საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩს კვიპროსის წინააღმდეგ გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი 25 ფეხბურთელის შემადგენობით ქალაქ ლარნაკაში 15 ივნისს გაემგზავრა. შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე ქართველი ფეხბურთელები 16 ივნისს ივარჯიშებენ.
საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხებს.
16 ივნისის განრიგი კვიპროსის დროით - აეკ არენა, ლარნაკა
17:00 - კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
17:30 - კვიპროსის ნაკრების ვარჯიში
18:30 - საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
19:00 - საქართველოს ნაკრების ვარჯიში
Nakrebi.ge