სანიოლი: ნორვეგიის ნაკრები სულ სხვა დონისაა და მზად უნდა ვიყოთ!

AutoSharing Option
28 მარტს ნორვეგიის ნაკრებთან ჩასატარებელი მატჩის წინ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა:

"რა თქმა უნდა, ესპანეთი-ნორვეგიის მატჩს ვუყურეთ. პირველი დასკვნა, რაც გამოვიტანეთ, ისინი ამხელა ანგარიშით მარცხს არ იმსახურებდნენ. ჩვენმა ნაკრებმა კარგად იცის, რამდენად რთულ მეტოქესთან ექნებათ ურთიერთობა.

ყველაზე მეტად გუნდური ასპარეზობა მაინტერესებს და ცალკეულ მოწინააღმდეგეებს მნიშვნელობა არ აქვს.

დიდი პატივისცემა "ერთა ლიგის" მეტოქეებთან, მაგრამ ნორვეგიის ნაკრები სულ სხვა დონისაა და მათთან დაპირისპირებას მოუთმენლად ველით.

როგორც ფეხბურთის მოყვარულს, ყოველთვის მსურს, საუკეთესოებმა ითამაშონ. ეს ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაციაა. ჰოლანის
დანაკლისი დიდია, მეტოქე ამის გამო სხვანაირად ითამაშებს და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.

ჩვენ და "ნაპოლი" სხვადასხვა ფილოსოფიით ვთამაშობთ. შესაბამისად, ხვიჩა კვარაცხელიას თამაში განსხვავდება, თუმცა ის ორივეგან ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ეროვნულ ნაკრებში ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე მივიწვიე. ისინი ბევრს მუშაობენ, რათა ნაკრებს დაეხმარონ."

altსაუკეთესო ჩაკვეტაძე და სანიოლის გამართლებული იმედები - საქართველოს ნაკრები ქულებში

მკითხველის კომენტარები / 49 /
ნაპოლისნაირად იტალიის ნაკრები ვერ თამაშობს და ჩვენ როგორ ვითამაშებთ. მთავარია შეტევაში მრალფეროვანი თამაში დავუპირისპიროთ და არ ვიყოთ ერთი კაცის იმედზე, რომელსაც მოტივაცია ისედაც არ ჭირდება.
zaza
17:07 27-03-2023
0
არ არის ნორვეგია იმ დონის გუნდი რომ ვერ მოუგოთ. არაფრით გამორჩეულმა სლოვენიამ ჯგუფში 4 ქულა აიღო ნორვეგიასთან თავის ჰალანდიან ოდეგარდიანათ და ჩვენ რატომ ვერ უნდა ავიღოთ? აგერ გუშინ ყაახებმა ძლიერ გამოცდილ დანიას მოუგეს 0-2 დან. დიდი მონდომება და კონცენტარციაა საჭირო, ყველაფერი კარგად იქნება.
G.LA
19:57 27-03-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული