"რატომ უნდა ეთამაშა მსოფლიო ვარსკვლავ კვარაცხელიას U21 ნაკრებში?! - ეს მეორე ეშელონის ტურნირი იყო" - გვარამია ხვიჩასა და ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე

AutoSharing Option
"მთავარი არხის" ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ პოსტს აქვეყნებს.

მან u21 ევროპის ჩემპიონატს მეორე ეშელონის ტურნირი, კვარაცხელიას გადაწყვეტილებას კი მასში მონაწილეობაზე უარი ეთქვა - გონივრული და რაციონალური უწოდა.

"ძლივს და როგორც იქნა, არ იცანცარა ქართველმა, გონივრულად, რაციონალურად და გაწონასწორებულად მიუდგა საკითხს და ეგრევე მარხავს ნახევარი საქართველო.

რატომ უნდა ეთამაშა მსოფლიო ვარსკვლავ კვარაცხელიას ახალგაზრდულ ნაკრებში?! კაცის ერთადერთი შემჩერებელი ტრავმაა და რაც ნაკლებს ითამაშებს, მით - უკეთესი. მით უმეტეს, მეორე ეშელონის შეჯიბრებში, როგორსაც წარმოადგენს U21 ევროპის ჩემპიონატი
- გინდა ასე შეხედე, გინდა ისე", - წერს გვარამია.
მკითხველის კომენტარები / 142 /
ეს მარაზმი ფრაზა - მეორეხარისხოვანი ტურნირი ამოიღეთ ხმარებიდან! ანუ ეს ბიჭები მეორეხარისხოვანნი არიან? ვინ რას აკეთებს ევროპაში, ეს მისაბაძია და უნდა ვაკოპიროთ ჩვენც? ჩვენი ჩვენი აზრი არ გვაქვს? ეს ბიჭები ქართული ფეხბურთის მომავალია, ხვალინდელი დღეა. ამათ უნდა ვეფეროთ, გავამხნევოთ, ვუქომაგოთ. გამარჯვებულის სულისკვეთება და მუხტი თუ ახლავე ჩაიდებოდა ამ თაობაში, ასეც გააგრძელებდნენ და უკვე დიდებში ამათ დიდი უპირატესობა ექნებოდათ, რადგან ხვალ იმავე თაობებს დაეჯახებიან, ვინ დღეს თამაშობდა ჩემპიონატზე. იმიტომ ვერ ქაჩავს ქართული ფეხბურთი, მხოლოდ ეროვნულს რომ ქომაგობთ და სხვა მეორეხარისხოვანია. თქვენ ელოდებით გამზადებულ ვარსკვვლავებს გამარჯვებულის სულისკვეთებით და ზრდაზე არ ზრუნავთ. მაშინ მიუშვით თქვენი შვილები და დაელოდეთ, როდის ჩამოყალიბდებიან თავისით გენიალურ ადამიანებად. მოეშვით იმის ლაპარაკს, რას აკეთებს ნორვეგია ან იტალია. ჩვენ სხვა გზა გვაქვს; ისინი ცდებიან აქ და აქ უნდა ვაჯობით სწორედ.
ამდენად ამ ტურნირს 3 მნიშვნელობა ჰქონდა, რაც ბევრმა დაიკიდა:
1. ფსიქოლოგიური ფაქტორი - გამარჯოვებულის ფსიქოლოგია, რაც მომავალი ლიდერობის საწინდარია. თუ ახლა მოვიგებდით ამ თაობის ევროპულ გუნდებში გაჩნდებოდა მინიმუმ ფსიქოლოგიური უპირატესობა და ლიდერის სინდრომი, რომ საქართველო საუკეთესოა. ამ თაობას 1-2 წელი აკლია, რომ "დიდებში" იასპარეზონ და ეს უპირატესობა "გადმოყვებოდა". ეს ყველაზე კრიტიკული მნიშვნელობისაა.
2. ევროპის ჩემპიონობა - რა მნიშვნელობაა U21-ია თუ 1-2 წლით დიდები - ჩემპიონი ჩემპიონია! ეს იქნებოდა ლეგენდარული/ისტორიული გარღვევა, რაც აქამდე საქართველოს არ მიუღწევია. ეს იქნებოდა უდიდესი პოზიტიური მუხტი საზოგადოებაში, ქვეყანაში, ქართული ფეხბურთის ცნობადობის გაზრდა, ქართველი ფეხბურთელებით დაინტერესება (მათი სატრანსფერო ფასის ზრდა). ეს იმაზე ბეეეევრად მეტი იქნებოდა, ვიდრე ეს კვარამ ან ჟორჟმა შეიძლება მოახერხონ!!! ის, რომ ევროპა ვართ და ამ სფეროში ლიდერები, ეს პოლიტიკური გზავნილიც იქნებოდა სერიოზული და კიდევ უამრავი რამ: ნებისმიერი ქართველი უფრო ამაყი იქნებოდა, უფრო ბედნიერიც!
3. შანსი ოლიმპიადაზე გასვლის - ეს იქნებოდა უნიკალური, ლეგენდარული, ისტორიული გარღვევა. არასდროს არ ყოფილა ქართული ფეხბურთი ოლიმპიადაზე!!! მსოფლიოს ცოტა ქვეყანას აქვს ფუფუნება ითამაშოს ოლიმპიადაზე. მონაწილეობაც კი დიდი გამარჯვება იქნებოდა. ცალკე სათქმელი იქნებოდა იქ მიღწეული შედეგი, რომელიც კიდევ უფრო აწევდა ქართული ფეხბურთის ცნობადობა და ა.შ., რაც ზევით ვთქვი.

ეს გააზრება გვაკლია. ნაპოლის წარმატება არაა ქართული ფეხბურთის წარმატება ან მხოლოდ პატარა ეპიზოდია. მიხარია ხვიჩას წარმატებაც, თუმცა ჩემთვის საქართველოს ნაკრების გამარჯვება უფრო დიდი ფასეული იქნებოდა. ეს გუნდური სპორტია და გუნდმა უნდა გაიმარჯვოს.

ამდენად ვერ ავხსნი და ვერც გასაგებად მივიჩნევ ხვიჩას და ჟორჟის ქცევას. ეს ძალიან დიდი შეცდომა გამოვიდა.

პ.ს. ეროვნულ ნაკრებს ამ ეტაპზე ჩემპიონოს შანსი არაა აქვს (რატომ ვიტყუებთ თავს). ამიტომ იქ უნდა მოვიგოთ, სადაც შეგვიძლია; იქიდან უნდა დავიწყოთ დიდი გულშემატკივრობა, თორემ იმ მებრძოლ სულსაც ჩაკლავთ ამ მეორეხარისხოვნობის ძახილით.
სიმართლე
03 ივლისი 2023 14:46
8
აბსოლუტური სიმართლეა. ვინ არ მოიწონა აშკარად ტროლია :)
აბა რა არ მოგეწონათ?
მარღანია
03 ივლისი 2023 17:44
5
ეს ხალხი ელემენტარულად მართლა ვერ აზროვნებთ? რა მეორე ხარისხოვანი ტურნირი? რატო იყურებით ღრებლებიდან? რომელი ინგლისი-ესპანეთი ვართ ასეთ ტურნირებს, როგორც მეორე ხარისხოვანი ისე შევხედოთ. პირველად ვმონაწილეობთ, ჩვენთან ტარდება, ოლიმპიადის საგზურიც თამაშდება.დარწმუნებული ვარ ოლიმპიადაზე რომ გავსულიყავით (ჩვენთვის ოლიპიადის საფეხბურთო ტურნირიც მეორე ხარისხოვანი უნდა იყოს წესით, თქვენი გადმოსახედიდან) ხვიჩა იქ ითამაშებდა ანუ კვოტაა ასაკით უფროსებისთვის და მაგას შეიყვანდნენ განაცხადში რა თქმა უნდა და ისიც ითამაშებდა 100%-ით. რა მეორე ხარისხოვანი ტურნირი ხალხო ?!მისი მოგებით ან ფინალში გასვლით საქართველო როგორც იტყვიან საფეხბურთო რუკაზე მკვეთრად დაიტანებოდა. ასეთი ტურნირი ჩვენისთანა ქვეყნებისთვის მეორეხარისხოვანი არ არის და ვერ იქნება, ყოველშემთხვევაში კიდევ მინიმუმ 10-15 წელი. იაზროვნეთ და საქართველოს გადმოსახედიდან შეხედეთ სიტუაციას და არა ვთქვათ ესპანეთის. ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს რომ ხვიჩა ვლანძღოთ ეგ კაცი კიდე ბევრჯერ გაგვახარებს. მცდარი გადაწყვეტილებები ბევრს მიუღია.
შვედუნა
03 ივლისი 2023 14:28
4
ბიჭოოოოო მგონი ამას პირველად ვეთანხმებიიი))) ციხემ გამოასწორა თუ იცით? რაღაც აზრიანი არ გავიგე ამისგან. ფუი ეშმაკს არ დავთარსო და ხმას აღარ ამოვიღებ )))
ქართველი
03 ივლისი 2023 12:38
11
ვერასდროს ვიფიქრებდი გვარამიას თუ რამეში დავეთანხმებოდი. ციხიდან გამოსვლის მერე შეცვლილი ჩანს და კარგი იქნებოდა ესეთი დარჩეს. კვარაცხელია რობოტი არ არის, მოსამზადებელი ეტაპიც მალე იწყება და ძალების აღდგენა აუცილებელზე მეტია. დასვენება ყველას ძალიან ჭირდება.
Emre
03 ივლისი 2023 10:53
8
რა გარანტია აქვს კვარაცხელიას რომ შემდეგ სეზონშიც მსოფლიო ვარსკვლავი იქნება?!ბეილის და აზარის მაგალითები გაიხსენეთ როგორ აბულინგებდა ხალხი მათ წარუმატებელი თამაშების გამო!!კვარაცხელიას კი ჯერ მათ დონემდე არ მიუღწევია,ქართველების მთავარი სენი კი ამპარტავნება და მიღწეულით დაკმაყოფილებაა!!!ქართველებო მართლა ნუ დაიჯერეთ რომ მარადონაა,თორემ მაგ კვარცხლბეგიდან ჩამოვარდნა მტკივნეული იქნება ყველასთვის!!!დააცადეთ ჯერ ერთი სეზონი ითამაშა მხოლოდ!!!!
!
02 ივლისი 2023 23:40
15
ქვის ხანა და ჯუნგლები.
ჩემი აზრით ინტერნეტთან წვდომა არც უნდა ჰქონდეს ამ ხალხს.
ზუსტად ეგრე ლანძღავენ ჰალანდს და პედრის თურმე, დაათრევენ კედელ-კედელ და სად ატარებს დასვენებას და რას იცმევს იმას არჩევენ.
რათქმაუნდა დაბალი ინტელექტის ხალხი ყველგან ჰყავთ მაგრამ აქ რომ ხდება ისეთი არსად. ყველაფერს ვადევნებ თვალს და აქ მართლა სასწაული ხდება.

ყველა დროის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელის ხილვის საშუალება მოგეცათ. დამოუკიდებელ საქართველოს არ ღირსებია მისი დონის არავინ. და ასე უხდით მადლობას ამ ჯუნგლების ლამაზად და განვითარებულად წარმოჩენისთვის?
სირცხვილით დავიწვი, როცა ნაპოლის გვერდზე, იტალიელ გულშემატკივარში დაიწყო ქართველმა ბრბომ თავისი მახინჯი და ლანძღვა-გინებით სავსე კომენტარების წერა. რას იფიქრებს ის ხალხი???
დღეს საერთოდ რომ თქვას ფეხბურთის თამაშზე უარი, უკვე იმდენი აქვს გაკეთებული, წლები დაჭირდება სხვას...

გადახედეთ აბა ისტორიას? რომელ ნიჭიერს და პროფესიონალს მიეცა ამ ქვეყანაში ბედნიერი, ლაღი ცხოვრების უფლება? რომელი არ შეიჭამა ცოცხლად?
ვის ტყვია მოხვდა შუბლში, ვინ ფანჯრიდან გადახტა და ვინ თვითმკვლელობამდე მივიდა.
შეიძლება არც იცით ისტორია მაგრამ მე ვიცი.
სიკვდილის მერე ისე დააფასეს, აბა გაბედოს ვინმემ და რამე თქვას? ვის რაში ჭირდებ??

ერთი მარტივი კითხვა მაქვს, გვეშველება რამე? როდის უნდა განვითარდეს ამ ქვეყნის მოსახლეობა?

დამიჯერეთ, მთავრობები არაფერ შუაშია თუ ხალხი ასე დარჩება. ნუ აბრალებთ მთავრობებს რაღაცეებს.
!!
03 ივლისი 2023 17:51
9
მრ კოსტაია,თქვენ მიერ ჩამოთვლილი ქართველი ვარსკვლავები,არც ერთი არ გამხდარან მსგავსი სიძლიერის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელები,რამაზ შენგელიას გარდა.რამაზისათვის ეს მეორე სეზონი იყო დინამოში,კვარასთვის კი,პირველი!სხვათა შორის,მიშა მესხის მიმართაც იმდენი ტალახი და უნამუსობა ანთხიეს,რომ ფაქტობრივად ძალიათ გააგდეს ფეხბურთიდან.არ მოუთმინეს,რომ ასე თავისთავადი იყო და საკუთარ თამაშს არ ღალატობდა.მათზე,მთელი მათი კარიერით ვმსჯელობთ და კვარასთვის,ეს მხოლოდ პირველი სეზონია.კვარას, კარიერის დასასრულს შევაფასებთ სრულფასოვნად.დღეს კი,ეს შეუძლებელია.მაგ ვარსკვლავებიდან არც ერთზე ნაკლები ტალანტი არ არის კვარა,ზოგიერთზე კი,დარწმუნებული ვარ,მეტიცაა.მახსოვს მათი თამაშიც და არ მეშინია ამის თქმის.კი,დიდებულები იყვნენ,მაგრამ კვარაც ასეთია და მართალს ამბობს !!,ამ ხალხის შეფასებაში.ვიღაცის დამცირებაში საკუთარი ღირსების პოვნის მცდელობა,მხოლოდ მდაბალი ბუნების ადამიანების თვისებაა.
სოსო
03 ივლისი 2023 20:52
0
ბოდიში მაგრამ ყიფიანი გუცაევი,შენგელია,დარასელია,ჩივაძე ...უფრო ძველები მესხი,მეტრეველი შენი აზრით ვინ იყვნენ?
Mr.Kostaia
03 ივლისი 2023 18:27
4
ყველა გამოხმაურება
და აი ეს კაცი იყო ნაცების დროს განათლებისა და სპორტის მინისტრი....
ბადრი ჯაფარიძე
03 ივლისი 2023 15:36
7
დიახ, რატომ უნდა ეთამაშა მსოფლიო დონის ვარაკვლავს აქ? ვინ ითამაშა სხვამ? პედრიმ, გავიმ, ჰალანდმა თუ ვინ? ისინიც შვებულებში არიან მაგრამ ნორვეგიელებს თუ ესპანელებს ასე კედელ-კედელ არ უთრევიათ, შეხედეთ ისვენებს და არ თამაშობსო. განვითარებული ერებია და ვინმეს რომ უნდოდეს მსგავსი სათაურებით რეიტინგის გაკეთება, უბრალოდ არ გამოუვა, რადგან ხალხია სხვანაირი.
ქართველ ხალხში კი ყველაფერი მუშაობს.

მუდრიკზე არ გამომიხტეთ, მუდრიკმა მთელი წელი სკამზე გაატარა და მას დასამტკიცებელი ჰქონდა ბევრი რამე.
უბრალოდ სირცხვილია ვინც ხვიჩას ასე ლანძღავს და ათრევს დღეს.
ამ დონის სპორტსმენის ღირსი არაა ეს ქვეყანა და სანამ ბოლომდე არ გაანადგურებს არ მოისვენებს.
იქნებ აპატიოთ საუკეთესო რომ არის?
რამდენი ფეხბურთელი დაბადებულა ამ ქვეყანაში და მსგავსი წნეხი რომელიმეზე ყოფილა?? არა.
არ მგონია ეს შემთხვევითი.
კოვიდი რომ დაემართა მაკედონიასთან, იმასაც კი მას აბრალებენ დღემდე.
არცერთი მხარე და ანგაჟირებული ტიპი არ დარჩა ვინც არ ლანძღა.
დადგება დღე, კიდევ იყვირებთ მის სახელს და იმედია სირცხვილი მაინც შეგაწუხებთ ყიჟინისას...
Skeleton
03 ივლისი 2023 11:21
10
განვითარებულები კი არა არინ, პიტალო გამოქლიავებულები არიან :):):):)
დაიყენეთ ეხლა პოზა. რა თავში აგივარდათ კვარას ერთი სეზონი. რუბინში რომ ეთამაშა ახლაც, მაშინაც არ ეკუთვნოდა თამაში??? :):):)
რა გევასებათ ეს ფრონცქობა! დებილობა ქნა რომ არ ითამაშა და მორჩა! შეცდომა შეცდომაა, სამწუხაროდ აქ კატასტროფული შეცდომა იყო.
პოლიტიკის დ---აც და ტროლებისაც. ესე ვფიქრობ და მორჩა. ასე ფიქრობს კიდევ ბევრი ალბათ. ჩემს ირგვლივ ყველა. თვენ სხვანაირად ფიქრობთ. ოკ, მაგრამ მე მაინც ვერ შემეცვლება აზრი. არ მოიქცა კარგად არც კვარა და არც ჟორჟი. ახლა გინდა ქოცებზე წერეთ და გინდა ნაცებზე.
აააა :)
03 ივლისი 2023 17:51
4
დისლაიქების არ გვეშინია. რაც ხვიჩა გამოჩნდა იმის მერე აქ ვაკომენტარებ და ამ უვიც ხალხს ვამხელ მაგრამ დადგინდა, ერთი და იგივე ხალხი ხან აკერპებს და ხან იმ კერპს წირავს მერე მსხვერპლად. ამ ქვეყანაში ისევ ქვის ხანის აზროვნება აქვს უმრავლესობას.
ასე რომ რამდები დისლაიკიც უნდათ იმდენი დაგვიწერომ ბატონო სოსო.
თქვენ კრიტიკასაც რომ წერდეთ აქ, იმდენად ზრდილობის ფარგლებში წერთ, რომ საწყენი არ იქნება. ეგ ხალხი მაოცებს
Skeleton
03 ივლისი 2023 15:29
2
ყველა გამოხმაურება
ისე ვაი გულშემატკივარზე სასტიკი, უმადური უზრედელი ცხოველი არ არსებობს :) წარმიდგინეტ რამდენად ძლიერია მენტალურად ხვიჩა რომ ფეხებსზე დაიკიდა მათი აზრი!
რობი
03 ივლისი 2023 10:46
6
ეს ის უიშვიათესი შემთხვევაა სსადაც ამას ვეთანხმები.
ლადო
03 ივლისი 2023 09:41
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული