ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელი ერთმანეთის თამაშს მაქსიმალურად შეისწავლის და დასკვნებს შესაბამისად გამოიტანს. ვნახოთ, სოლბაკენი "ნაპოლის" მცველ ლეო ოსტეგორიდან "კვარას"
ნორვეგიელთა ძირითადი სათამაშო სქემა 4-3-3-ია. მათგან სხვა სისტემა იშვიათად გვინახავს, საქართველოს ნაკრების ფრანგმა დამრიგებელმა კი, მას შემდეგ, რაც 3-მცველიანი ტაქტიკური სქემა გუნდს კარგად მოარგო, ის აღარ შეუცვლია.
ფეხბურთში დგება მომენტები, როცა სიახლესა და მოულოდნელობას დიდი ეფექტი აქვს. ასეთ დროს მეტოქის მწვრთნელ-ფეხბურთელებს ალღოს ასაღებად გარკვეული დრო სჭირდებათ. ნორვეგიელების შემთხვევაში მნიშვნელოვანი იქნება, 3 დღით ადრე მალაგაში, ესპანეთის ნაკრებთან როგორ ითამაშებენ, რა შედეგს მიაღწევენ და ფეხბურთელების ფიზიკური ძალების აღდგენის პროცესი როგორ წარიმართება. ზედიზედ ორი გასვლითი მატჩის ჩატარება იოლი არასდროსაა (ქართველებს ეს ივნისში ელით). "ჯვაროსნები" მონღოლეთის ნაკრებს ამხანაგურ მატჩში უმასპინძლებენ. უახლოესი მეტოქეების შედარება არ შეიძლება, თუმცა ხასიათზე მოსაყვანად, ახალი ტაქტიკური ელემენტების დასახვეწად და დებიუტანტების გამოსაცდელად მშვენიერი ასპარეზია.
როგორც შემადგენლობა, ასევე სანიოლის კომენტარები უფლებას გვაძლევს ვთქვათ, რომ ის ბევრს ფიქრობს იმაზე, თუ რა სიახლეების შეტანა შეუძლია საკუთარი გუნდის თამაშში და არსებული კონტინენტიდან გამომდინარე, მეტოქეს მაქსიმალურად შესაბამისი ტაქტიკური სქემა შესთავაზოს.
ვილი სანიოლი მეკარის საკითხზეც ბევრს იფიქრებს. გიორგი მამარდაშვილი მშვენიერ ფორმაშია, თუმცა ნორვეგიელებს საჯარიმოში ხშირი ჩაწოდებები სჩვევიათ, ასეთ დროს კი გიორგი ლორია დამაჯერებელია და მისი გამოცდილებაც სასარგებლო.
თუკი სიურპრიზების შეთავაზებაზე ვსაუბრობთ, საქართველოს ნაკრების დამრიგებლის მხრიდან ეს ყველაზე მეტად იქნებ 4-მცველიანი ტაქტიკის შეთავაზება იყოს. თუკი ვილი ამას გადაწყვეტს, ამის რამდენიმე მიზეზი ექნება.
დაცვის ცენტრში რამდენიმე ვარიანტი არსებობს, თუმცა დავით ხოჭოლავას არყოფნა ამ ზონას მაინც ასუსტებს და ერთით ნაკლები არჩევანი გვაქვს. "კოპენჰაგენის" უკანახაზელს სასტარტოში ვიხილავდით.
საბა საზონოვის თერთმეტეულში გამოჩენა ნამდვილად იქნება ის მოულოდნელობა, რასაც ჩვენი ნაკრების დამრიგებელი გადაწყვეტს. გარდა ამისა, აპრობირებულ ტაქტიკურ სქემაში ფლანგზე მოთამაშე ფეხბურთელებს დიდი მნიშვნელობა აქვს, ამ მხრივ კი იდეალურ სიტუაციაში არ ვართ. მარცხნივ მოაზრებულ გიორგი წიტაიშვილს, ისევე, როგორც ირაკლი აზაროვს, კლუბებში სათამაშო დროის დეფიციტი აქვს. მათი მომზადების დონეს სანიოლი აქტიურად დააკვირდება, თუმცა ჩამოთვლილებს იდეალურ ფორმაში ნაკლებად ველით. რაც შეეხება მარჯვენა ფრთას, საბა ლობჟანიძე თურქეთში განვითარებული მოვლენების გამო სათანადო კონდიციებში ვერ იქნება. გიორგი გოჩოლეიშვილი ნაკლებად გამოცდილია, ოთარ კაკაბაძე კი შეტევით ფაზაში ისეთი აქტიური ვერ არის, რადგან ამპლუით მცველია. თუკი ოთხი უკანახაზელით ვითამაშებთ, მარცხენა მცველად გამოსვლა ლაშა დვალსაც შეუძლია.
მაქსიმალურად თავიდან უნდა ავიცილოთ სცენარი, როცა ჩვენი ნაკრების 5 ფეხბურთელი უფრო მეტად დაცვით ფუნქციებში იქნება ჩართული, ეს კი მეტოქეს, რომელიც ნახევარდაცვაში კარგად გამოიყურება და ოდეგორი ჰყავს, მეტ სამოქმედო არეალს დაუტოვებს. სანიოლის გუნდი კონტრშეტევებზე ძალიან სახიფათო გუნდია, უმეტესად, ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორის გამო, თუმცა ეს ნორვეგიელებმაც კარგად იციან და ყველაფერს გააკეთებენ, ჩვენი ეს კოზირი გაანეიტრალონ.
სანიოლის მიერ ძალიან ნაქებ გაბრიელ სიგუას ანაც ლუკა გაგნიძის სასტარტოში გამოჩენა და კვეკვესკირი-აბურჯანიას წყვილთან ერთად ცენტრში თამაში მეტოქისთვის შეთავაზევული კიდევ ერთი სიურპრიზი იქნება. ახლა მთავარია, მოსამზადებელმა დღეებმა და ამხანაგურმა მატჩმა მათი მზადყოფნა აჩვენოს.
სანიოლის პრესკონფერენციისას თითქოს კარგად გამოიკვეთა, რომ ის მაქსიმალურად მონდომებულია, გიორგი ჩაკვეტაძის ადგილი მოიძებნოს. ვილის კარგად ესმის, რომ "ჩაკვეს" ყოველთვის შეუძლია ცოტათი მივიწყებული თვისებები გამოავლინოს და კვარაცხელიას მიმართ განსაკუთრებული ყურადღებით შექმნილი სივრცეებით მშვენივრად ისარგებლოს. არსებულ (3-4-2-1) სქემაში გიორგის ადგილის მოძებნა რთული იყო და ვნახოთ, ფრანგი სპეციალისტისგან ახლა რას ვნახავთ. ნახევარდაცვასა და შეტევას შორის კავშირების დამყარება ზურიკო დავითაშვილს ძალიან კარგად გამოსდის და სასტარტო თერთმეტეულის მის გარეშე წარმოდგენა რთული იქნება.
ბუდუ ზივზივაძე ახლახან დაბრუნდა, ნორვეგიელების წინააღმდეგ კი პირველივე წუთებიდან გიორგი მიქაუტაძეს ველით. სადაც სიურპრიზზე ვუთითებთ, ასეთი დავით ვოლკოვი შეიძლება იყოს, რომელიც მეორე სართულზე გამოირჩევა და ძალისმიერ ნორვეგიელებთან ორთაბრძოლებში შევა...
შეგახსენებთ, ნორვეგიელებს 28 მარტს ბათუმში ვუმასპინძლებთ, სამი დღით ადრე კი მონღოლეთის ნაკრებს მივიღებთ.
ნორვეგიელთა მწვრთნელი: საქართველოს ნაკრების დამარცხება გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ესპანეთის
"ჰოლანი? ჩვენ კაშია გვყავს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
იძულებითი ცვლილება საქართველოს ნაკრებში - სანიოლმა 17 წლის მოთამაშე მიიწვია
კაკაბა კაშო კვირკველია
საბა წიტა
აბუ გაგნიძე
ჩაკვე კვარა
ჟორჟი
ან
მამარდა
კაკაბა კაშო კვირკველია ტაბიძე
აბუ გაგნიძე
ზურიკო ჩაკვე კვარა
ჟორჟი
მამარდა