areanapoli: საქართველო ტალანტების სამჭედლო - "ნაპოლის" დამკვირვებლებმა ორი ქართველის სახელი ჩაინიშნეს

AutoSharing Option
"ნაპოლიში" ხვიჩა კვარაცხელიას დიდებულმა თამაშმა შეიძლება კარგ ევროპულ კლუბებში სხვა ქართველ ფეხბურთელებს გაუკვალოს გზა. საქართველოს ნაკრების მატჩებს უკვე აკვირდებიან და areanapoli აღნიშნავს, რომ ყურადღების გამახვილება გიორგი მიქაუტაძესა და ზურიკო დავითაშვილზეა საჭირო.

საქართველო ტალანტებს შობს: "კვარას" გარდა, კიდევ ორი გვაოცებს. დამკვირვებლები მუშაობას შეუდგნენ

უკანასკნელ ხანს საფეხბურთო სამყაროში საქართველო ძალიან გაიზარდა. ამ ქვეყნის ბევრი ფეხბურთელი საუკეთესო ევროპულ ლიგებში თამაშობს.

"გასაკვირია, რომ ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც საქართველოა, ტალანტების სამჭედლოა. ბოლო დროს ქართულ ფეხბურთში დიდი პროგრესი შეინიშნება. თბილისის "დინამო" და ბათუმის "დინამო" ქართულ ლიგაში
ორი მთავარი გუნდია. აქედან წავიდნენ საზღვარგარეთ მათი საუკეთესო ფეხბურთელები. მაგალითად, "მილანის" მცველი კახა კალაძე და ვარსკვლავი შოთა არველაძე, მაგრამ ახლა მათი რაოდენობა გაზრდილია. მსოფლიოს ყოფილი ვიცე-ჩემპიონის, ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით, ნაკრებს ევრო 2024-ზე მოხვედრის შანსი აქვს.
როგორ არ მოვიხსენიოთ ხვიჩა კვარაცხელია: "ნაპოლიზე" მან დიდი ზეგავლენა მოახდინა და თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდის ლიდერია. ამ სანაკრებო პაუზისას "ჯვაროსნები" ამხანაგურ მატჩში მონღოლეთს, ხოლო ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნორვეგიას შეხვდა. "კვარას" გარდა, კიდევ ორმა გაგვაოცა: გიორგი მიქაუტაძემ და ზურიკო დავითაშვილმა. პირველმა, რომელიც 2000 წელსაა დაბადებული, ნორვეგიასთან ფრის მომტანი გოლი გაიტანა, მეორემ კი დრიბლინგით მეტოქის ნახევარდაცვა პანიკაში ჩააგდო. ცნობისათვის, ისიც ახალგაზრდაა, 2001 წელსაა დაბადებული. ორივე საფრანგეთის ლიგა 2-ში ასპარეზობს.

მიქაუტაძე "მეცის" წევრია და 14 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირია. დავითაშვილი თავისი ტექნიკური უნარებით "ბორდოს" ლიგა 1-ში აბრუნებს. დამკვირვებლებმა ამ ფეხბურთელების სახელები ჩაინიშნეს, შესაძლოა, მათი გზები გადაიკვეთოს და "ნაპოლიში" "კვარასთან" აღმოჩნდნენ".

alt"ჯვაროსნები". გადაჭარბებული მოლოდინები - ვიდრე საკადრო პრობლემა არ გადაიჭრება, მხოლოდ ლოკალური გამარჯვებების მოპოვება იქნება შესაძლებელი

altგადაწყდა - კვარაცხელია "ნაპოლისთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს და ხელფასი გაუოთხმაგდება

altკვარაცხელიამ და დავითაშვილმა ონკოპაციენტს ოცნება აუხდინეს

alt"მიხარია, რომ ჩემი თანაგუნდელია" - ნორვეგიის ნაკრების მცველმა "კვარაზე" ისაუბრა

altიქნებ ზოგჯერ თავს ვიტყუებთ?! - საქართველოს ნაკრები არ გატყდა, ზოგიერთი პრობლემა კი თავს არ გვანებებს...

alt"ჩვენ და საქართველო ერთ დონეზე ვართ" - რას წერენ ნორვეგიის ნაკრების ქომაგები სოციალურ ქსელში

მკითხველის კომენტარები / 31 /
ბოჩოლეიშვილი წაიყვანონ სადნე, დავითაშვილით წააგებენ
dato
29 მარტი 2023 20:48
16
ბოჩოლეიშვილი, ხბორაძე და კოტინია
ირაკლი
29 მარტი 2023 21:24
5
რაო?
"ბოლო დროს ქართულ ფეხბურთში დიდი პროგრესი შეინიშნება"-ო?

.ეგ რაა, უკეთეს გეტყვით, ქართულ ფეხბურთში პროგრესი შეინიშნება კი არა, "დუღს და გადადუღს, დიდ ქვაბშია არ ეტია!"

ჩვვენს იტალიელ ძმა დამკირვებლებს
29 მარტი 2023 20:27
28
გოჩოლეიშვილს მიაქციონ ყურადღება. მაგარი ბიჭია. არ ველოდებოდი მაგის ასეთ თამაშს. აზაროვს აშკარად ჯობია.
სტუმარი
29 მარტი 2023 20:27
2
აბურჯანია და კვეკვესკირი უეჭველი,როგორც ზელინსკის პოტენციური შემცვლელები ნაპოლიში...
Მეზღვაური
29 მარტი 2023 20:24
4
მარგალონ ძაან გაღუნე ტვინი შენი “ჩქიმ ჭიჭე სამარგალოთი” ქართცელები ვართ და მერე ვართ მეგრელები ,სვანები , კახელები და ა.შ ნუ შეჭამე ტვინი შენგან განსხვავებით აქ ხალხს გვაქვს ის და რა ვქნათ.... გამომოვიდნენ პატარა კატალონია
მარგალონას
14 აპრილი 2023 15:47
0
აბურჯანია და კვეკვესკირი კვარაცხელიას დონეზე არიან, ,,მძინარე"?
რატი
29 მარტი 2023 23:34
0
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული