ქეცბაიასთვის საქართველოსთან დაპირისპირება დიდი გამოწვევაა - 1 თვე სანაკრებო მატჩებამდე და სანიოლის საფიქრალი...

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მორიგ მატჩებამდე ზუსტად ერთი თვეა დარჩენილი. ნორვეგიასთან საკუთარ მოედანზე ასე თუ ისე დამაკმაყოფილებელი (1:1) ფრის შემდეგ, ევროპის ჩემპიონატისკენ სავალ გზაზე ახლა სტუმრად ორი შეხვედრა უნდა ჩავატაროთ - კვიპროსისა და შოტლანდიის ნაკრებებთან.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ახლა შემადგენლობის შერჩევის პროცესში იქნება. ერთი დილემის წინაშე ვართ, რაც უკვე ვიცით. დაახლოებით ამ პერიოდში (21 ივნისს) 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი იწყება, სადაც მონაწილეობის უფლება ეროვნულ ნაკრებში მოთამაშეებსაც აქვთ, თუმცა ეს გადანაწილების პროცესი რთული გამოვა. ჩვენ ჯგუფში ესპანეთის ნაკრები რომ არ მოხვედრილიყო, რომელიც
ივნისში "ერთა ლიგის" პლეი-ოფში გამოდის, მაშინ უახლოეს ფანჯარაში დასვენების უფლება მოგვეცემოდა, რაც ხსენებულ საკითხს იოლად მოაგვარებდა.

"ერთა ლიგა" ვახსენეთ და აქვე შეგახსენებთ, გერმანიაში 2024 წელს გასამართი ევროპირველობაზე გასვლის შანსი ამ ტურნირიდანაც გვაქვს, თუკი მიზანს შესარჩევი ეტაპიდან ვერ ვუწიეთ.

Sportall.Ge

17 ივნისს კვიპროსელებს ვესტუმრებით. თემურ ქეცბაიამ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ნაკრები ჩაიბარა. მისი ჟინის შესახებ კარგად ვიცით და ქართველი სპეციალისტის მთავარი მიზანი ის იქნება, რაც შეიძლება მეტი ქულა მოიპოვოს და საკუთარ გუნდს რწმენა გაუძლიეროს. თემურის სათამაშო ფილოსოფია (მათ შორის საქართველოს ნაკრებში მუშაობისას) ასეთია - მაქსიმალურად გაძლიერება დაცვაში, საკუთარი კარის უსაფრთხებაზე ზრუნვა და შეტევაზე არსებული რესურიდან გამომდინარე ფიქრი. პირველ ტურში, შოტლანდიაში ეს არ გამოვიდა (0:3). კვიპროსის ნაკრები აქ მატჩის ბოლოს კაცნაკლული დარჩა, ისევე როგორც ამხანაგურ მატჩში სომხებთან (2:2). ასე რომ, ქეცბაიას მუშოაბა დისციპლინის გაძლიერებაზეც მოუწევს და დარწმუნებული ვართ, განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს.

ქეცბაიამ საკუთარ მოედანზე დიდ გამარჯვებას მწვრთნელად დანიშვნიდან მალევე მაიღწია, როცა პრინციპული მეტოქე, საბერძნეთის ნაკრები (1:0) დაამარცხა. ამას შესაბამისი გაგრძელება არ მოჰყოლია. "ქეცბას" საქართველო ძალიან უყვარს, ამავდროულად კი მისთვის დიდი გამოწვევაა, ვილი სანიოლის გუნდს დაუპირისპირდეს, იფიქროს იმაზე, თუ როგორ შეაჩეროს ხვიჩა კვარაცხელია, საკუთარ გუნდს გიორგი ჩაკვეტაძის უნარების შეახებ ესაუბროს, გიორგი მიქაუტაძის ბოლო დროის პროგრესს რამე მოუხერხოს და მისი შეჩერება სცადოს... კვიპროსის ნაკრებში ტოპლიგებში მოთამაშე ერთადერთი ფეხბურთელია - ნახევარმცველი გრიგორის კასტანოსი "სალერნიტანაში" გამოდის. მან "ნაპოლის" წინააღმდეგ იმ მატჩში (1:1), სადაც ჩემპიონობა გადაიდო, მოედანზე 90 წუთი გაატარა.

Sportall.Ge

ქართველი სპეციალისტის სათამაშო სქემა 3-5-1-1-ია. ჩვენი დამრიგებლის, ვილი სანიოლის გამოწვევა ის იქნება, შეტევაში გადასასვლელად გუნდს სხვადასხვა ალტერნატივა ჰქონდეს, რათა უმეტესად კარის უსაფრთხოებაზე მოფიქრალ მასპინძლებს, რომლებიც ემოციურად ითამაშებენ, საკუთარი თამაში უფრო იოლად მოვახვიოთ. ფავორიტის სტატუსი პასუხისმგებლობას გვიზრდის. კვიპროსში სტუმრობა იოლი არასდროსაა, ისევე როგორც შოტლანდიაში. საქართველოს ნაკრებს მათთან გასვლაზე უჭირს, საკუთარ მოედანზე კი დამაჯერებელია.

კვიპროსის შემდეგ ძალიან კარგ ფორმაში მყოფი შოტლანდიელებთან სტუმრობა (20 ივნისს) გვიწევს. მათ ჩვენთან მუდამ გარკვეული ანგარიშები აქვთ გასასწორებელი, რადგან ევროპის ჩემპიონატთან ორჯერ ძალიან ახლოს როცა იყვნენ, ხელი ჩვენ შევუშალეთ. საქართველოს ნაკრებისთვის ეს ორი შეხვედრა გადამწყვეტი იქნება და პასუხს ბევრ შეკითხვას გასცემს. გადატვირთული სეზონის შემდეგ, როცა გონება დასვენებისკენაა მიდრეკილი, ორი ამ სირთულის მატჩის გამართვა რთულია, თუმცა ამ მხვრივ ყველა თანაბარ სიტუაციაშია. ასეთ დაპირისპირებებში სანიოლის გუნდს თავისი უპირატესობები აქვს, თამაშის კონტრშეტევებზე აგებით წარმატებას მეტად აღწევს, ხვიჩა კვარაცხელია ძალიან სწრაფი და სახიფათოა. ამავდროულად, ისიც ვიცით, მასზე რამხელა ყურადღება იქნება გადატანილი. ამ სტილით თამაშის დროს ბურთის მოპოვებას, ჩაჭრას და იერიშის სწრაფად განხორციელებას დიდი მნიშვნელობა აქვს. საინტერესოა, ნორვეგიასთან მატჩისას წარმოქმნილ პრობლემებზე ვილი სანიოლს როგორი რეაგირება ექნება. პოზიციებზე, სადაც მეტი პრობლემა არსებობდა. სიაში განსაკუთრებულ სიახლეებს არ ველით, თუმა ის ვიცით, ფრანგი მთავარი მწვრთნელი  შანსს ყველას მისცემს, თუკი ამას დაიმსახურებენ...

მანამდე ის ვისურვოთ, ჩვენი ფეხბურთელები ჯანმრთელად იყვნენ და ტრავმის გამო, ოპტიმალური შემადგენლობით თამაშის პრობლემა არ შეგვექმნას.

altუნდა ითამაშოს კვარაცხელიამ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე? - ნაკრების თავკაცის დილემა...

alt"ამის დანახვის შემდეგ ეს იყო ის დღე, როდესაც გავაცნობიერე, რომ საქართველოს ნაკრებში რაღაცას მივაღწიე" - ინტერვიუ ვილი სანიოლთან [VIDEO]

altიქნებ ზოგჯერ თავს ვიტყუებთ?! - საქართველოს ნაკრები არ გატყდა, ზოგიერთი პრობლემა კი თავს არ გვანებებს...

მკითხველის კომენტარები / 10 /
მე სომხებს ვბალელშიკობ ელი.სპერციანი ხვიჩაზე ორჯერ მაგარი ფეხბურთელია ელი,უბრალო რუსეთიდან ვერ წავიდა აი. Და ის მომწონს სლოვანში რო გვყავს მსოფლიო დონის ფორვარდი ცავატანემ.
G.LA
16 ივნისი 2023 17:15
0
Რაო ფიები ჭამა?
G.LA-ს
16 ივნისი 2023 17:11
0
ქეც სენტან არის დიდი არმია ბრატ გამარჯვებიტ წარმატებააააააააააააააააააააააა
pepe
18 მაისი 2023 14:17
3
ქეც ბრატ უნდა მოიგო ჯიგარიხარ სანიოლს არ გაუკეტებია რაზ სენ ლიგის ჯგუფსი გააკეტე წარმატებები დიდება უფალს
kaka
17 მაისი 2023 21:34
13
სანიოლმა პირველი სანაკრებო თამაშის პირველ ტაიმში გამოიყვანა წაგებაზე ორიენტირებული შემადგენლობა, ამაზე უნდა ვისაუბროთ, ტოტალიზატორებმა დაღუპა ფეხბურთი,ამაზე არავინ ლაპარაკობს, ხვიჩა ბოლო თამაშებში თავის თავს არ გავს, რა დავალებას აძლევს ,,მეღვინე'' მწვრთნელი, რაც არ უნდა ეცადოს ,,მორბენალ'' ფეხბურთელს მისგან ვერ გამოიყვანს,
გური
17 მაისი 2023 19:44
7
ჯგუფიდან გასვლის პრეტენზია თუ გვინდა შევინარჩუნოთ ამ 2 თამაშიდან 4 ქულა უნდა ავიღოთ. 2 ქულის მოპოვების შემთხვევაში უკვე პლეი ოფზე უნდა ვიფიქროთ. რაც შეეხება ძნელ გასვლით თამაშებს, ჩვენთვის ყველა თამაში ჯერ ჯერობით საძნელოა ისევ, გასვლითი კვიპროში კი არა საერთო შეხვედრებშიც დადებითი ბალასი აქვს კვიპროსს და ჯგუფშ რომ გვყავდა მსოფლიოზე 4 ქ აგვწკაპნა.
G.LA
17 მაისი 2023 18:14
1
Qecbaias ise ukvars saqartvelo ara mgonia qulebi dagvakarginos,kovel shemtxvevashi tu waagebs vici gulshi mainc kmakofili iqneba,neta exla eg,shoti da qinqladze gvkavdes nakrebshi ra gundi gvekolebodaa...
Givi
17 მაისი 2023 12:44
10
ის შემთხვევაა როცა მინდა რომ ვცდებოდე, რადგან მგონია რომ ქეცბა დაამტკიცებს, რომ სანიოლი მასთან ახლოსაც არაა
ლადო
17 მაისი 2023 11:45
11
ჟორაჯან მერე ქეცბას ყავდა ეხლა რა შეტევაც ყავს ნაკრებს მაშინ? ცოტა დაუფიქრდი ტოოო
პროფესორს
17 მაისი 2023 16:23
0
ლადო, ეს ასე არ არის და რაც არ არის, მისი დამტკიცება როგორ შეიძლება? ქეცბამ საქართველოს ნაკრები ჩაიბარა და ისეთი დაცვითი ფეხბურთი ათამაშა, საერთოდ დაიკარგა ნაკრები. სანიოლმა კი ნაკრების სახელი ჩაიბარა და საქართველოს ნაკრებად აქცია, რომელმაც თამაშების 70%-ზე მეტი მოიგო და ევროპაზე გასვლის ორი შანსი აქვს.
ჟორა გაბრიჭიძე
17 მაისი 2023 15:06
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული