს 1966 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში დანიის წინააღმდეგ შედგა და 2 გოლის გატანა მოახერხა. ასევე ჩაატარა ამხანაგური მატჩი ბრაზილიის წინააღმდეგ, რომლის რიგებში პელე
თამაშობდა.

ვლადიმერ ბარქაია თბილისის "დინამოში" 1957-67 წლებში თამაშობდა. იყო 1964 წლის 18 ნოემბრის "ოქროს მატჩის" მონაწილე და საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, 1959 და 1962 წლებში ბრინჯაოსპრიზიორი გახდა, ხოლო 1960 წელს საბჭოთა კავშირის თასის ფინალში ითამაშა.

2014 წელს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ვლადიმერ ბარქაიას საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.

1tv.ge
მკითხველის კომენტარები / 16 /
პელე ბარქაია ერტად სამოტხესიც სეხვდებიან ორი ლეგენდა ნატელსი
dato
18:31 30-12-2022
0
მოედანზე აზროვნებით გამორჩეული ფეხბურთელის ეტალონი, ლეგენდა, სილამაზე, ნიჭი, ზღაპარი, დიდი სიომა ! ნათელში იყოს შენი სული დიდო კაცო და ფეხბურთელო ! გმადლობთ და ნახვამდის !
დ.დ.
18:20 30-12-2022
0

სიახლეები პოპულარული