"გაგვიჭირდა - შედეგი ნორმალურია" - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა თამაში შეაფასეს

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ნორვეგიასთან ნამატჩევს (1:1), პრესკონფერენციაზე, კომენტარი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა გააკეთეს.

გიორგი გოჩოლეიშვილი: "დაძაბულ მომენტში შემოსვლა მომიწია. საკუთარ ძალებში დარწმუნებული ვიყავი. მეორე ტაიმში მართლაც ძალიან კარგად ვითამაშეთ.

შესაძლოა, მარცხენა ფლანგზე ნაკლებად კომფორტულად ვარ, თუმცა, სადაც მთავარი მწვრთნელი დამავალებს, იქ უნდა ვითამაშო. დიდი მადლობა გულშემატკივრებს."

ზურიკო დავითაშვილი: "პირველ ტაიმში შეცდომები იყო, რაც მეორე 45 წუთში გამოვასწორეთ. კარგი იქნებოდა, გამარჯვება მოგვეპოვებინა. 3 ქულის მოპოვება შეიძლებოდა, თუმცა მაინც ნორმალური შედეგია. იმედია, შემდეგ მატჩებში გამოვასწორებთ".

გიორგი აბურჯანია: "გაგვიჭირდა, იმ ტემპით თამაში ვერ
დავიწყეთ, რასაც მწვრთნელი გვთხოვდა და ეს ყველაფერი მხოლოდ მეორე ნახევარში გამოვასწორეთ".

გიორგი მამარდაშვილი: "შედეგი დადებითია. მეორე ნახევარში გაცილებით კარგად ვითამაშეთ."

ნიკა კვეკვესკირი: "პირველ ტაიმში საკუთარი თამაში ვერ ვიპოვეთ. მეორე 45 წუთში ყველაფერი ვცადეთ. ამ გუნდს ყველაფერი აქვს, რათა უკეთესი გახდეს".

გიორგი მიქაუტაძე: "მიხარია, რომ ამდენი გულშემატკივარი გავახარეთ. იოლად გასატანი ბურთი არ იყო და მიხარია, რომ ეს მოვახერხე."

მკითხველის კომენტარები / 35 /
ღვთისავარ შემადგენლობა გამოიცანი! ყოჩაღ!
მწრთვნელი
28 მარტი 2023 23:02
0
და ამ დროს გაიღვიძა ნიკომ)))) ნიკო ხარ თუ კაკულია? რაებს ბოდიალობ? რა ქულებს ითვლი?ვინ უნდა მოჭიმო? ატყობ რომ მარაზმში გადადიხარ?
zaza
29 მარტი 2023 06:40
3
გოჩოლიანი ნეტა ვინაა? ან რომელ თამაშს უყურე?
ზაკო
28 მარტი 2023 23:28
13
"უბრალო ფანი"-ს ყველაფერში გეთანხმები ძმაო.
ლევანი
29 მარტი 2023 11:18
0
ჩაკვემ მაინც აჩვენა თავისი კლასი. კარგად შემოვიდა.
გენა
28 მარტი 2023 23:21
8
გამოაღვიძეთ ეს გოჩოლიანი…
გია
28 მარტი 2023 22:49
60
და რატომ უნდა უნდოდეს რუსულ ფედერაციას ნაკრების გასვლა სადმე? უნდა ვიტრიალოთ სულ ერთ წრეზე და ყოველთვის ვიყოთ დამოკიდებული ჩრდილოეთზე. მშვენივრად არიან მომჯდრები ხალხის ბიუჯეტზე და წველიან. ასე იქნება მუდამ, ასე აწყობს რუსეთს და მაგიტომ. აბა, ნორმალური მწვრთნელი ჩაკვეს არ ათამაშებდა? და რომელი იყო ფორმაში, ხამენა-კვეკვე თუ აზაროვი? იქნებ აბურჯანია? რომელიც სანამ ოქრიაშვილივით არ დაეცა და ხელების ქნევა არ დაიწყო, მანამდე არ გამოცვალა. ნოლია სანიოლი, ვაისივით გვაწვალებს, ბოლოს ჩაიჯიბავს ფულს და აორთქლდება. საწრაფოდ შესაცვლელია, მაგრამ ვინ შეცვლის, ერთად ხრავენ ბიუჯეტს...
ასეა ეს
29 მარტი 2023 09:45
18
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული