სანიოლმა ნამატჩევს გაამხილა, რა დაავალა შესვენებაზე ჩაკვეტაძეს

AutoSharing Option
ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა მონღოლეთი 6:1 დაამარცხა. შეხვედრის შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე "ჯვაროსნების" მწვრთნელმა ვილი სანიოლმა თავისი გუნდის თამაში შეაფასა.

ფრანგი სპეციალისტით თქმით, ბევრი ისეთი ფეხბურთელი დააყენა სასტარტოში, რომელთაც ერთად ნათამაშები არ ჰქონდათ, ასეთ დროს ხარისხი ეცემა, ძნელია იმაზე საუბარი, რა იყო კარგი და ცუდი, პირველი ტაიმით უკმაყოფილო დარჩა, შესვენების შემდეგ ბურთს უფრო სწრაფად ამოძრავებდნენ, რამაც შედეგი გამოიღო, რაც დადებითი ფაქტია, მაგრამ ნორვეგიასთან გაცილებით უკეთ გარჯა მართებთ.

სანიოლმა გაამხილა, რომ ჩაკვეტაძეს შესვენებაზე მოედნის ცენტრში შეწევა დაავალა, რამეთუ ასეთი ტექნიკური ფეხბურთელი უფრო
ცენტრშია სასარგებლო, შეცვლის შემდეგ კი დუბლი მიულოცა და შეაქო.

მან განაცხადა, რომ ლორია მიღებული ზურგის ტრავმის გამო შეცვალა, ჯერ არ იცის, რამდენად სერიოზულად დაშავდა, ხოლო შეცვლაზე შესული გუგეშაშვილი ქებას იმსახურებს.

მკითხველის კომენტარები / 18 /
კ ო მ ბ ლ ე საწყენად ნუ მიიღებ ძამია და არ არის ფეხბურთი შენი ძლიერი მხარე, ისევ ცხვრების მოვლას მიაწვე ჯობია, თუმცა შენი კომენტარიდან გამომდინარე იქაც გაგიჭირდება.
კ ო მ ბ ლ ე - s
27 მარტი 2023 17:41
0
ლობჟანიძე რატომღაც სანდრო კობახიძეს მაგონებს.ისიც ასეთი იყო,შრომისმოყვარე,მინდორზე მონდომებული,სულ რაღაცას ცდილობდა,მაგრამ ღირებულს დიდად რამეს ვერ ქმნიდა.ლობჟანიძე აჩქარებაში ნამდვილად ჯობია,კობახიძეს კიდევ გოლის ალღო უფრო ჰქონდა ასე თუ ისე.ფაქტი ისაა,რომ როგორც წლების წინ გვიჭირდა შეტევის მარჯვენა ფლანგზე,დღესაც იგივე სიტუაციაა.
Მეზღვაური
26 მარტი 2023 11:59
0
ლობჟანიძე ძალიან კარგი ფეხბურთელია !
გიგი
27 მარტი 2023 22:06
0
ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად,ლორია ყოვემსვლელობისას, რაღაც გაურკვეველ გადაწყვეტილებას მატჩის მსველობისას,რომელიც ძვირად გვიჯდება
კახა ქ.
26 მარტი 2023 10:01
2
მე არ მახსოვს ნაკრების თამაში, როცა ლორიამ ერთი მაინც უხეში შეცდომა არ დაუშვა.
გეთანხმებით
26 მარტი 2023 15:33
0
ყველაზე კარგად რაც შეიძლება ჩაკვეტაძეს გამოუვიდეს, მისი ბურთის ფლობის ხარისხით და მოედნის ხედვის სწორი ორიენტაციის ხარჯზე. ( ამ საქმისათვის ჩაკვეს დიდი მუშაობა და შრომაა ჩასადები) ანახეთ ყიფიანის თამაშები, დაანახეთ რა პასებს აკეთებდა, საიდან სად და როგორ? აუხსენით რა უნდა გააკეთოს მინდორზე, ყიფიანს ვერა,მაგრამ მისი მეატედიც რომ დადგეს, უკვე ვარსკვლავი იქნება, თან როგორი ვარსკვლავი! როგორც კიკაბიძის გმირი ამბობს „მიმინოში“ „„ისაკ! მოსკოვში ნალები არ არისო““! და კიდევ;;;
„„ტაკიე პილოტი კაკ ტი ნა ულიცე ვალიაიუტსაოოო““! გაიგეეთ?“!!
კ ო მ ბ ლ ე
26 მარტი 2023 04:01
32
ყველაზე მეტად ისაა ამ ნაკრებში დასაფასებელი რომ მეორე სასტავი გვყავს. პირველი სასტავის 4 კაცი დავამატეთ კვეკვესკირის თამადობით და რეალურად მეორე ტაიმში დავჩაგრეთ მონღოლეთი. გაიხსენეთ გიბრალტარი. ოფიციალურ მატჩში როგორ გაგვიჭირდა. სუსტ გუნდთან ყოველთვის გვიჭირს. ყველაზე მეტად კვიპროსთან თამაშია სანერვიულო.
roma bejanidze
26 მარტი 2023 02:04
2
კარგი რაა, რა მეორე სასტავი გვყავს რატომ იტყუებთ თავს? ეს მონღოლეთი გაცილებით სუსუტია ვიდრე გიბრალტარი ან რომელიმე ევროპული სუსუტი გუნდი და აქ დადებული ვიდეო მაინც ნახეთ პირველი, მეორე გოლი თამაშგარედან იყო. ვარი ამხანაგურში არ არის.
G.LA
26 მარტი 2023 10:36
4
სუსტ გუნდთან გვიჭირსო. უბრალოდ პირველ ნომრად ვერ ვთამაშობთ. გეგონება ფრანგები, ესპანელები, გემანელები და ა.შ. სულ გაფარჩაგებული გვყავდეს.
გენაცვალეთ
26 მარტი 2023 09:45
2
ყველა გამოხმაურება
Chven jgufshi adgilebi ase ganawildeba. 1.saqartvelo.2espaneti.3shotlandia.4norvegia. 5kipri
Gia
26 მარტი 2023 00:55
17
კიპრი რა არის?
გიორგიპირველი
26 მარტი 2023 12:41
3
ჩაკვე,გაგნიძე,გოჩოლეიშვილი და საზონოვი ყველაზე მეტად მომეწონენ!!!!
გიორგი
25 მარტი 2023 23:57
0
ლობჟანიძე საუკეთესო იყო, კვეკვესკირმა დაალაგა თამაში და სივრცეზე მოძრაობები გამოჩნდა, სიგუას პრაქტიკა აკლია, გოჩოლეიშვილი მაგარი სიახლეა, მონდომებული და შრომისმოყვარეა, ახალი მეკარეც უშეცდომო იყო... სანიოლს უმართლებს ნორვეგია თუ დღეს დაიღალა შეიძლება მოგებაც...





rolo
25 მარტი 2023 23:46
7
მეგობარო ფეხბურთი ნათამაშები გაქვს? როგორ იყო ლობჟანიძე საუკეთესო. ნოლი კრეატივი, ყოვლად არაშემოქმედებითი და უტექნიკო ფეზბურთელი სამწუხარიდ. უბრალოდ დასაფასწბელია რომ ბევრს დარბის და იბრძვის და გუნდზე თამაშობს.

ლუკა გაგნიძე, საზონოვი და გოჩოლეიშვილი მართლა კარგი სიახლეა ნაკრებში. განსაკუთრებით ლუკა მომეწონა
???
26 მარტი 2023 01:39
4
მამუკა კობახიძეები რომ შეგვეშვან ვაბშე რა იქნება
გოგა
25 მარტი 2023 23:20
9
გამარჯვება ყოველთვის კარგია, თუმცა მონღოლებთან მე პირადად გოლგაუშვებლად და უფრო მეტ გოლს ველოდი. გოლს რაც შეეხება კობახიძის მოძრაობას მე ახსნა ვერ მოუძებნე რა გააკეთა. პირველი ტაიმი კაქატსროფა იყო, ასეთი სუსტი გუნდი 20-25 წუთში უნდა მოგუდო. ძირითადი შემადგენლობა ასეც დამართებდა მონღოლეთს. როგორც ყველანი ვხვდებით ეს შემადგენლობა სულ სხვა იყო და ნორვეგიასთან სხვა იქნება. სუსტი გუნდი თუ იმიტომ გვინდოდა რომ ბიჭები ხასიათზე მოგვეყვანა ადვილი გამარჯვებით მეორე შემადგენლობა რატომ ითამაშა? გამიხარდა ჩაკვეს 2 გოლი ნამდვილად და ერთი კარგი დრიბლინგიც 3-4-ს გასცდა, მაგრამ თითქოს რაღაც ნაპერწკალი აკლია. გაგნიძე მომეწონა, გოჩოლეიშვილი კარგია და თანაც უმატებს. საზონოვიც უკვე ახლოა ძირითადთან. ჩემი აზრით 3 დღით ადრე ასეთ მნიშვნელოვან თამაშის წინ ძირითადი უნდა ათამაშო რომ ტონუსში გყავდეს და შეიძლება ბევრი შეცვლა მე-2 ტაიმში გააკეთო. გაორებული გრძნობა დამრჩა გაშვებული გოლით, ასეთ სუსუტი გუნდისგან გოლს არ უნდა უშვებდეთ. კარგია რომ დაცვაში 28-ში კობახიძე არ იქნება და არც ჰალანდი ეყოლებათ ნორვეგიელებს.
G.LA
25 მარტი 2023 23:01
6
ის გოლი კობახიძის და ლორიას ბრალი იყო, კობახიძე ძაან სუსტია, ლორიას კიდე ერთი შეცდომა, რომელსაც აუცილებელი არ იყო რო გოლი მოყოლოდა თუნდაც ძლიერ მეტოქესთან, ვაპატიოთ... ეგ არაფერი, ზოგადად სუს მეტოქესთან პირველ ნომრად მეორე კიარა პირველი სასტავითაც გვიჭირს, ასე რომ არა უშავს, მაინც კაი იყო ))
რა მაფიაა?
25 მარტი 2023 23:59
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული