"რატომ უნდა ეთამაშა მსოფლიო ვარსკვლავ კვარაცხელიას U21 ნაკრებში?! - ეს მეორე ეშელონის ტურნირი იყო" - გვარამია ხვიჩასა და ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე

AutoSharing Option
"მთავარი არხის" ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ პოსტს აქვეყნებს.

მან u21 ევროპის ჩემპიონატს მეორე ეშელონის ტურნირი, კვარაცხელიას გადაწყვეტილებას კი მასში მონაწილეობაზე უარი ეთქვა - გონივრული და რაციონალური უწოდა.

"ძლივს და როგორც იქნა, არ იცანცარა ქართველმა, გონივრულად, რაციონალურად და გაწონასწორებულად მიუდგა საკითხს და ეგრევე მარხავს ნახევარი საქართველო.

რატომ უნდა ეთამაშა მსოფლიო ვარსკვლავ კვარაცხელიას ახალგაზრდულ ნაკრებში?! კაცის ერთადერთი შემჩერებელი ტრავმაა და რაც ნაკლებს ითამაშებს, მით - უკეთესი. მით უმეტეს, მეორე ეშელონის შეჯიბრებში, როგორსაც წარმოადგენს U21 ევროპის ჩემპიონატი
- გინდა ასე შეხედე, გინდა ისე", - წერს გვარამია.
მკითხველის კომენტარები / 142 /
ბატონებო, რატომ აუფასურებთ მეორე, მესა მე დამეათე ნაკრებს? ყველა ხომ საქართველოს ნაკრებია და ფეხბურთელი ისე იბრძვის საქართველოს სახელისათვის, როგორც პირველ ნაკრებში იბრძვიან? საქართველოს არასდროს დასჭირდება ხვიჩა, გიორგი, დავითი და სხვები სათოხში. მათ არც იციან თოხნა და ლაფათქით მანქანის დატვირთვა. მათ იციან ფეხბურთი, და იქ და იმდენჯერ უნდა დაეხმარონ ქვეყანას სადაც და რამდენჯერაც დასჭირდება. ხვიჩას და მიქაუტაძეს რომ ამ ჩემპიონატზე ეთამაშათ, ოლიმპიადის საგზური გარანტირებული გვქონდა, რით იყო ნაკლები ოლიმპიადაზე თამაში ევროპაზე საეჭვო პერსპექტივაზე? გეტყვით, რომ ევროპა ჩვენ ამ ჯგუფიდან არ გვეღირსება, არადა ამის გულისთვის ოლიმპიადის საგზური დავკარგეთ.
ჟორა
03 ივლისი 2023 18:54
6
არაფერი საბოდიშო კვარას ას სჭირს. ბოდიში იქით უნდა მოუხადოთ კვარას ჩასაფრებულმა ბოღმის ბუკეტებმა, რომ ასეთი დაუნახავი და დაუნდობელი უქნარები ბრძანდებით.
გიორგი
03 ივლისი 2023 21:30
6
წლის მეორე ნახევარი არაფერი უკეთებია და გოლიც არ გაუტანია. რამ დაღალა?
არ გინდათ ეს ხელის დაფარებები და ა.შ. ნიჭი აქვს, მაგრამ ან რეალიზდება ბოლომდე, ან არა. ქინქლაძე ამაზე ნიჭიერი იყო, მაგრამ ვერ რეალიზდა.

უნდა ეთამაშა აუცილებლად აქ. რისითვის ისვენებს, რომ ნეაპოლი გაახაროს? :)
ეტყობა, თქვენც ნაპოლის წარმატება უფრო გიხარიათ, ვიდრე U21 საქართველოს ნაკრების! აბა ეროვნულს (დიდებს) ამხელა შანსი რომ არა აქვთ, ეგ ისეც იცით. ელოდეთ და უყურეთ ნაპოლის მატჩებს; ეგებ მალე იტალიის მოქალაქეობასაც გამოჰკრათ ხელი :):)

სანამ ესე იაზროვნებთ, კამათსაც აზრი არა აქვს. ამიტომაც არასდროს ქართული ფეხბურთი არ აყვავდება. წერეთ და იკითხეთ. ამდენი გვარამია სად გაიჩითა? საქართველო უკანა პლანზე და ნაპოლი წინ, თურმე!!! ფუი
მარღანია
03 ივლისი 2023 18:03
12
ფუი შენ, ქართველი არ ხარ ალბათ.
გიორგი
03 ივლისი 2023 21:43
9
ლოზუნგებს რომ მოვეშვათ, საქმე ასეა. კვარა ახლა იწყებს თამაშს. ანუ მისი ნიჭი კიდევ მრავალი წელიწადი გაახარბს ქართველ გულშემატკივარს. ნაპოლში წარმატებული თამაში აუცილებელი პირობაა კვარას ზრდისთვის. ანუ, მისი მომდევნო სეზონი ნაპოლში ამ გზაზე უმნიშვნელოვანესი ნიშნულია. ახალგაზრდულ ჩემპიონატში კვარას მონაწილეობა ძალიან სარისკო იყო. გადაღლილი ფეხბურთელი ტრამვას უფრო ადვილად იგებს. ზოგი კლავიატურის ლომი კითხულობს, რამ დაღალაო? ტახტიდან ერთ ადგილს თუ ასწევ და კვირაში 100 კილომეტრს გაირბენ, მერე მიხვდები რამაც დაღალა. გადაღლილზე კიდევ 6-7 თამაში ივნისს-ივლისში და 15 ივლისიდან უკვე ნაპოლის შეკრება? ხუმრობთ, თუ უბრალოდ ბოროტები ხართ ხალხო? რამ დაგბოღმათ ასე?
გიორგი
03 ივლისი 2023 21:39
3
2008 წელი.პეკინის ოლიმპიური თამაშები
ფინალი ნიგერია 0-1 არგენტინა, გოლი: ანხელ დი მარია
არგენტინა:რომერო,გარაი,ძაბალეტა,გაგო.რიკელმე,დი მარია,მასკერანო,მესი,აგუერო,ბანეგა,ლავეზზი...რომელია აქ მეორეხარისხოვანი ექსპერტო გვარამია???
2016 წელი რიოს ოლიმპიური თამაშები
ფინალი ბრაზილია 1-1 გერმანია გოლები:ნეიმარი,მეიერი.
ბრაზილია:ნეიმარი,მარკინოსი,რაფინია...გერმანია: გნაბრი,გორეცკა...არგენტინა:ანხელ კორეა,ჯოვანი სიმეონე... ალაბათ ესენი არიან მეორეხარისხოვანი?!
დანარჩენი თქვენ თქვით,უნდა ეთამაშა ხვიჩას და ჟორჟს თუ არა?!
რა თქმა უნდა ხვიჩაც და ჟორჟიც ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან(ჩვენთვის რათქმა უნდა სუპერვარსკვლავები არიან),მაგრამ ნადვილ ვარსკვლავობამდე (ვიცით და არ გვინდა ვთქვათ,არ გვინდა ვინმეს ვაწყენინოთ) ვფიქრობ კიდევ მეტი სჭირდებათ. მათი "ცაში აყვანით" კი არ ვეხმარებით,დათვურ სამსახურს ვუწევთ. ასეა ეს...
Mr.Kostaia
03 ივლისი 2023 17:59
4
კოლა-ს
შენ ბიძიკო კითხვა თუ არა იცი, მაგი თქვი!რომელია არგენტინელი,ნეიმარი,რაფინია,თუ მარკინოსი ???გნაბრი და გორეცკაც არ გექნება გაგონილი. საერთოდ ფეხბურთთან რა გინდა? მაქვს თუ არა გაკეთებული რამე საქართველოსთვის? გპასუხობ:მაქვს. მეორეც, რატომ ამბობთ ხვიჩას მოძულეები ხართო,ვინც ვაკრიტიკებთ და ვერ მოვუწონეთ საქციელი (არა მარტო ხვიჩას,ჟორჟსაც).დაატანეთ ენას და თითებს ტვინი!!!არავის არავინ არ სძულს!!!რომ ძალიან გვიყვარდა, იმიტომ დაგვწყდა გული!!! და შეუშვით თავში, სამშობლოსთვის თავგადადებაა საჭირო ზოგჯერ!
Mr.kostaia
04 ივლისი 2023 01:51
1
ბრაზილია-გერმანიაო, ამბობთ და არგენტინის ფეხბურთელებს წერთ.
უკვე ბევრგან შემხვდა თქვენი კომენტარები და ფაქტია, ერთ-ერთი აქტიური ხვიჩას მოძულე ხართ.
ნეტავ, თავად თქვენ რა გააგიკეთებიათ ქვეყნისთვის.
კოლა
03 ივლისი 2023 23:24
5
ქვის ხანა და ჯუნგლები.
ჩემი აზრით ინტერნეტთან წვდომა არც უნდა ჰქონდეს ამ ხალხს.
ზუსტად ეგრე ლანძღავენ ჰალანდს და პედრის თურმე, დაათრევენ კედელ-კედელ და სად ატარებს დასვენებას და რას იცმევს იმას არჩევენ.
რათქმაუნდა დაბალი ინტელექტის ხალხი ყველგან ჰყავთ მაგრამ აქ რომ ხდება ისეთი არსად. ყველაფერს ვადევნებ თვალს და აქ მართლა სასწაული ხდება.

ყველა დროის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელის ხილვის საშუალება მოგეცათ. დამოუკიდებელ საქართველოს არ ღირსებია მისი დონის არავინ. და ასე უხდით მადლობას ამ ჯუნგლების ლამაზად და განვითარებულად წარმოჩენისთვის?
სირცხვილით დავიწვი, როცა ნაპოლის გვერდზე, იტალიელ გულშემატკივარში დაიწყო ქართველმა ბრბომ თავისი მახინჯი და ლანძღვა-გინებით სავსე კომენტარების წერა. რას იფიქრებს ის ხალხი???
დღეს საერთოდ რომ თქვას ფეხბურთის თამაშზე უარი, უკვე იმდენი აქვს გაკეთებული, წლები დაჭირდება სხვას...

გადახედეთ აბა ისტორიას? რომელ ნიჭიერს და პროფესიონალს მიეცა ამ ქვეყანაში ბედნიერი, ლაღი ცხოვრების უფლება? რომელი არ შეიჭამა ცოცხლად?
ვის ტყვია მოხვდა შუბლში, ვინ ფანჯრიდან გადახტა და ვინ თვითმკვლელობამდე მივიდა.
შეიძლება არც იცით ისტორია მაგრამ მე ვიცი.
სიკვდილის მერე ისე დააფასეს, აბა გაბედოს ვინმემ და რამე თქვას? ვის რაში ჭირდებ??

ერთი მარტივი კითხვა მაქვს, გვეშველება რამე? როდის უნდა განვითარდეს ამ ქვეყნის მოსახლეობა?

დამიჯერეთ, მთავრობები არაფერ შუაშია თუ ხალხი ასე დარჩება. ნუ აბრალებთ მთავრობებს რაღაცეებს.
!!
03 ივლისი 2023 17:51
9
კი ბატონო, გეთანხმებით.
ამ ქვეყანაში ყველაზე მეტად უბედური და მიწასთან გასწორებული ადამიანები უყვართ. კარგს მხოლოდ იმაზე ამბობენ, ვინც ეცოდებათ, აბა გაბედოს იმ საცოდავმა და ცოტა წელი წამოიდგას, გაიღიმოს და უკეთესად იცხოვროს? იმას ეგრევე გააადგურებენ, მერე განადგურებული რომ შეიცოდონ.
თითქმის ყველა ჩვენი გამოჩენილი ადამიანის ისტორია ეგეთია. საერთოდ არ გვჭირდება ფეხბურთელები
!!
04 ივლისი 2023 00:21
2
არ იცით თქვენ მეგობარო, რომ საქართველოში ნიჭიერება დასჯადია?
ანდა, თუ ვინმე ბედნიერია, ეს ხომ პირდაპირ კრიმინალური საქციელია!!! რას მიქვია ბენდიერი, ვინ მისცა მაგის უფლება? ხალხი აქ ბამბას კი არ არჩევს. ისე ჩაქოლავენ, რომ ყველაზე უბედურ ადამიანად აქცევენ.
წარმატებულ ადამიანზე მეტი, წარუმატებელია. აი, სწორედ ეგ ლუზერებია, სხვის ნიჭს, შრომისმოყვარეობას და ბედნიერებას რომ ვერ იტანენ.
გოგია, !!-ს
03 ივლისი 2023 23:31
2
ყველა გამოხმაურება
ნაკლები პოლიტიკა სპორტში! ვის აინტერესებს ამის აზრი, ვითომ ხვიჩას იცავს ქართველი გულშემატკივრებისგან?!...
ელგუჯა
03 ივლისი 2023 16:54
7
პოლიტიკა სად ახსენა აბა? წაგეკითხათ იქნებ და მერე დაგეწერათ?
დაცვა ჭირდება ხვიჩას ქართველი ველური ბრბოსგან, რომელსაც გულშემატკივარს ნაკლებად უწოდებ.
!!
03 ივლისი 2023 17:41
9
რაული, ტოტი, კასილიასი, მარადონა, ნედვედი, დელ პიერო, ვიერი, ზიდანი ესენი იღებდნენ მონაწილეობას ასეთ "მეორე ეშელონის" ტურნირებზე. შემიძლია სია კიდევ გავაგრძელო.
შაკო
03 ივლისი 2023 15:56
5
კლუბებს არ აქვთ უფლება ოფიციალური ტურნირების ფინალურ ეტაპებზე (მათ შორის ასაკობრივზე) უარი თქვან ფეხბურთელის გაშვებაზე. დიდი ჯარიმა და სანქციებია მაგაზე.
შაკო
03 ივლისი 2023 18:01
0
იმაზე არ გიფიქრია რომ ნაპოლიმ არ გაუშვა ?
ინკო
03 ივლისი 2023 16:54
9
გვარამია მე დიდ ბატივს გცემთ როგორც მოაზრივნეს მაგრამ ეს ფრაზა რომ ეს ტურნირი მეორეხარისხოვანია არ უნდა გეთქვათ.
გელარ ჩართულიანი
03 ივლისი 2023 15:55
16
"მაგას" პატივს როგრ ცემ!!!!!
სანდრო
03 ივლისი 2023 16:31
7
ძალიან ვირეშმაკაა გვარამია, ამ პოსტით კვარას კი არ უჭერს მხარს, არამედ საქართველოს აკნინებს ვითომ და მეორე ეშელონის ტურნირი ჩაატარესო ჩვენთანო, აბა ამ ქვეყანას პირველხარისხოვან ტურნირს ვინ აღირსებსო
მამუკა
03 ივლისი 2023 15:44
5
და აი ეს კაცი იყო ნაცების დროს განათლებისა და სპორტის მინისტრი....
ბადრი ჯაფარიძე
03 ივლისი 2023 15:36
7
ეს მარაზმი ფრაზა - მეორეხარისხოვანი ტურნირი ამოიღეთ ხმარებიდან! ანუ ეს ბიჭები მეორეხარისხოვანნი არიან? ვინ რას აკეთებს ევროპაში, ეს მისაბაძია და უნდა ვაკოპიროთ ჩვენც? ჩვენი ჩვენი აზრი არ გვაქვს? ეს ბიჭები ქართული ფეხბურთის მომავალია, ხვალინდელი დღეა. ამათ უნდა ვეფეროთ, გავამხნევოთ, ვუქომაგოთ. გამარჯვებულის სულისკვეთება და მუხტი თუ ახლავე ჩაიდებოდა ამ თაობაში, ასეც გააგრძელებდნენ და უკვე დიდებში ამათ დიდი უპირატესობა ექნებოდათ, რადგან ხვალ იმავე თაობებს დაეჯახებიან, ვინ დღეს თამაშობდა ჩემპიონატზე. იმიტომ ვერ ქაჩავს ქართული ფეხბურთი, მხოლოდ ეროვნულს რომ ქომაგობთ და სხვა მეორეხარისხოვანია. თქვენ ელოდებით გამზადებულ ვარსკვვლავებს გამარჯვებულის სულისკვეთებით და ზრდაზე არ ზრუნავთ. მაშინ მიუშვით თქვენი შვილები და დაელოდეთ, როდის ჩამოყალიბდებიან თავისით გენიალურ ადამიანებად. მოეშვით იმის ლაპარაკს, რას აკეთებს ნორვეგია ან იტალია. ჩვენ სხვა გზა გვაქვს; ისინი ცდებიან აქ და აქ უნდა ვაჯობით სწორედ.
ამდენად ამ ტურნირს 3 მნიშვნელობა ჰქონდა, რაც ბევრმა დაიკიდა:
1. ფსიქოლოგიური ფაქტორი - გამარჯოვებულის ფსიქოლოგია, რაც მომავალი ლიდერობის საწინდარია. თუ ახლა მოვიგებდით ამ თაობის ევროპულ გუნდებში გაჩნდებოდა მინიმუმ ფსიქოლოგიური უპირატესობა და ლიდერის სინდრომი, რომ საქართველო საუკეთესოა. ამ თაობას 1-2 წელი აკლია, რომ "დიდებში" იასპარეზონ და ეს უპირატესობა "გადმოყვებოდა". ეს ყველაზე კრიტიკული მნიშვნელობისაა.
2. ევროპის ჩემპიონობა - რა მნიშვნელობაა U21-ია თუ 1-2 წლით დიდები - ჩემპიონი ჩემპიონია! ეს იქნებოდა ლეგენდარული/ისტორიული გარღვევა, რაც აქამდე საქართველოს არ მიუღწევია. ეს იქნებოდა უდიდესი პოზიტიური მუხტი საზოგადოებაში, ქვეყანაში, ქართული ფეხბურთის ცნობადობის გაზრდა, ქართველი ფეხბურთელებით დაინტერესება (მათი სატრანსფერო ფასის ზრდა). ეს იმაზე ბეეეევრად მეტი იქნებოდა, ვიდრე ეს კვარამ ან ჟორჟმა შეიძლება მოახერხონ!!! ის, რომ ევროპა ვართ და ამ სფეროში ლიდერები, ეს პოლიტიკური გზავნილიც იქნებოდა სერიოზული და კიდევ უამრავი რამ: ნებისმიერი ქართველი უფრო ამაყი იქნებოდა, უფრო ბედნიერიც!
3. შანსი ოლიმპიადაზე გასვლის - ეს იქნებოდა უნიკალური, ლეგენდარული, ისტორიული გარღვევა. არასდროს არ ყოფილა ქართული ფეხბურთი ოლიმპიადაზე!!! მსოფლიოს ცოტა ქვეყანას აქვს ფუფუნება ითამაშოს ოლიმპიადაზე. მონაწილეობაც კი დიდი გამარჯვება იქნებოდა. ცალკე სათქმელი იქნებოდა იქ მიღწეული შედეგი, რომელიც კიდევ უფრო აწევდა ქართული ფეხბურთის ცნობადობა და ა.შ., რაც ზევით ვთქვი.

ეს გააზრება გვაკლია. ნაპოლის წარმატება არაა ქართული ფეხბურთის წარმატება ან მხოლოდ პატარა ეპიზოდია. მიხარია ხვიჩას წარმატებაც, თუმცა ჩემთვის საქართველოს ნაკრების გამარჯვება უფრო დიდი ფასეული იქნებოდა. ეს გუნდური სპორტია და გუნდმა უნდა გაიმარჯვოს.

ამდენად ვერ ავხსნი და ვერც გასაგებად მივიჩნევ ხვიჩას და ჟორჟის ქცევას. ეს ძალიან დიდი შეცდომა გამოვიდა.

პ.ს. ეროვნულ ნაკრებს ამ ეტაპზე ჩემპიონოს შანსი არაა აქვს (რატომ ვიტყუებთ თავს). ამიტომ იქ უნდა მოვიგოთ, სადაც შეგვიძლია; იქიდან უნდა დავიწყოთ დიდი გულშემატკივრობა, თორემ იმ მებრძოლ სულსაც ჩაკლავთ ამ მეორეხარისხოვნობის ძახილით.
სიმართლე
03 ივლისი 2023 14:46
8
აბსოლუტური სიმართლეა. ვინ არ მოიწონა აშკარად ტროლია :)
აბა რა არ მოგეწონათ?
მარღანია
03 ივლისი 2023 17:44
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული