"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველ სკოტ მაკტომინეისგან მიღებული დუბლისა და შოტლანდიასთან (0:3) მარცხის შემდეგ თემურ ქეცბაიამ ხასიათის გამოსწორება სომხეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში სცადა, რომელთანაც უხვგოლიანი (2:2) ფრე ითამაშა. ქართველი სპეციალისტი ჯერ კიდევ ელოდება მნიშვნელოვან გამარჯვებას. კვიპროსის ნაკრებს "ერთა ლიგის" C დივიზიონში დარჩენაც აქვს გადასაწყვეტი, სადაც პლეი-ოფში გიბრალტარს უნდა დაუპირისპირდეს.
ბოლო 21 მატჩში მხოლოდ სამი მოგება საკმარისი არაა. რაც შეეხება ქეცბაიას შედეგებს - 2 მოგება, 1 ფრე, 3 წაგება,
ახლა კვიპროსელებს ნეაპოლელი "ფლანგის ჯადოქრის", ხვიჩა კვარაცხელიას ნეიტრალიზება მოუწევთ, რომელიც "ერთა ლიგაზეც" ძალიან შედეგიანი იყო, იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გახდა და ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელადაც აღიარეს. აღსანიშნავია, რომ კვარაცხელიამ საუკეთესო ფორმა უკან (მარტში) მოიტოვა.
საქართველოს ნაკრებმა ბოლო 14 მატჩიდან მხოლოდ ერთი წააგო, მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალისტ მაროკოსთან. ურთიერთთამაშებში უპირატესობა კვიპროსელებს აქვთ (3 მოგება 2-ის პირისპირ). მათი ბოლო დაპირისპირება 2017 წელს, გორში შედგა, სადაც მასპინძლებმა გიორგი ქვილითაიას გოლით (1:0) გაიმარჯვეს, რომელიც ახლაც შემადგენლობაშია.
ქეცბაიას მთავარი პრობლემა ფორვარდ სოტირიუს ტრავმა და მარცხენა მცველ იოანუს დისკვალიფიკაციაა. ანდერსონ კორეიასა და კოსტას პილეას პირველი სანაკრებო მატჩები უნდა ჰქონდეთ.
9 ქართველი ფეხბურთელი, რომლებიც მარტის მატჩებისას ვილი სანიოლის განკარგულებაში იყო, ახლა გუნდში არაა. 15 გოლის ავტორ ვაკო ყაზაიშვილს 2022 წლის სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია. არ იქნებიან დავით ხოჭოლავა და გიორგი აბურჯანია, კაპიტანი გურამ კაშია კი "ჯვაროსნების" ფორმას 103-ედ მოირგებს.
საქართველოს ნაკრებმა კვარაცხელია-მიქაუტაძის დუეტით უნდა შეუტიოს, რომელთაც დახმარებას ზურიკო დავითაშვილი გაუწევს.
საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა:
(3-5-2) - მამარდაშვილი - კვირკველია, კაშია, ტაბიძე - კაკაბაძე, გაგნიძე, კვეკვესკირი, დავითაშვილი, აზაროვი - კვარაცხელია, მიქაუტაძე.
მომზადებულია Sportsmole-ის მიხედვით
სანაკრებო მატჩები - ჩაკვეტაძე და ლოჩოშვილი სასტარტოში? - სანიოლს მონახაზი უკვე აქვს...
"გეგმები კვარაცხელიას და ჰოლანის შესაჩერებლად" - ქეცბაიამ მომავალ მატჩებზე ისაუბრა