Daily Record: აი, თქვენ "კვარადონაც" და თვალცრემლიანი სანიოლი

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები გლაზგოში შოტლანდიასთან 0:2 დამარცხდა. მასპინძელთა გუნდმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა და Daily Record-მა, ცოტა არ იყოს და, უპატივცემულოდ, დასავლური პრესისთვის არადამახასიათებლად გააქილიკა "ჯვაროსნები". რაც უნდა იყოს, სტუმრის პარტივისცემაც უნდა იცოდე, წაგებული გუნდისაც და აუცილებელია ემოციების კორექტულად გამოხატვის უნარი გაგაჩნდეს.

გამოცემამ თავის ნაკრებსა და გულშემატკივრებს, რომლებმაც თავსხმა წვიმისას სტადიონი არ დატოვეს, ისტორიის შემოქმედები უწოდა და დაწერა, რომ ეს მათ შეუძლიათ ამაყად მოუყვნენ შვილიშვილებს.

აი, თქვენ "კვარადონაც"

"საქართველო მას შემდეგ გვეწვია, რაც ბოლო 15
მატჩიდან მხოლოდ 1 წააგო და ამ სერიაში რამდენიმე შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა. მათმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შეხვედრის წინ თქვა, რომ ნებისმიერი გუნდისთვის ღირსეული მოწინააღმდეგენი არიან, თუმცა მისი ტრაბახი "ჰემპდენზე" არ დადასტურდა.

ეს პროგრესირებადი გუნდია, მაგრამ შოტლანდიასთან მარცხი იწვნია და ახლა თავის გამართლების მიზნით წარუმატებლობას წვიმის გამო შეწყვეტილ თამაშს დააბრალებენ, რაც არ იმუშავებს. შოტლანდია ვიზავიზე კლასით მაღლა გამოიყურებოდა, ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელები მოედანზე ფართოდ მოქმედებდნენ, ხოლო მათი ვარსკვლავური მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელია მარცხენა ფლანგზე ჯიუტად ცდილობდა მეტოქის დაჯაბვნას. აარონ ჰიკის სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი მოკლე სადავით ჰყავდა დაჭერილი.
"ნაპოლის" გარემარბს, რომელსაც დიეგო მარადონას ადარებენ, თავის ტალანტს აფეთქებებისას ამჟღავნებდა, მაგრამ იშვიათად მოჩანდა, რომ სტივ კლარკის დაცვის გარღვევა შეეძლო. პროგრესისა და რწმენის ნიშნით ამ შოტლანდიას აქვს უნარი, შეასრულოს საკუთარი სამუშაო ისეთი მეოთხე ეშელონის წარმომადგენლებთან დაპირისპირებაში, როგორიც საქართველოა. თუმცა ძველ დროში მათთან ხშირად ბრძოლასაც ჰქონდა ადგილი.

ვილის ცრემლიანი თვალები

ეროვნული ჰიმნების შესრულებისას სტადიონის პერსონალი გიგანტური ნიჩბებით ცდილობდა მოედნიდან წყლის განდევნას, მაგრამ ეს გადაუჭრელი ამოცანა აღმოჩნდა. ვიქნებით სამართლიანნი და ვიტყვით, ქართველთა გუნდის თავკაცი ჩიოდა მსაჯ იშტვან ვადთან, რომ მოედანზე ბურთს მოძრაობა უჭირდა და თამაში შეუძლებელი გახლდათ. უნგრელი არბიტრი დაეთანხმა მაკტომინის გოლის შემდეგ და გუნდები გასახდელში გაიყვანა".

altსანიოლი: მატჩის განახლებაზე გადაწყვეტილებას უეფა იღებდა - ფეხბურთი მეტ პატივისცემას იმსახურებს

altფეხბურთი იყო თუ წყალბურთი? - საათნახევრიანი პაუზა და საქართველოს ნაკრების მარცხი გლაზგოში

altსაათნახევრიანი პაუზის შემდეგ განახლებული მატჩი - პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა 0:1 წააგო

altშოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი შეწყდა - "ჯვაროსნები" თამაშის გადატანას მოითხოვს?

altმატჩის დღე! საქართველოს ისტორიის დაწერა სურს - სავარაუდო შემადგენლობა

მკითხველის კომენტარები / 68 /
აგული ერისთავის არ იყოს-- ვენაცვალე ინგლისეებს ამდენ ხანს რომ ხმარობდნენ და ეხლაც იმას უშვრებან იმ ქალოიებს ! ერი თავის ეროვნულ ტანსაცმელად კაბას გამოაცხადებს იმას რა კაცობაზე უნდა ელაპარაკო ? გინდა კილტი დაარქვი და გინდა გალიფე შარვალი კაბა კაბაა ! ისტორიაში ორი მაგარი კაცი გამოერიათ და ისინიც ვერ შეირგეს--ერთი (უოლესი)საკუთარი ხელით ჩააბარეს მტერს და მეორე კი (რობერტ ბრიუსი)მოღალატედ მონათლეს ფილმ მამაც გულშიც მოღალატედაა გამოყვანიული რატომღაც @ არადა ბრიუსი იყო ძალიან მაგარი კაცი და უდიდესი პაატრიოტი და ზუსტად ბრიუსმა მოუპოვა იმ ქალოიებს დამოუკიდებლობა მაგრამ არ ზის იმ ერში ეროვნული თავმოყვარეობა და თავისუფლების სიყვარული და ამიტომაც გამოაცხადეს მოღალატედ ! რაღა შორს წავიდეთ აგერ ახლახანს ჩატარდა რეფერენდუმი და ქალოიებმა უარი თქვეს ბრიტანეთიდან გამოყოფაზე და დამოუკიდებლობაზე !!! ისე ძალიან ბევრს გაუკვირდა როგორ მოხდა რომ ბრიტანეთმა თვითონ მოაწყო ის რეფერენდუმიო მაგრამ იმათმა არ გაითვალისწინეს რომ ინგლისელები დიდი ხანია იცნობენ იმ ქალოიებს და იციან რომ იმათ სხვისი უკანალის ლოკვა ურჩევნიათ თავისუფლებას ! მგონი მოვიდა დრო რომ ღირსეული პასუხი გავცეთ ყველას ვინც შეურაცყოფას გვაყენებს ! ხვიჩამაც უნდა უპასუხოს თუნდაც იტალიური გამოცემების საშუალებით(ქართულ გაზეთებს ევროპაში არ კითხულობენ) და ვინმე ცნობილმა ქართველმაც ბრიტანული გაზეთში ან გადაცემაში !!
zura222
15:19 30-06-2023
3
მათი კომენტარები მათი საქმეა. მაგრამ ჩვენს გუნდში რომ პრობლემებია ეს კვიპროსთანაც გამოჩნდა..გუნდი ვერ მოქმედებს როგორც მთლიანი მექანიზმი.დაცვას და თავდასხმას შორის კავშირი გაწყვეტილია. კვარაცხელიამდე ბურთი ძნელად და იშვიათად მიდის. ამაზე პასუხისმგებელი ჩემი დილეტანტური აზრით მწვრთნელია . ყოველ შემთხვევაში ამ გუნდთან სახლში შეიძლება მოგება.
აქვსენტი
17:56 22-06-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული