სანიოლი: იმედია, გლაზგო მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება დიდ გზაზე - დედაჩემმაც იცის, რომ კვარაცხელია ჩვენი გუნდის ლიდერია

AutoSharing Option
შოტლანდია-საქართველოს მატჩის დაწყებამდე ერთი დღით ადრე „ჰემპდენ პარკის“ საპრესკონფერენციო დარბაზში შეკრებილი შოტლანდიელი და ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს ვილი სანიოლმა და გურამ კაშიამ უპასუხეს:

ვილი სანიოლი: "საფრანგეთი-გიბრალტარი თუ ნახეთ, ალბათ, დამეთანხმებით, რომ შეიძლება საფრანგეთმაც კი ვერ ითამაშოს ხანდახან მაღალ დონეზე. შესაძლოა, კვიპროსთან მეტს ელოდა ქომაგი. ზოგჯერ ეს ამბიცია დადებითად მოქმედებს, მაგრამ ამავე დროს, შეგახსენებთ, დაახლოებით წელიწად-ნახევარია, საქართველოს ნაკრებს ოფიციალური თამაში არ წაუგია. ჩვენ საქართველო ვართ
და ყოველთვის ვერ მოვიგებთ, თუმცა კვიპროსთან ბოლო 10-15 წუთის განმავლობაში კმაყოფილი დავრჩი ჩემი მოთამაშეებით, ისინი არ დანებდნენ და საბოლოოდ გამარჯვება მოახერხეს.

კვიპროსთან მთავარი პრობლემა ნახევარდაცვის თამაში არ ყოფილა. ჩვენი შემტევები სათანადო დოზით არ ეხმარებოდნენ დაცვით ხაზს. არადა, ეს თანამედროვე ფეხბურთის მოთხოვნაა და ბალანსი მაქსიმალურად უნდა დავიცვათ. ხვალ უფრო კომპაქტურები უნდა ვიყოთ, ვიდრე კვიპროსთან. მეკარე? ჯერ კიდევ სექტემბერში ვთქვი, რომ "მამარდა" ნომერი პირველი მეკარეა და თუ კონკრეტული მიზეზი არ მექნება, ამ გადაწყვეტილებას არ შევცვლი.

შოტლანდიაში ფეხბურთელობის დროსაც მითამაშია, აქ სულ საუკეთესო საფეხბურთო ატმოსფეროა.
დარწმუნებული ვარ, ასე იქნება ხვალაც, საფეხბურთო დღესასწაულს ვნახავთ და უკეთესი გუნდი გაიმარჯვებს. შოტლანდიას ვულოცავ ზედიზედ სამ გამარჯვებას. ასეთი მაგარი სტარტის შემდეგ მათთვის წნეხი იქნება საკუთარ მოედანზე თამაში, ჩვენ კი შედარებით თავისუფლად ვითამაშებთ და ვეცდებით, წარმატებას მივაღწიოთ.

შოტლანდიის სახიფათო მხარეები? თუ ნორვეგიასთან ბოლო 10 წუთს ნახავთ, დარწმუნდებით, რომ შოტლანდიას დიდი რესური აქვს. ბევრი არაა გუნდი, რომელსაც ამ ნორვეგიასთან ასეთი რაღაცის გაკეთება შეუძლია. დიდი პატივიცემა მეტოქეს, მაგრამ ჩვენ ჩვენსას ვეცდებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩვენი ქვეყნისთვის ახალი ისტორია დავწეროთ. საქართველოს აქვს დიდი რესურსი და ეს ბევრჯერ ვაჩვენეთ, ბევრისთვის მოულოდნელადაც კი. მყავს ბევრი ფეხბურთელი, რომლებსაც შეუძლიათ სწორად იარონ ოცნებების გზაზე. მე მჯერა ჩემი ფეხბურთელების. თუ უნდათ, დიდი ფეხბურთი ითამაშონ, თუ უნდათ, მთელმა ევროპამ გაიცნოს, მაქსიმუმი უნდა გაიღონ. ბევრი ოცნება გვაქვს და იმედი მაქვს, გლაზგო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება ამ დიდ გზაზე.

დედაჩემმა შეიძლება ბევრი არაფერი იცის ფეხბურთის, მაგრამ მანაც კი იცის, რომ ხვიჩა კვარაცხელია ჩვენი გუნდის ლიდერია. ის უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა ჩვენთვის, მაგრამ ფეხბურთი გუნდური სპორტია და ამიტომ, მნიშვნელოვანია, ყველა ფეხბურთელმა ითამაშოს გუნდურად, დისციპლინირებულად, წარმატებით უნდა შეასრულონ დავალება".

გურამ კაშია: "ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს, მაგრამ ხანდახან მგონია, რომ ჩემზე მეტი გამოცდილება აქვთ. ასე რომ, არ ვფიქრობ, ხვალ ამის გამო პრობლემა შეექმნათ. ფიზიკურად ყველა კარგად ვგრძნობთ თავს და წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ".

რატი შელეგია გლაზგოდან "სპორტალისთვის"

მკითხველის კომენტარები / 45 /
გაგნიძე არმოჩენაა,. ალბათ ძირითადში ვიხილავთ კვეკვეს ნაცვლად. უკვე დროა. მას დიდი მომავალი აქვს.
ლევან მაღლაკელიძე
02:11 18-06-2023
0
გოჩოლეიშვილს არ გამოუვიდა თამაში, ხდება ხოლმე, აზაროვს რას ერჩით ვერ ვხვდები, ორი-სამ არაზუსტ პასს ყველა აკეთებს -კაცმა იბრძოლა და ჟინით ითამაშა, კლასიც ეტყობა, მუდმივი სათამაშო დრო უნდა(სწორი კლუბი). კაკაბაძეს და კვეკვეს მადლობა რაც გაუკეთებიათ ნაკრებისთვის.. -გოჩოლეიშვილი ტლანქად ირჯებოდა, ღელავდა თუ რის გამო მომავალი თამაშები გამოაჩენს. გაგვიმართლა, რომ მოვიგეთ. მადლობა ყველას და წარმატება. იმედია სქოთებთან უკეთ ვითამაშებთ და შედეგს კვლავ დავდებთ..
rable
08:02 18-06-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული