საქართველოს ნაკრები კვიპროსში ჩაფრინდა - 16 ივნისის განრიგი

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩს კვიპროსის წინააღმდეგ გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი 25 ფეხბურთელის შემადგენობით ქალაქ ლარნაკაში 15 ივნისს გაემგზავრა. შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე ქართველი ფეხბურთელები 16 ივნისს ივარჯიშებენ.

საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხებს.

16 ივნისის განრიგი კვიპროსის დროით - აეკ არენა, ლარნაკა

17:00 - კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია

17:30 - კვიპროსის ნაკრების ვარჯიში

18:30 - საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია

19:00 - საქართველოს ნაკრების ვარჯიში

Nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 9 /
არვიცი რამდენად მართალია ჭორები ქორწილის შესახებ მაგრამ კვარას ვურჩევდი საჯარო არ გახადოს ეგ ამბავი აკრძალოს კადრების გავრცელება და ფოტოების აქეთ იქეთ თრევა არ დააწყებინოს ამ ჩასაფრებულ ბრბოს, თორე ჩააშხამებენ ყველა ბედნიერ წუთს იმის ძახილით რო ქორწილის გამო u21 ში არ ითამაშაო. ისედაც დაიწყეს უკვე მაგაზე ლაპარაკი.
ზუსტად ვიცი რასაც იზამს ეს ველური მასა, რომელიც მის გადავლაზე არასდროს ამბობს უარს ეტაპობრივად.
ძალიან მინდა თუ ქორწილი ექნება, ეს დაფარული იყოს და არ გავრცელდეს თორე რა გამოულებს სალაპარაკოს ამ უსაქმურებს.
9
ღმერთ ჩემო რამდენი დამრიგებელი ყავს, ყველა ვალდებულად თვლის თავს ჭკუა დაარიგოს კვარას. რით ვერ გაიგეთ რომ ქორწინება პირადულია და ჯერ ოჯახია უმთავრესი და მერე ყველაფერი დანარჩენი ფეხბურთის ჩათვლით. და კიდევ არავის ვალში არაა და ნუ დააყვედრით თქვენს ტაშს და გულშემატკივრობას, აქეთ ვართ ყველანი მის ვალში ამხელა სიხარულის მოგვრისთვის!!! ხვალვე რომ დაანებოს თავი თამაშს( ღმერთმა დაიფაროს) მაინც ოქროს ასოებით შევა ქართული ფეხბურთის ისტორიაში...
rigiti
09:51 16-06-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული