ახალი ციკლი, ახალი იმედები, კიდევ უფრო ოპტიმისტური, ჩინებული ატმოსფერო პირთამდე სავსე სტადიონზე - ქართველი ფეხბურთელები საბრძოლო განწყობით გავიდნენ მოედანზე და უნდა დაემტკიცებინათ, რამდენად საფუძვლიანია გულშემატკივართა მოლოდინი.
სტუმრები დებიუტშივე დაეუფლნენ ინიციატივას და სიორლოტმა თავისი გუნდი დააწინაურა. საქართველოს ნაკრებს მეტოქის ნახევარზე აწევა უჭირდა, გადაცემებისას შეცდომებს უშვებდნენ, ბურთი კვარაცხელიამდე და მიქაუტაძემდე თითქმის არ მიდიოდა და თამაში მეტოქის კარნახით მიმდინარეობდა. „ვიკინგებმა“ კიდევ რამდენიმე მომენტი შექმნა, თუმცა ვერ გამოიყენა - ედეგორმა ვერ უწია მიზანს, შემდეგ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა. პირველი შანსი "ჯვაროსნებისგან" ხვიჩას მიეცა, მაგრამ ოდნავ ააცილა ბურთი კარს და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.
შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა უფრო აქტიურად შეუტია. კაკაბაძეს მახვილი კუთხიდან მეკარე ნილუნდმა არ გაატანინა. მე-60 წუთზე კი მიქაუტაძე მოედნის ცენტრში ორ მეურვეს გაექცა და ანგარიში გაათანაბრა. სანიოლის შეგირდები უკვე უპირატესობას ფლობდნენ. შეცვლაზე შესული ლობჟანიძის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. თამაში ლამაზი სანახავი გახდა. მერე ტრავმირებული აზაროვი გოჩოლეიშვილმა შეცვალა. ნორდებმა კონტრიერიშისას ორი კარგი შანსი ხელიდან გაუშვეს - პირველ შემთხვევაში მამარდაშვილმა გვიხსნა, მეორეში კი ედეგორი იყო არაზუსტი. მორიგი შეტევისას კვარაცხელიამ ისევ ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს. ბოლოს ნორვეგიელები მიიჩნევდნენ, რომ ბურთი საჯარიმოში ჩვენს მცველს მოხვდა ხელზე, რაც VAR-მა არ დაადასტურა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.
შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 17 ივნისს გასვლაზე კვიპროსთან გამართავს.
ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - ნორვეგია 1:1
გოლები: 0:1 სიორლოტი (15), 1:1 მიქაუტაძე (60)
საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ტაბიძე (ლობჟანიძე 59), კაკაბაძე, დავითაშვილი (ზივზივაძე 59), კვეკვესკირი, აბურჯანია (გაგნიძე 90), აზაროვი (გოჩოლეიშვილი 70), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ბერიძე 90)
ნორვეგია: ნილანდი, მეილინგი, სტანდბერგი, ესტეგორი, პედერესენი (რიერსონი 90+5), ეურსენსი, ბერგი (ტორსვედტი 90+5), ედეგორი, სოლბაკენი (ბრინჰილდსენი 82), ელიუნუსი (ბერგი 77), სიორლოტი
კვარაცხელ-ოვი რამ მოგაფიქრებია(?!)
ან რას გვეუბნებით მაგდაგვარი გვარის დამახინჯებით,ან რატომ ამახინჯებ,რა მიზნებით,რაში უნდა გჭირდებოდეთ(?!)
ყველგან სიძულვილი რატომ შემოგაქვთ(?!),
ვ ი ც ი თ-პოლიტ-ის შესახებ კრემლის პროპაგანდისტები ქართულედიაში დაუცხომლად მუშაობენ ქართული ენის მცოდნე ეთნიკურად ოსები,სომხები...ცენტრით- ვლადიკავკაზში ( ორჯონკიძეში),ვითომ ქართველები რომ არიან და თან რუსეთუმეები,
დღესაც მენტალურად ,,მოსკოვიას ულუს,,-ის
მეხოტბეები და- ანტი დასავლურ მიზანმიმართული ზიზღის პროპაგანდას არადა ყველაზე წარმატებული სახელმწიფოები შექმნეს და გამოცდილებას გვიზიარებენ!), მით ქართველობის დეზორიენტირება-დეზორგანიზება გამოყენებას ცდილობენ,მაგრამ ამდაგვარი ზიზღით ქართველი სპორტსმენების მიმართაც(?!)
დასაწყისში ნერვიულობა და ბურთის უაზრო დაკარგვები რომ არა სხვა თამაში იქნებოდა (ქარმაც რა შემოგვიტრიალა ბურთი უკან რა!).
სასწაული მოხდება და ჯგუფში რომელშიც ესპანეთი, შოტლანდია და ნორვეგიაა ჩვენ მეორეზე გავალთ მაგას ვერ ვიტყვი, მაგრამ კარგ გამოცდილებას რომ მიიღებენ ფეხბურთელები და გამოადგებათ ეს ნაღდია!
გუშინდელ თამაშში თავიდანვე ყოფილიყო გოჩოლეიშვილი, გაგნიძე, ჩაკვეტაძე და სიგუა, რაღაც უფრო გაბედული თამაში გვექნებოდა.
წარმატებები იქნება!
ჩვენ საჯარიმოში სამი ნორვეგიელი იდგა ცარიელი მეკარის წინ და ერთი ჩვენიანიც კი არ ედგათ. ოდნავ ნორმალური გუნდი 5 ბურთს მაინც გაგვიტანდა.