"ნებისმიერ ასაკობრივ ნაკრებში თამაში პატივია, ამაზე უარის თქმა კი ამპარტავნება მგონია" - ალეკო ელისაშვილი ხვიჩა კვარაცხელიაზე

AutoSharing Option
პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წარმატებას ეხმაურება.

მან სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ პოსტი გამოაქვეყნა, რომელმაც თქვა, რომ სამწუხაროდ, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ვერ ითამაშებდა.

"ხვიჩა კვარაცხელიას გადაფიჩინებული ქომაგი და მხარდამჭერი ვარ, მაგრამ 21-წლამდელებში რომ არ ითამაშა, ეგ ძალიან არ მომეწონა.

საქართველოს ნაკრებში, ნებისმიერ ასაკობრივ ნაკრებში თამაში არის, ჩემი აზრით, უდიდესი პატივი და ამ პატივზე უარი ამპარტავნება მგონია. ხვიჩა კვარაცხელია არ მინდა გაამპარტავნდეს", - წერს ელისაშვილი.
მკითხველის კომენტარები / 153 /
ღრად პატივცემულმა ბ-მა ალეკომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩამოყალიბებული... დიდი "დილეტანტ-პოპულისტია"!!!
tngh
28 ივნისი 2023 15:48
2
რამდენიც ხვიჩამ გააკეთა თავის ქვეყნისთვის იმის ერთი პროცენტი გააკეთეთ და მერე იტლიკინეთ ძალად პატრიოტების, თქვენ არც ფეხბურთისა გაგეგებათ რამე და არც პატრიოტიზმისა
მალხაზი
29 ივნისი 2023 17:41
18
მე მგონი შენ საქართველო აგერია იუპიტერში, ხელი გავიქნიე ფეხი.

საქართველოსთვის ჯერ არაფერი გაუკეთებია. საქართველოსთვის შეეძლო ახლა გაეკეთებინა. როგორც მამარდას, რომელიც თავდაუზოგავად იბრძოდა თანაგუნდელებთან ერთად!
ისტორია
01 ივლისი 2023 23:09
5
ეს "პოლიტიკოსები" რა თარგზე არიან მოჭრილები.ყველა ასეთი უტვინო და თავის თავის მტერი როგორაა. ამას გონია სიმართლე თქვა. ასეთი დეგრადირებულები როგორ არიან, სად ურეცხავენ ამ ტვინებს.
1408
28 ივნისი 2023 18:55
3
ელისაშვილის პატრიოტობა და მისი აზრის კომპეტერურობა არ გაიშვას, მაგრამ ხვიჩას რომ კარგად არ გამოუვიდა ეს გადაწყვეტილება ფაქტია...... რამდენიც არ უნდა გაამართლოთ მისი ეს ქმედება, რბილად რომ ვთქვათ არ გამოვა. მისი სიმბოლური ყოფნაც კი ნაკრებში უდიდესი სტიმული იქნებოდა,აიი!!.. ჩვენები ფინალამდე რომ მიაღწევენ კვარა უფრო უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდება და მეტად ინანებს ვიდრე დღეს-დარწმუნებული ვარ...
SOSO
28 ივნისი 2023 16:57
12
ხვიჩა არის ნაპოლის საკუთრება(კარგი გაგებით) და იღებს ხელფასს, ამიტომ ხვიჩაზე სულაც არარის დამოკიდებული საკლუბოს გარდა რომელ ტურნირზე ითამაშებს----ენები გექავებათ? სხვა რამეზე დაიფხანეთ!
გიორგი ჩ.
28 ივნისი 2023 22:07
3
ხვიჩა - საქართველოს საამაყო შვილი!
დავით კვარა
28 ივნისი 2023 15:53
2
რაც არ უნდა გვიყვარდეს ხვიჩა სამწუხარო სიმართლეა. არ უნდა აუვარდეს თავში არაფერი და თავი უნდა დადოს მოედანზე სულ. ნაკრებშიც არ უყვარს ხოლმე სირბილი და უნდ აგამოასწოროს. აბა ნაპოლიში გინდაც სალერენტინესთან თამაშში გაებედა ისე სიარული როგორც ნაკრებში დადის ხოლმე.
მოკლედ და კონკრეტულად
28 ივნისი 2023 12:15
47
მოკლედ და კონკრეტულად, შენ და ელისაშვილისნაირებს გაგკრათ ერთ ადგილას ხვჩას გულშემატლივრებმა მთელი მსოფლიოდან!
მახა უპარტიო
28 ივნისი 2023 13:38
7
ბიჭს ერთ კვირიანი დასვენება გადააყოლეს საბერძნეთში. ნახეთ აბა პედრი, გავი და სხვა ვარსკვლავები თუ არიან 21 წლამდელებში და თუ არ ატარებენ შვებულებას, არც დასცდება არავის მათზე სკანდალები ააგოროს და შვებულება გაუკვირდეს მათი. იმიტომ რომ შემდგარი ცივილური ქვყენის მოქალაქეები არიან გულშემატკივრებიც, აფასებენ ფეხბურთელების შრომას, ისიც იციან, რომ ახალგაზრდული ჩემპიონატი ისეთი ფეხბურთელებისთვის არის, ვინც ფართო მასებისთვის ცნობილი არაა და აწი ეწყებათ კარიერა. ადამიანებს სწორად აქვთ მიწოდებებული ინფორმაცია და შეთქმულების თეორიები, ბულინგი, დამუნათება და ნამუსზე შეგდება არ მიდის სპორტსმენების. ჰეითერები ჰყავს რათქმაუნდა ყველა ვარსკვლავს მაგრამ იმის გამო ნამდვილად არა, შვებულებას რატომ ატარებ სადმეო :))

ეს მარტო საქართველოში შეიძლება მოხდეს. სკანდალების და ეპატაჟის მოყვარულ უცოდინარ ხალხში.
გვერდები რეიტინგს იმით დებენ, ნახეთ ხვიჩა ისვენებს და ნაკრებში თამაშზე უარი თქვაო...
ხალხი გიჟდება მსგავს სათაურებზე და საითაც მიაყენებენ იქეთ მხარეს ილანძღებიან ცხვრებივით.

ყველაზე ადვილი სამართავია ჩვენი ხალხი, მაგრამ მთლად ამათი ბრალიც არაა. მთავარი დამნაშავე ისაა, ვინც ინფორმაციას ავრცელებს არასწორად და სათაურებით რეიტინგის ამაღლებას ცდილობს.
თქვენ კი ეცადეთ არ გახდეთ მასის ნაწილი და ცოტა საკუტარი აზრიც გაგაჩნდეთ.
მეტი რანაირად ავხსნა არვიცი.
წარმატებები!
Skeleton
29 ივნისი 2023 14:38
13
აბსოლუტურად მართალი ხართ. რაც ჩვენს ხალხს ყველაზე მეტად აკლია, ეს განათლებაა (ერთ სულ მოსახლეზე დიპლომების რაიდენობა არა). აქედან მოდის ამდენი უბედურება ჩვენს თავს.
კოლა
29 ივნისი 2023 19:09
1
ალეკო მართალი ხარ!!!
გურჯი
28 ივნისი 2023 19:33
37
პატივია და დარწმუნებული ვარ უარს არც არასდროს იტყვის მაგრამ ამხელა სეზონის შემდეგ ადამიანი რომ დაიღალოს და ასევე მომავალი უმძიმესი სეზონისთვის
(მის ცხოვრებაში სავარაუდოდ ყველაზე მნიშვნელოვანის)მოემზადოს ამაში არანორმალური არაფერია.
სანდრო
28 ივნისი 2023 18:18
2
ვერ დაგეთანხმები სანდრო, ჯერ ეს ერთი არ ქონდა მძიმე სეზონი დავიწყოთ იმით რომ ნოემბერი და დეკემბერი დაისვენა ტრავმისა და მსოფლიო ჩემპიონატის გამო, მეორე ითამაშა იანვარი აპრილი, მაისში ნაპოლი უკვე ჩემპიონი იყო და ხვიჩას აქტივობაც არ იყო შესაბამისი(ამ პერიოდში არც საგოლე პასი გაუკეთებია და არც გოლი გაუტანია) ობიექტური მიზეზის გამო. დასრულდა საკლუბო სეზონი და ნაკრებში 2 შეხვედრა ჩაატარა. მითხარით სად იყო მისთვის მძიმე სეზონი. ნაკრებისთვის კი მხოლოოდ 4 შეხვედრა იყო საჭირო. ამიხსენით ნაკრების სეზონი ხომ ძირითადად ამდროს არის, ეს შესარჩევი თამაშებია თუ ჩემპიონატები. ვთქვათ ჩვენი ეროვნული გუნდი გასულიყო ჩემპიონატზე მაშინაც მძიმე სეზონს მოიმიზეზებდა და კლუბის ინტერესებს ნაკრების ინტერესებზე წინ დააყენებდა. ეხლა იყო ისტორიული შანსი. ჩემპიონატი ტარდებოდა საქართველოში, ნაკრები მასპინძლის რანგში გამოდიხარ და გაქვს შანსი გაახარო შენი გულშემატკივარი. ამ დროს ხომ უნდა იფეთქოს პატრიოტობის გრძნობამ.ამაზე მაქვს საუბარი.
გია
28 ივნისი 2023 19:01
14
რო გეთქვა გადაფიჩინებული გულშემატკივარი ვარ ოცნებისო, უფრო დავიჯერებდი... ხვიჩას თავი დაანებეთ ყველა პოლიტიკოსმა.. თორე კონფუცის სიტყვებს გაგახსენებთ რაც თქვა პოლიტიკოსებზე
ზრდასრული
28 ივნისი 2023 15:55
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული