საათნახევრიანი პაუზის შემდეგ განახლებული მატჩი - პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა 0:1 წააგო

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ გასვლაზე შოტლანდიასთან 0:1 მარცხდება.

კვიპროსთან მატჩთან შედარებით, „ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა სასტარტოში ოთხი ფეხბურთელი შეცვალა, დაცვითი სტრატეგია აირჩია, უკან ტანმაღალი მცველები დააყენა, ორი საყრდენი და წინ სწრაფი შემტევები. ფრანგის გათვლა გასაგები გახლდათ და იმის იმედიც გვქონდა, რომ ჩვენს გუნდს მეორე ნომრად თამაში უფრო ეხერხება.

შეხვედრის წინ მოსული ნალექი მოედნის დრენაჟმა ვერ გაატარა, მოედანი კატასტროფულ მდგომარეობაში იყო, ორივე გუნდს თამაში უჭირდა და მასპინძლები მაკგრეგორმა დააწინაურა, რის შემდეგაც მსაჯმა უამინდობის გამო შეხვედრა
მინიმუმ 20 წუთით შეწყვიტა. BBC Radio Scotland-ი აღნიშნავდა, რომ საქართველოს ნაკრები ასეთ პირობებსა და მდგომარეობაში თამაშს ვერ შეძლებდა, გადადებას მოითხოვდა და თავადაც ასე მოიქცეოდნენ. ყოველ შემთხვევაში, არბიტრს მატჩი გოლამდე უნდა შეეჩერებინა.

დაპირისპირება საათნახევრიანი პაუზის შემდეგ განახლდა. საქართველოს ნაკრებს მძიმე მოედანზე ბურთის დაჭერა და შეტევების ორგანიზება უძნელდებოდა, შეცდომებს უშვებდნენ. მასპინძლები უკეთ მოქმედებდნენ. მაკგინმა შესანიშნავი შანსი ვერ გამოიყენა, მაკტომინის გატანა მამარდაშვილმა არ დაანება და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

გლაზგო. „ჰემპდენ პარკი“
შოტლანდია - საქართველო
გოლი: მაკგრეგორი (6)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, დვალი, კვეკვესკირი, გაგნიძე, კიტეიშვილი, ლობჟანიძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე

მკითხველის კომენტარები / 34 /
გონიერი ფედერაცია ამ შესარჩევს ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატს შეწირავდა, ხოლო ევროპაზე გასვლას, ლიგიდან შეეცდებოდა, იქ უფრო იოლი იქნება ამის გაკეთება. ახლა რა გამოდის? შესარჩევი 99% განწირულია. ახალგაზრდების ევროპაც გავწირეთ და იმედი ისევ ლიგიდან გასვლა დაგვრჩა.
ჟორა გაბრიჭიძე
13:39 21-06-2023
0
შემადგენლობა როგორც დადეს , დავწერე , რომ კვეკვე არ უნდა დაეყენებინა. ასევე , ძალიან მძიმე და უძრავი დაცვა გვყავს შოტლანდიელების სწრაფი შემტევების წინააღმდეგმეთქი . გამართლდა სამწუხაროდ , ჩემი შიში . ასევე ვწერდი , რომ ბუდუ სჭირდება საქმეს წინმეთქი . როცა ასეთი მუხლაკანკალებული დაცვა და საერთოდ , განწყობაა ,,ვაიმე არ წავაგოთო" , ყოველთვის ასეთ შედეგს მივიღებთ . გახვედი მოედანზე ? ნუ კანკალებ , ირბინე , იბრძოლე , ეცადე და გამოვა . გასაგებია , რომ ესეთი მოედანი არ არის ჩვენთვის სახარბიელო , მაგრამ , არც მშრალზე გვქონდა შანსი ასეთი ,,მონდომებით " . კვარა დაარტყმევინე რა მიქაუტაძეს შე კაი კაცო . კვირკველია და დვალი თავგზააბნეულები დარბოდნენ და კვეკვესთან ერთად მაგათაც მადლობა და ნახვამდის . კაშიას შემცვლელს კაი ხანია უნდა ვეძებდეთ ასევე . საზონოვი აუცილებლად ძირითადში მომავალში . ხიზანა მომკალი და შენ ჩარევას ვგრძნობ საკმარისზე მეტად . იგივე მანდრაჟის სტილში თამაში და უკან პასები . ასე ვერ გავფრინდებით !
zaza
02:35 21-06-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული