გიორგი ლორია (4.5) - მეტოქიდან გამომდინარე, ბევრი საქმე არ ჰქონია. ფეხით თამაშისას შეცდა, რასაც საბოლოოდ ჩვენს კარში გატანილი გოლი მოჰყვა.
საბა საზონოვი (5.5) - მოსკოვის "დინამოს" უკანახაზელს კარგად შეუძლია გუნდი შეტევაში ამოიყვანოს. რამდენჯერმე ბურთი დაკარგა, რასაც უფრო მაღალი კლასის მეტოქე არ გაპატიებს.
მამუკა კობახიძე (4.5) - მატჩის დასაწყისში გატანა შეეძლო. მეტოქის გოლის ეპიზოდში მნიშვნელოვნად შეცდა და სხვა დროსაც მეტი დამაჯერებლობა მოეთხოვებოდა.
ლაშა დვალი (5.0) - მისგან შეტევების უფრო მეტად წამოწყებას
საბა ლობჟანიძე (6.5) - მეტოქიდან გამომდინარე, ჩვენს ფლანგელებს დაცვაში საქმე ნაკლებად ჰქონდათ და შეტევაზე ფიქრობდნენ. მარჯვენა ფრთიდან ლობჟანიძე ძალიან აქტიური იყო, შეტევები ხშირად მისი გავლით ვითარდებოდა. საბას გოლი და საგოლე პასი ჰქონდა, თუმცა მისი ქმედებებით გატანა სხვა დროსაც შეეძლოთ.
გიორგი აბურჯანია (5.5) - პორტუგალიის ჩემპიონატში ბოლო დროს მას კარგი სათამაშო პრაქტიკა აქვს, რის გამოც მეტს ველოდით. მხოლოდ საწყის 45 წუთში ითამაშა, რა დროშიც ჩვენს გუნდს სისწრაფე და შეტევების განვითარების მრავალფეროვნება აკლდა.
ლუკა გაგნიძე (7.0) - 20 წლის შუახაზელს ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა. ლუკამ კარგად იცის, ბურთს როგორ მოეპყრას, მოძრავია, შეტევებს მშვენივრად ახორციელებს და დაცვით ფაზაშიც გამორჩეულია.
გიორგი გოჩოლეიშვილი (7.0) - კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ "შახტარის" მოთამაშე პროდუქტიულია. მან მარცხენა ფლანგზეც მშვენივრად ითამაშა და სანიოლს დაანახა, რომ მისი იმედი ყველგან შეიძლება ჰქონდეს.
გიორგი წიტაიშვილი (6.0) - აქტიურად დაიწყო, მწვავე და შედეგიანი პასებიც გააკეთა, თუმცა შემდეგ პასიური გახდა. როგორც ჩანს, მასზე ცუდი საკლუბო პრაქტიკა მაინც ისახება, არადა, გიორგის დიდი რესურსი აქვს.
გიორგი ჩაკვეტაძე (7.5) - ერთხელაც გვაჩვენა, თუ რამხელა რესურსი აქვს და რა კლასის მატარებელია. პირველ ტაიმში ძალიან არ უმართლებდა და მოწყენილი ჩანდა, შემდეგ კი დუბლი შეასრულა. "ჩაკვე" ჩვენს ნაკრებს რომ სჭირდება, ზუსტად ვიცით და იმედია, ის თავის შესაძლებლობებს ყველა ასპექტში და სრულად გამოავლენს.
დავით ვოლკოვი (7.0) - ბევრი იბრძოლა, საკუთარი დადებითი მხარეები სრულფასოვნად წარმოაჩინა, გაიტანა კიდეც და საგოლე პასის ავტორიც გახდა.
ლუკა გუგეშაშვილი (5.5) - დებიუტანტი დამაჯერებლად გამოიყურებოდა, თუმცა განსაკუთრებული საქმე არ ჰქონია.
ნიკა კვეკვესკირი (7.0) - მისი მოედანზე შემოსვლა ძალიან საგრძნობი გახდა, მინდვრის ცენტრში უპირატესობას დავეუფლეთ და უფრო მეტი შეტევის წარმართვა შევძელით.
ბუდუ ზივზივაძე (7.0) - თავისი საჭიროება კიდევ ერთხელ, მცირე დროშიც დაგვანახა. გატანაც შეუძლია და ძალიან კარგი პასების გაკეთებაც.
ზურიკო დავითაშვილი (6.5) - ბურთი რამდენჯერმე კარგად წამოიღო და საბა ლობჟანიძე მშვენიერი საგოლე პასით მოამარაგა, თუმცა შეტევის ბოლო ფაზაში მისგან მეტს ველით.
გაბრიელ სიგუა - თამამად შემოვიდა, უარი არც დრიბლინგებზე უთქვამს. მას დიდი მომავალი უნდა ჰქონდეს!..
გიორგი ბერიძე - სადებიუტო გოლი გაიტანა და მშვენიერ ხასიათზე მოვიდა. ის კარგად იხსნებოდა, ჯერ თამაშგარეში აღმოჩნდა, მეორე ცდაზე კი მეტოქის კარი აიღო.
ვილი სანიოლი (7.5) - საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ძირითადი ბირთვის დასვენება გადაწყვიტა და ისინი საქმეში არც მაშინ ჩაურთავს, როცა პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში ჩვენ სასარგებლოდ არ იყო. ამის მიუხედავად, მეორე 45 წუთში საქართველოს ნაკრებმა 5 უპასუხო გოლი გაიტანა. სანიოლი დებიუტანტებს თამამად ენდო და მათაც იმედები გაუმართლეს.
ჩაკვეტაძის გამოუყენებელი პენალტი და დუბლი - საქართველოს ნაკრებმა მონღოლეთი გაანადგურა [VIDEO]