სანიოლმა ნამატჩევს გაამხილა, რა დაავალა შესვენებაზე ჩაკვეტაძეს

AutoSharing Option
ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა მონღოლეთი 6:1 დაამარცხა. შეხვედრის შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე "ჯვაროსნების" მწვრთნელმა ვილი სანიოლმა თავისი გუნდის თამაში შეაფასა.

ფრანგი სპეციალისტით თქმით, ბევრი ისეთი ფეხბურთელი დააყენა სასტარტოში, რომელთაც ერთად ნათამაშები არ ჰქონდათ, ასეთ დროს ხარისხი ეცემა, ძნელია იმაზე საუბარი, რა იყო კარგი და ცუდი, პირველი ტაიმით უკმაყოფილო დარჩა, შესვენების შემდეგ ბურთს უფრო სწრაფად ამოძრავებდნენ, რამაც შედეგი გამოიღო, რაც დადებითი ფაქტია, მაგრამ ნორვეგიასთან გაცილებით უკეთ გარჯა მართებთ.

სანიოლმა გაამხილა, რომ ჩაკვეტაძეს შესვენებაზე მოედნის ცენტრში შეწევა დაავალა, რამეთუ ასეთი ტექნიკური ფეხბურთელი უფრო
ცენტრშია სასარგებლო, შეცვლის შემდეგ კი დუბლი მიულოცა და შეაქო.

მან განაცხადა, რომ ლორია მიღებული ზურგის ტრავმის გამო შეცვალა, ჯერ არ იცის, რამდენად სერიოზულად დაშავდა, ხოლო შეცვლაზე შესული გუგეშაშვილი ქებას იმსახურებს.

მკითხველის კომენტარები / 18 /
კ ო მ ბ ლ ე საწყენად ნუ მიიღებ ძამია და არ არის ფეხბურთი შენი ძლიერი მხარე, ისევ ცხვრების მოვლას მიაწვე ჯობია, თუმცა შენი კომენტარიდან გამომდინარე იქაც გაგიჭირდება.
კ ო მ ბ ლ ე - s
17:41 27-03-2023
0
ლობჟანიძე რატომღაც სანდრო კობახიძეს მაგონებს.ისიც ასეთი იყო,შრომისმოყვარე,მინდორზე მონდომებული,სულ რაღაცას ცდილობდა,მაგრამ ღირებულს დიდად რამეს ვერ ქმნიდა.ლობჟანიძე აჩქარებაში ნამდვილად ჯობია,კობახიძეს კიდევ გოლის ალღო უფრო ჰქონდა ასე თუ ისე.ფაქტი ისაა,რომ როგორც წლების წინ გვიჭირდა შეტევის მარჯვენა ფლანგზე,დღესაც იგივე სიტუაციაა.
Მეზღვაური
11:59 26-03-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული