"არ აქვს მნიშვნელობა, გადატვირთული სეზონი მქონდა თუ არა, ნაკრებში გამოძახება ყოველთვის მიხარია და ორმაგ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. როგორც საქართველოში, ასევე ესპანეთში გულშემატკივართა მხარდაჭერა ძალიან მახარებს. მატჩის წინ, როგორც ქრისტიანი, პირჯვარს ვიწერ - კარგი თამაში რომ გამომივიდეს და ჯანმრთელად ვიყო...
"ვალენსიაში" ყველა მატჩში ვითამაშე. რთული სეზონი იყო, სამი მწვრთნელი
ნორვეგიასთან ფრით შესარჩევი ეტაპი კარგად დავიწყეთ. კვიპროსთან გასვლითი შეხვედრა, რომელიც ძლიერი ნაკრებია და თანაც, თემურ ქეცბაია წვრთნის, მარტივი არ იქნება. ჯერ შესარჩევი ეტაპი უნდა გავიაროთ და იქნებ "ერთა ლიგის" პლეი-ოფში თამაში არც დაგვჭირდეს. ჩვენი თაობის მიზანი დიდ საფეხბურთო ფორუმზე გასვლაა, თუმცა დრო გვაჩვენებს...
21-წლამდელთა ნაკრები რთულ ჯგუფშია, თუმცა ისეთი ფეხბურთელები ვართ შეკრებილი, ყველაფერს გავაკეთებთ, ჯგუფიდან გავიდეთ და ქართველი ხალხი გავახაროთ!..
განვვითარდი და ძალიან მოვუმატე - ასე ვფიქრობ. "ვალენსიას" გულშემატკივრების აზრს დიდ პატივს ვცემ, საუკეთესოდ დასახელება სასიამოვნოა; მადლობა, თუ გუნდს დავეხმარე. მომთხოვნები არიან და "ვალენსია" ძალიან უყვართ. როცა საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ, სულ გამარჯვებას ელიან, "რეალთან" და "ბარსელონასთანაც" კი.
გატუზო მაღალი დონის სპეციალისტია და დიდი როლი ითამაშა იმაში, განვვითარებულიყავი, ფეხით თამაში გამეუმჯობესებინა. რაც შეეხება კავანის, მას დიდი გამოცდილება აქვს და სულ მეუბნება, როგორ უნდა მოვუმატო...
"რეალთან" მატჩი ყველაზე მნიშვნელოვანი და ჩემთვის დასამახსოვრებელი იყო.
რაც შეეხება სკანდალს, ჩემი თანაგუნდელი რუდიგერმა წააქცია, ვინისიუსმა კი ფეხი მიარტყა. ამ მომენტში თანაგუნდელის დაცვას ვცდილობდი. რაც შეეხება რასიზმს, ცუდი შეძახილები იყო და ვინისიუსს მხარს ვუჭერ, ეს არ შეიძლება. რასიზმის პრობლემა დგას და არამხოლოდ ესპანეთში."
მიქაუტაძეც ჩამოვიდა - დღეს ნაკრები სრული შემადგენლობით ივარჯიშებს
ევრო 2023 - მთავარი ვარსკვლავი კვარაცხელია - ისტორია, ფავორიტები, საუკეთესო ფეხბურთელები...