![](https://sportall.ge/pictures/image5/06178ccb712db0d81e6521402507808b.jpg)
საქართველოს ნაკრები თბილისში უკვე მეცხრე დღეა საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. საწვრთნელ პროცესში 25 ფეხბურთელი სრული დატვირთვით მონაწილეობს. კვიპროსში გამგზავრებამდე ჩვენი გუნდი კიდევ ერთ ვარჯიშს გამართავს. ლარნაკაში ვილი სანიოლის გუნდი 15 ივნისს გაემგზავრება.
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის შეხვედრა კვიპროსსა და საქართველოს შორის 17 ივნისს, 22:45 საათზე დაიწყება.
დღევანდელი ვარჯიშის დასრულების შემდეგ მოახლოებულ მატჩზე საბა ლობჟანიძემ ისაუბრა:
"ხანგრძლივი და კარგი მოსამზადებელი ეტაპი გვაქვს ჯგუფის ორ მნიშვნელოვან თამაშამდე. ორივე მოწინააღმდეგე განსხვავებული სტილის გუნდია. თავდაპირველად სრული კონცენტრაცია გვაქვს კვიპროსთან თამაშზე, რადგან გვსურს,
ქულები ავიღოთ. შემდეგ კი, როგორც იცით, ჯგუფის ლიდერს, შოტლანდიას ვხვდებით. ყველა მზად ვართ საინტერესო საფეხბურთო სეზონის შემდეგ წარმატებული სანაკრებო სერიის გასაგრძელებლად".

Nakrebi.ge