იძულებითი ცვლილება საქართველოს ნაკრებში - სანიოლმა 17 წლის მოთამაშე მიიწვია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები მარტის მატჩებისთვის მომავალი კვირიდან შეიკრიბება. ვილი სანიოლის მიერ გამოცხადებულ 26-კაციან შემადგენლობაში იძულებითი ცვლილებაა, "კოპენჰაგენის" მცველმა დავით ხოჭოლავამ მუხლის ტრავმა მიიღო, მის ნაცვლად კი ფრანგი მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში ბათუმის "დინამოს" უკანახაზელი მამუკა კობახიძე იქნება.

ეროვნულ ნაკრებს საწვრთნელ შეკრებაზე 17 წლის დებიუტანტი შეუერთდება. "დინამო თბილისის" წევრი გაბრიელ სიგუა ვილი სანიოლმა უახლოესი ორი მატჩისთვის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა.

"ჯვაროსნებს" ტრავმის გამო ოთარ კიტეიშვილი აკლია. სხვა მხვრივ, სიაში ყველა ის მოთამაშეა, რომელიც სამწვრთნელო შტაბმა შეარჩია.

შეგახსენებთ, 25 მარტს ბათუმში მონღოლეთის ნაკრებს ამხანაგურად
გავეჯიბრებით, სამი დღის შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში ნორვეგიელებს ვუმასპინძლებთ.

altსაქართველოს ნაკრების შემადგენლობა მარტში გასამართი მატჩებისთვის

altშანსი გაგნიძეს! სანიოლის სია სერია "ა"-ს მცველის გარეშე - რისი ფუფუნება არ გვაქვს?!

altკვარაცხელია აჯობებს თუ ჰოლანი? - ევროპისათვის საინტერესო დაპირისპირება

altრა სურს სანიოლს? - მონღოლთა ისტორია, დღევანდელობა და 0:14 იაპონიასთან

მკითხველის კომენტარები / 37 /
ისე აკრიტიკებთ თითქოს კობახიძეს ძირითადში დააყენებს სანიოლი.კაშია-კვირკველია იქნება ძირითადში.პლუს არის დვალი და საზონოვი.ტაბიძეს მგონი მარცხენა ფლანგზე დააყენებს სანიოლი,ვაისის დროსაც ნაკრებში რეალურად მარცხენა მცველი როლი ჰქონდა ტაბიძეს.ასე რომ იჯდეს სკამზე კობახიძე,ვინმეს არ შეუშლის ხელს :დ
Მეზღვაური
19 მარტი 2023 09:42
1
მოკლედ ტრამვიანებმა თვითონვე იქონიონ ნამუსი და გააკეთონ განცხადება ნაკრებიდან წასვლაზე. ნაკრებში თამაშისთვის ყველა ბოლომდე უნდა იბრძოდეს და არა ასე შერჩევით თამაშებზე დადიოდენ. რაც შეეხება კიტეიშვილს, ჯობია ფეხბურთს სულ დაანებოს თავი, რაც მახსოვს კიტეს ფეხბურთში მოსვლა იმის მერე ტრამვა აქვს, სუსტი ჯანმრთელობა აქვს, მწვრთნელობას მიაწვეს აჯობებს, საკმაოდ ჭკვიანია სამწვრთნელოდ.
გიორგი
19 მარტი 2023 07:36
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული