areanapoli: საქართველო ტალანტების სამჭედლო - "ნაპოლის" დამკვირვებლებმა ორი ქართველის სახელი ჩაინიშნეს

AutoSharing Option
"ნაპოლიში" ხვიჩა კვარაცხელიას დიდებულმა თამაშმა შეიძლება კარგ ევროპულ კლუბებში სხვა ქართველ ფეხბურთელებს გაუკვალოს გზა. საქართველოს ნაკრების მატჩებს უკვე აკვირდებიან და areanapoli აღნიშნავს, რომ ყურადღების გამახვილება გიორგი მიქაუტაძესა და ზურიკო დავითაშვილზეა საჭირო.

საქართველო ტალანტებს შობს: "კვარას" გარდა, კიდევ ორი გვაოცებს. დამკვირვებლები მუშაობას შეუდგნენ

უკანასკნელ ხანს საფეხბურთო სამყაროში საქართველო ძალიან გაიზარდა. ამ ქვეყნის ბევრი ფეხბურთელი საუკეთესო ევროპულ ლიგებში თამაშობს.

"გასაკვირია, რომ ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც საქართველოა, ტალანტების სამჭედლოა. ბოლო დროს ქართულ ფეხბურთში დიდი პროგრესი შეინიშნება. თბილისის "დინამო" და ბათუმის "დინამო" ქართულ ლიგაში
ორი მთავარი გუნდია. აქედან წავიდნენ საზღვარგარეთ მათი საუკეთესო ფეხბურთელები. მაგალითად, "მილანის" მცველი კახა კალაძე და ვარსკვლავი შოთა არველაძე, მაგრამ ახლა მათი რაოდენობა გაზრდილია. მსოფლიოს ყოფილი ვიცე-ჩემპიონის, ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით, ნაკრებს ევრო 2024-ზე მოხვედრის შანსი აქვს.
როგორ არ მოვიხსენიოთ ხვიჩა კვარაცხელია: "ნაპოლიზე" მან დიდი ზეგავლენა მოახდინა და თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდის ლიდერია. ამ სანაკრებო პაუზისას "ჯვაროსნები" ამხანაგურ მატჩში მონღოლეთს, ხოლო ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნორვეგიას შეხვდა. "კვარას" გარდა, კიდევ ორმა გაგვაოცა: გიორგი მიქაუტაძემ და ზურიკო დავითაშვილმა. პირველმა, რომელიც 2000 წელსაა დაბადებული, ნორვეგიასთან ფრის მომტანი გოლი გაიტანა, მეორემ კი დრიბლინგით მეტოქის ნახევარდაცვა პანიკაში ჩააგდო. ცნობისათვის, ისიც ახალგაზრდაა, 2001 წელსაა დაბადებული. ორივე საფრანგეთის ლიგა 2-ში ასპარეზობს.

მიქაუტაძე "მეცის" წევრია და 14 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირია. დავითაშვილი თავისი ტექნიკური უნარებით "ბორდოს" ლიგა 1-ში აბრუნებს. დამკვირვებლებმა ამ ფეხბურთელების სახელები ჩაინიშნეს, შესაძლოა, მათი გზები გადაიკვეთოს და "ნაპოლიში" "კვარასთან" აღმოჩნდნენ".

alt"ჯვაროსნები". გადაჭარბებული მოლოდინები - ვიდრე საკადრო პრობლემა არ გადაიჭრება, მხოლოდ ლოკალური გამარჯვებების მოპოვება იქნება შესაძლებელი

altგადაწყდა - კვარაცხელია "ნაპოლისთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს და ხელფასი გაუოთხმაგდება

altკვარაცხელიამ და დავითაშვილმა ონკოპაციენტს ოცნება აუხდინეს

alt"მიხარია, რომ ჩემი თანაგუნდელია" - ნორვეგიის ნაკრების მცველმა "კვარაზე" ისაუბრა

altიქნებ ზოგჯერ თავს ვიტყუებთ?! - საქართველოს ნაკრები არ გატყდა, ზოგიერთი პრობლემა კი თავს არ გვანებებს...

alt"ჩვენ და საქართველო ერთ დონეზე ვართ" - რას წერენ ნორვეგიის ნაკრების ქომაგები სოციალურ ქსელში

მკითხველის კომენტარები / 31 /
მამარდაშვილი რომ არა, თამაში წაგებული იყო. ჩემთვის მატჩის გმირია და როგორ გამორჩათ. დავითაშვილს ბევრი არაფერი დასამახსოვრებელი არ გაუკეთებია. მგონი სპეციალურად აკვირდებოდნენ,როგორც პოტენციურ სერია ა-ს ფეხბურთელს. აზაროვი უფრო დასამახსოვრებელი იყო, მთელი თამაში კარგად აქტიურობდა ფლანგზე სანამ არ გაიყვანეს
....
29 მარტი 2023 22:08
7
ბოჩოლეიშვილი წაიყვანონ სადნე, დავითაშვილით წააგებენ
dato
29 მარტი 2023 20:48
16
ბოჩოლეიშვილი, ხბორაძე და კოტინია
ირაკლი
29 მარტი 2023 21:24
5
რაო?
"ბოლო დროს ქართულ ფეხბურთში დიდი პროგრესი შეინიშნება"-ო?

.ეგ რაა, უკეთეს გეტყვით, ქართულ ფეხბურთში პროგრესი შეინიშნება კი არა, "დუღს და გადადუღს, დიდ ქვაბშია არ ეტია!"

ჩვვენს იტალიელ ძმა დამკირვებლებს
29 მარტი 2023 20:27
28
ზურიკო არ არის ნაპოლის დონის ჯერ. სპეციაში ან ლეჩეში რო მოსინჯოს ძალები ესეც ძაან მაგარი იქნება.
ზურა
29 მარტი 2023 23:04
1
ხვიჩა,მიქაუტაძე,გოჩოლეიშვილი,გაგნიძე,საზონოვი,და რასაკვირველია მამარდაშვილი!ეს ფეხბურთელები არიან უმაღლესი დონის მოთამაშეები,ისინი ნებისმიერ გუნდში და ნებისმიერის წინააღმდეგ მაგრად ითამაშებენ,ნაკრებში კი ცოტა დრო სჭირდებათ რომ ერთმანეთთან უკეთ შეთამაშდნენ,ასაკის მიუხედავად ჩამოყალიბებული ტოპები არიან!სანიოლმა ყველა მათგანი უნდა ათამაშოს სწორ პოზიციაზე და ძირითადში და შედეგიც დაიდება!!!
ზაზა
30 მარტი 2023 07:56
0
ჩაკვე გამოგრჩა მეგობარო, რომელსაც ნაკრებში N2-ედ ვაღიარებ.
ფეხბურთის ძველი გულშემატკივარი.
02 აპრილი 2023 11:32
0
საოცრებათა სამყაროა ...გოჩოლეიშვილმა არ გააოცა და დავითაშვილმა გააოცათ ? გოჩოლეიშვილი ძვრი დაუჯდებათ და ეტყობა ...
dato
30 მარტი 2023 10:20
2
მე პირადად ნაჭყებია მომწონს, იქნებ ვინმემ შეამჩნიოს, პერსპექტიულია. გოჩოლეიშვილს, გაგნიძეს და საზონოვს იაფად მართლა არავინ გაყიდის, აი ქართული კლუბები კი, ავღანეთშიც კი გაყიდიან ფეხბურთელს
ლაშა
29 მარტი 2023 23:52
3
გოჩოლეიშვილმა თუ გააოცა ვინმე ნორვეგიასთან, დარჩენილებიდან - მიკაუტაძე და მამარდაშვილი იყვნენ
თავის დონეზე სასტარტოს რაც შეეხება
დათო
30 მარტი 2023 14:34
0
გოჩოლეიშვილი,შახტიარში თამაშობს,გუნდში,რომელიც სისტემატურად თამაშობს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე და ზოგჯერ უფრო წინაც მიდის.იქ მოთამაშე ფეხბურთელი,უკვე ითვლება რომ აღმოჩენილიცაა და შემდგარიც.მიქაუტაძე და დავითაშვილი კი,მეორე ლიგიდან დაწინაურდნენ ნაკრებში და ამითიც იქცევენ მეტ ყურადღებას.მათი ფასიც,გაცილებით დაბალი იქნება,შახტიარიდან ფეხბურთელის ფასთან შედარებით და ამიტომ დიდი მოგების მომტანიც,თუ გაამართლეს ნდობა.
სოსო
06 აპრილი 2023 20:36
0
კარგით რაა …ვის უსმენთ იტალიელ ჟურნალისტებს რა ქნან მოეჩვენებათ სამჭედლო აქ აბა რა იქნება…ტიპებს იტალიელები , აფრიკელები და ბრაზილიელები რომ გაუთავდათ ახლა არგენტინის ძარცვა დაიწყეს ჯერ ერთი ფეხბურთელი აახიეს და კიდევ 11-ის ახევას აპირებენ ასე რომ მაგათგან ნაღდად არ მიკვირს …ეგ კი არა ის არის საშიში ვინმე ქართველ ტალანტს იტალიელი ბებია არ გამოუჩიჩქნონ
მდაა
30 მარტი 2023 00:14
20
არა დათო, მეგობარო, დავითასვილმა ვინ უნდა გააოცოს. ამათ ჭირდებათ ეგა. რაღაცას უნიჭოდ აპიარებენ თუ რას ბოთაობენ არ ვიცი. დავითაშვილი ვინ უნდა მოინიშნოს თუ ძმა ხარ
ლევან მაღლაკელიძე
30 მარტი 2023 12:04
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული