კაშია: იმედია, ჩემს მთავარ ამოცანას შევასრულებ და მეტოქის შემტევებს შევაჩერებ

AutoSharing Option
ნორვეგიასთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ ისაუბრა:

"ნორვეგიის ნაკრები ყველა პოზიციაზე ძლიერი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. იმედია, ჩემს მთავარ ამოცანას შევასრულებ და მეტოქის შემტევებს შევაჩერებ. გვსურს, კარგი თამაში ჩავატაროთ და ამაზე მთლიანად ვართ კონცენტრირებულნი.

მოუთმელნად ველი, რომ ბათუმის სტადიონზე, სადაც მშვენიერი ატმოსფეროა, კიდევ ერთ წარმატებულ მატჩს ჩავატარებთ. გულშემატკივრების იმედი გვაქვს, ისინი ჩვენ გვერდით იქნებიან.

ეს ჯგუფი იმ ძალისაა, როცა საკუთარ ძალებს შევამოწმებთ და დავრწმუნდებით, რამდენად ვართ მზად ახალი გამოწვევებისთვის.

ეროვნულ ნაკრებში თამაში ყველასთვის დიდი
მოტივაციაა, მათ შორის, ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვისაც".

მკითხველის კომენტარები / 5 /
სორლოტი უნდა დაიჭირო! ჯანიანი კი არის, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ არის უნდა შეაჩერო!
მწვრთნელი
17:07 27-03-2023
1
Sorlotamde ar unda mivides burti,mtavari centrshia "brdzola" mosagebi!!!!
L.J .
18:01 27-03-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული