ხვალ საქართველოს ნაკრები ბათუმში გაემგზავრება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის პირველი მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. შეკრების მეოთხე დღეს ვილი სანიოლის გუნდმა კვლავ "დინამო თბილისის" საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშა.

24 მარტს საქართველოს ეროვნული ნაკრები "დინამო თბილისის" ბაზაზე კიდევ ერთ ვარჯიშს ჩაატარებს, რომელიც აკრედიტებული მედიისთვის ღია იქნება. ვარჯიშის შემდეგ ჩვენი გუნდი ბათუმში გაემგზავრება, სადაც სასტუმრო "ჰილტონში" აკრედიტებული მედიისთვის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის პრესკონფერენცია გაიმართება.

მონღოლეთის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 25 მარტს გამართავს, 28 მარტს კი ჩვენი გუნდი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში
ნორვეგიას დაუპირისპირდება.

24 მარტის განრიგი

11:00 | თბილისი | საქართველოს ნაკრების ღია ვარჯიში "დინამო თბილისის" საწვრთნელ ბაზაზე (15 წუთით დაიშვება აკრედიტებული მედია)

18:00 I ბათუმი I მონღოლეთის ნაკრების ღია ვარჯიში, ჯონი ბაკურიძის სახელობის სპორტული ბაზა (15 წუთით დაიშვება აკრედიტებული მედია)

20:30 | ბათუმი | ვილი სანიოლის მატჩისწინა პრესკონფერენცია სასტუმრო "ჰილტონში". დაშვებულია აკრედიტებული მედია.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
Ბათუმის და თბილისის დინამოს სარეზერვო გუნდების დონეც არაა მონღოლეთი.
Რერო
07:52 24-03-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული