კაშია: იმედია, ჩემს მთავარ ამოცანას შევასრულებ და მეტოქის შემტევებს შევაჩერებ

AutoSharing Option
ნორვეგიასთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ ისაუბრა:

"ნორვეგიის ნაკრები ყველა პოზიციაზე ძლიერი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. იმედია, ჩემს მთავარ ამოცანას შევასრულებ და მეტოქის შემტევებს შევაჩერებ. გვსურს, კარგი თამაში ჩავატაროთ და ამაზე მთლიანად ვართ კონცენტრირებულნი.

მოუთმელნად ველი, რომ ბათუმის სტადიონზე, სადაც მშვენიერი ატმოსფეროა, კიდევ ერთ წარმატებულ მატჩს ჩავატარებთ. გულშემატკივრების იმედი გვაქვს, ისინი ჩვენ გვერდით იქნებიან.

ეს ჯგუფი იმ ძალისაა, როცა საკუთარ ძალებს შევამოწმებთ და დავრწმუნდებით, რამდენად ვართ მზად ახალი გამოწვევებისთვის.

ეროვნულ ნაკრებში თამაში ყველასთვის დიდი
მოტივაციაა, მათ შორის, ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვისაც".

მკითხველის კომენტარები / 5 /
კი მაგრად შეაჩერე....გოლის დროს
0
კაშიას ნაცვლად ის ახალგაზრდა ჯანავიკი ბიჭი (გვარი არ მახსოვს) უნდა დავაყენოთ? რომელმაც მონღოლეთთან ითამაშა და გვერდზე კვირკველია, იქეთ კაკაბაძე, აქეთ ტაბიძე.
aburjga
19:57 27-03-2023
15
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული