ქართული ფეხბურთისთვის უმნიშვნელოვანესი თვე, რომელიც ისტორიულად უნდა ვაქციოთ - ფსიქოლოგიური ბარიერები მოხსნილია!..

AutoSharing Option
ზაფხული დადგა და 2023 წლის ივნისი საფეხბურთოდ ძალიან დატვირთული გვაქვს. თუკი შარშან "ერთა ლიგის" მჭიდრო კალენდარში ვიყავით ჩართულნი, ახლა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ორი რთული გასვლითი მატჩი აქვს, რასაც კონტინენტის 21-წლამდელთა ჩემპიონატი ეჯაჭვება. ასეთი მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანი დღეები დიდი ხანია, რაც არ გვქონია...

ზაფხულის პირველი თვე სათამაშოდ იდეალურად ნამდვილად არ მიიჩნევა. სანაკრებო შეხვედრები მუდმივად ამ პერიოდშია, როცა გადატვირთული საკლუბო სეზონის შემდეგ მოთამაშეებს გონების გარკვეული ნაწილი მაინც შესვენებისკენ გაურბის. საქ
ართველოს ნაკრების ისტორიასაც თუ გადავხედავთ, ივნისში დადებითი შედეგებით ნამდვილად არ გამოვირჩევით. უკანასკნელ წლებში ეს ტენდენცია, გარკვეულწილად, შეიცვალა. ჩვენი ლეგიონერების საკმაო ნაწილს წარმატებული სეზონი ჰქონდათ და ამა თუ იმ ქვეყანაში ჩემპიონობასაც გაუსინჯეს გემო.

Sportall.Ge

ორივე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა შემადგენლობები უახლოეს დღეებში უნდა დაასახელოს. ესპანეთის ეროვნული გუნდის ჩვენს ჯგუფში მოხვედრამ ის გამოიწვია, რომ ვილი სანიოლის ბიჭები ივნისში ვერ ისვენებენ, ამასობაში კი ამან ახალი დილემა წარმოშვა - ფეხბურთელები (2000 წლის 1-ელი იანვრიდან დაბადებულებს), რომელთაც ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მონაწილეობაც შეუძლიათ, როგორ უნდა გადანაწილდნენ. აქ უამრავი ფაქტორი შემოდის. მართალია, შესარჩევი ეტაპი არ გაგვივლია, თუმცა რამაზ სვანაძეს გარკვეული ბირთვი ჰყავს გამოკვეთილი, რომელთაც თბილისში ჩასატარებელ სატურნირო მატჩებში გამოიყენებს. ამ გუნდის ჯგუფური ეტაპის წინ და მით უმეტეს, შეხვედრებს შორის გაძლიერება კი რისკის მომტანი შეიძლება იყოს. გარდა ამისა, ეროვნულ ნაკრებსა და მის დამრიგებელს კონტინგენტზე ყოველთვის უპირატესი უფლება აქვთ. ვნახოთ, ეს საკითხი როგორ გადაწყდება. მხოლოდ გიორგი გოჩოლეიშვილის მაგალითი რომ მოვიყვანოთ - ის 21-წლამდელების ერთ-ერთი ლიდერია, ამავდროულად კი, "შახტართან" ერთად უკრაინის ჩემპიონი სანიოლის სქემასაც მშვენივრად მოერგო.

Sportall.Ge

მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ეტაპი ნორვეგიასთან საშინაო (1:1) ფრით დაიწყო. ორივე გასვლითი მატჩი რთული იქნება, უახლოეს მეტოქეებთან სტუმრად, როგორც წესი, გვიჭირს. კვიპროსის ნაკრები და თემურ ქეცბაია ქართველებთან, მინიმუმ, ქულას აუცილებლად დაგეგმავენ. კარგ ხასიათზეა შოტლანდიის მთავარი გუნდი, რომელმაც შესარჩევი ეტაპი კარგად დაიწყო. ვილი სანიოლის გასვლით მატჩებზე ჩვენს ნაკრებთან კარგად ადაპტირებული ტაქტიკა გააჩნია, როცა უფრო მეტი აქცენტი კონტრშეტევებსა და სისწრაფის ფაქტორის გამოყენებაზეა. ხვიჩა კვარაცხელია ამ საქმეს მშვენივრად უძღვება.

Sportall.Ge

არ გვსურს, ჩვენი ბიჭები განსაკუთრებულად დავძაბოთ. პასუხისმგებლობის ნაკლებობას ისინი ისედაც არ განიცდიან, თუმცა ევროპის ჩემპიონატის საშინაო ასპარეზზე ჩატარება მხარდაჭერასთან ერთად, დამატებითი ტვირთიცაა. მთავარია, ყველამ საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზება შეძლოს. პირველი ამოცანა ჯგუფური ეტაპის დაძლევაა. იქნებიან თუ არა 21-წლამდელთა გუნდში, ჩვენს ახალგაზრდებს გარკვეული ფსიქოლოგიური ბარიერები კვარაცხელიას, მამარდაშვილის, მიქაუტაძისა და სხვების ძალისხმევით უკვე მოხსნილი აქვთ. ამ ბიჭებმა შეძლეს, თავი ევროპულ ფეხბურთში დაემკვიდრებინათ, რითაც ეს დერეფანი სხვებისთვისაც გაეხსნათ. ევროფორუმი ისაა, სადაც თავის წარმოჩენის შემთხვევაში, სატრანსფერო აქტივობები იზრდება. გვახსოვს, დანი სებალიოსი "ბეტისში" გამოდიოდა, ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებში ბრწყინვალე თამაშის შემდეგ კი ის "რეალში" გადავიდა. ქართველი ფეხბურთელების ნდობის მიმართ ახლა შიშები მოხსნილია. მაგალითად, ახალგაზრდული ნაკრების კაპიტან ანზორ მექვაბიშვილს, რომელიც ტრავმის შემდეგ დაბრუნდა, იტალიური გუნდები აკვირდებიან. თბილისის "დინამოს" ნახევარმცველი ეროვნულ გუნდშიც თამაშობს.

Sportall.Ge

იმედია, ვილი სანიოლის ნაკრები იმ პრობლემებს უფრო მომზადებული შეხვდება, რომლებიც მარტში გამოჩნდა. ამისკენ ნაბიჯები შემადგენლობაშიც გადაიდგმება. დაცვაში ლუკა ლოჩოშვილი უნდა დაბრუნდეს, მინდვრის შუაში კი - ოთარ კიტეიშვილი. "კიტე" ჩვენი ნახევარდაცვის ყველაზე შემოქმედებითი და თანაც, შედეგიანი მოთამაშეა. სამწუხაროდ, მას ბევრი გაუცდა, სეზონის ბოლო კი მშვენიერი აქვს და ყველაფერ ამის გადმოტანას "ჯვაროსნებში" ველით.

მნიშვნელოვანი თვე ისტორიული უნდა გავხადოთ, მონდომებითა და სწორი მუშაობით უფრო მეტს შევძლებთ!..

altევროპის ჩემპიონატის მოგების შანსი გვაქვს, ამიტომ ხვიჩამ და სხვებმა აუცილებლად უნდა ითამაშონ!..

altმომავლის ვარსკვლავები, რომლებიც საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს დაუპირისპირდებიან - იქნება კვარაცხელია?

altუნდა ითამაშოს კვარაცხელიამ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე? - ნაკრების თავკაცის დილემა...

altქეცბაიასთვის საქართველოსთან დაპირისპირება დიდი გამოწვევაა - 1 თვე სანაკრებო მატჩებამდე და სანიოლის საფიქრალი...

მკითხველის კომენტარები / 21 /
საქართველოს ნაკრებს უკეთესად შეუძლია თამაში უფრო აგრესიულად და რისკიანად თამაში უნდა დაავალონ მწვრთნელებმა.
ქომაგი
01 ივნისი 2023 13:00
1
ვალენსია გადაურჩა გავარდნას მამარდა კი არა ისე რომ ვთქვად ამ ბიჭის დამსახურება ძალიან დიდია რომ არ გავარდა ვალენსია მგონი ესეა ყველა თამაშსს უყურე თითქმის ვალენსიას თამაშებს ისედაც მაგრად მევასება ესპანეთის ჩემპიონატი და მართლა ყველაფერი დაანახა საფეხბურთო სამყაროს რომ უძლიერესი ფეხბურთელი და უმაგრესი ადამიანია გენაცვალე გულში გიორგი ღმერთმა ხელი მოგიმართოს ვაჟკაცო ადამიანო ამინ
კაკაო
05 ივნისი 2023 13:03
0
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ყოველ ჯერზე ვთამაშობთ ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებს, როგორც ძირითადი, ასევე ახალგაზრდული ნაკრებები, და ასარჩევად გვაქვს საქმე. მე მგონია, რომ საქმე ასარჩევად ნამდვილად არ გვაქვს - საქართველოში ტარდება უმნიშვნელოვანესი ტურნირი, პირველად, და კიდევ როდის ჩატარდება კაცმა არ იცის. აქ ცუდად გამოსვლა იქნება ქართული ფეხბურთის და გულშემატკივრების უდიდესი სირცხვილი. ამიტომ აქცენტი უნდა გაკეთდეს ახარგაზრდულზე. კვარა, მამარდაშვილი, მიქაუტაძე, გოჩოლეიშვილი - უფრო მეტად საჭიროები არიან ახალგაზრდულში. თან, იქნებ ახალგაზრდულში უფრო გამოიკვეთოს პრობლემურ პოზიციებზე ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ძირითადი ნაკრების ფეხბურთელები. იტალიის ჩემპიონი რომ გუნდში გეყოლება, ეს სხვებსაც მოუმატებს მოტივაციას. ფედერაცია, არ შეცდე იცოდე.
ქუთაისელი
02 ივნისი 2023 17:37
0
-------------მამარდა-----------
კაკაბაძე---კაშია---ლოჩოშვილი---გოჩოლეიშვილი(აზაროვი)
კიტე-----გაგნიძე
ლობჟანიძე(ზუკა)----ჩაკვე-----ხვიჩა
ჟორჟი

სათადარიგო: ლორია,გუგეშა, კვირკველია, დვალი, საზანოვი, წიტა, მექვაბიშვილი, აბუ, კვეკვე, ბერიძე, ბუდუ, არაბიძე( თუ მოუმატა ცოტა).
kicha
02 ივნისი 2023 10:35
2
არაბიძე კიდევ თამაშობს? რომელ გუნდშია. ნაკრებშიო! ღმერთმა ქნას.
ზაალი
04 ივნისი 2023 11:22
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული