სანიოლი: მატჩის განახლებაზე გადაწყვეტილებას უეფა იღებდა - ფეხბურთი მეტ პატივისცემას იმსახურებს

AutoSharing Option
შოტლანდიასთან წაგებული მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მოკლედ უპასუხა მედიის კითხვებს:

"ეს იყო სიტუაცია, რომელიც არავის სურდა. რამდენჯერმე გავედით და დავბრუნდით მოედანზე. დიდხანს ველოდით გადაწყვეტილებას და ეს ნამდვილად არ იყო იოლი. დაწყებისთანავე გახდა ცხადი, რომ რთული იქნებოდა ასეთ სიტუაციაში თამაში - ამაზე ორივე მწვრთნელი შევთანხმდით, თუმცა მატჩი ჯერ შეწყდა, მერე განახლდა და რაც მოხდა, ყველამ ვნახეთ.

კარგი იყო, რომ ამ სიტუაციაში ტრავმა არც ერთი გუნდის მოთამაშეებმა არ მიიღეს, მათ ხომ ბევრჯერ მოუწიათ თამაშში ჩართვა. რამდენჯერმე გახდნენ იძულებული, გახურებულიყვნენ.
შესცივდათ, უჭმელებიც იყვნენ. გასაგებია, რომ პროფესიონალები არიან, მაგრამ რთული იყო, ამ ყველაფერმა მაინც იმოქმედა მათზე.

მატჩის განახლებაზე გადაწყვეტილებას უეფა იღებდა. მწვრთნელი ვარ და მეც ყოველდღე ვიღებ გადაწყვეტილებას. ისიც მესმის, რომ ეს რთულია, მაგრამ ჩემი აზრით, ფეხბურთი მეტ პატივისცემას იმსახურებს".

რატი შელეგია გლაზგოდან „სპორტალისთვის“

altფეხბურთი იყო თუ წყალბურთი? - საათნახევრიანი პაუზა და საქართველოს ნაკრების მარცხი გლაზგოში

altსაათნახევრიანი პაუზის შემდეგ განახლებული მატჩი - პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა 0:1 წააგო

altშოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი შეწყდა - "ჯვაროსნები" თამაშის გადატანას მოითხოვს?

altმატჩის დღე! საქართველოს ისტორიის დაწერა სურს - სავარაუდო შემადგენლობა

მკითხველის კომენტარები / 33 /
ჩემს დიდ სიყვარულს, პატივისცემას და მხარდაჭერას ვუგზავნი ჩემი ქვეყნის ნაკრებს. უპირობო მხარდაჭერას და უანგაროს.
ამას არც პატრიოტიზმის ჭრილში განვიხილავ და არც ვინმეზე მეტად ქვეყნის მოყვარული მგონია თავი.
არც ვალდებულებას ვგრძნობ, რომ მაინცდამაინც ესენი მიყვარდეს მაგრამ მიყვარს ბუნებრივად.
ვინც გიყვარს იმას ვერ დასცინებ, ვერ დაამცირებ, ვერ გალანძღავ- ამაზე ვინმე არ შემეკამათოს, 100% ით ვიცი.
შეიძლება მწარედ გააკრიტიკო მაგრამ მაინც გასამართლებელ არგუმენტებს დაუწყებ ძებნას და კრიტიკაც მის გამოსასწორებლად იქნება მიმართული, ოღონ ჯანსაღი...
არცერთ ცივილიზებულ ქვეყანაში არ არსებობს ადამიანი, ვინც საკუთარი ნაკრების თამაშზე, მოწინააღმდეგის მაისურით მივა, ვინც დამარცხების მერე გამარჯვებულით აღფრთოვანდება და საკუთარი საყვარელი გუნდის გასამართლებელ მიზეზებს არ ეძებს.
უბრალოდ არ არსებობს, დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრობდე და შენი ნაკრების თამაშზე მოწინააღმდეგის მხარდასაჭერად მიდიოდე, 10 წელიც არაა გასული იქედან, როცა ეს ხდებოდა. ახლა ხვიჩას და ახალი თაობის გამოჩენამ თითქოს შეცვალა მაგრამ ის ხალხი არსად წასულა, ჩვენს შორისაა ისევ...
გულშემატკივარიც უნდა გაიზარდოს. ნაკრები და გულშემატკივარი ერთი ორგანიზმია, როგორ შეიძლება შენს ნაკრებს ცუდად მისდიოდეს საქმე და შენ აჰაჰავებდე და სიამოვნებას იღებდე, მერე ჩასაფრებული ერთმანეთს ეჯიბრებოდე, ვინ უფრო ენაკვიმატურად დაამცირებს ნაკრებს. არცერთ ქვეყანაში არ მინახავს ეგ.

ჩემი უპირობო მხარდაჭერა ნაკრებს და იმ გულშემატკივარს, ვინც გულით განიცდის ცუდ თამაშს და გულით უხარია კარგი...❤️
Skeleton
03:47 21-06-2023
7
გულს ნუ გავიტეხთ თავს ზემოთ ძალა არაა საუბედუროდ, ყველაფერს აქვს არგუმენტები. რეალურად გვყავს 2-3 საშუალო დონის ფეხბურთელი 1 ვარსკვლავი დანარჩენები სრული ლუზერები, თან თუ ამ სამ კაცსაც თამაში არ წაუვიდა საერთოდ კატასტროფაა ჩვენს თავს. იმასაც დავამატებ სანიოლის დონის შესახებ ბევრს ზედმეტი წარმოდგენა გაუჩნდა ვიდრე რეალურად არის მისი ლეველი. ამხელა სხვაობა იგრძნობა ევროპული საზომებით საშუალოზე საშუალო შოტლანდიასთან რომელიც სიძლიერით ტოპ ოცშიც არაა ევროპის 54 ნაკრებს შორის და ჩვენ გვანგრევს ულაპარაკოდ, სამწუხაროა ძალიან. სისწრაფეებში ტაქტიკურ თუ ტექნიკურ განსწავლულობაში ძალიან დიდი სხვაობაა ეს ხელისგულზეც ჩანს. რა გინდა რო ქნა, უნდა წამოვიდეს 3-4 ფეხბურთელი დამატებით კიდევ ტოპ ხუთ ლიგაში რომ ის გამოცდილება ნაკრებში გადმოიტანონ თორემ 11 კაციდან 7 რო სრედნიაკზე დაბალი დონის გყავს სტაბილურობა ვერასოდეს გვექნება ასეთ პირობებში. პირდაპირ ვიტყვი ჩვენ გვყავს ერთერთი ყველაზე ცუდი ცენტრალური ნახევარდაცვა ეგრეთწოდებულ მესამე ეშელონის ნაკრებებშიც კი ზედა ეშელონის ნაკრებებს ვერც შევადარებ, და ცენტრალური ზონა კი ფეხბურთში გუნდის წარმატების მინიმუმ ნახევარია. კვარაზე კიდე რა ვთქვა ტიპს სერიოზული უიღბლობა აქვს იმედი მაქვს ნაპოლიში დაბრუნებულს რწმენას დაუბრუნებს რუდი გარსია და ყველა ერთად ვიხილავთ იმ კვარას რომელიც საფეხბურთო სპექტაკლებს გვიდგამდა აპენინის მწვანე მინდვრებზე ამაში 100 % დარწმუნებული ვარ. ბიჭი გამოფიტულია როგორც ფიზიკურ ასევე ემოციურად ამიტომ ეს 1 თვიანი დასვენება შეიძლება ითქვას პირდაპირ წამალია კვარასთვის. ხვიჩას ნიჭი და კლასი არსად წასულა ის ეხლაც მის ტვინში და ფეხებშია უბრალოდ მას კარგად დასვენება სჭირდება და ახალი სეზონიდან ისევ აამოქმედებს მის მრავალფეროვან არსენალს.
Charley
04:08 21-06-2023
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული