დევიდ უებს ევროპულ კლუბებში ამ და სხვა მიმართულებით მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს. ინგლისელი სპეციალისტი სხვადასხვა დროს ს.კ. "უიმბლდონში", "კრისტალ პალასში"," ტოტენჰემში", "მილუოლში", ლევერკუზენის" ბაიერში", "საუთჰემპტონში", "ბორნმუთში", "ჰოფენჰაიმში", "ბეტისში", "ესტერსუნდში", "ჰადერსფილდსა" და "იორკ სიტიში" სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.
ალექსანდრე იაშვილი
დევიდ უებს საკმაოდ საინტერესო ბიოგრაფია აქვს. ახალი სპეციალისტი ფეხბურთელებთან ლიდერობისა და შესაძლებლობების გამოვლენის მიმართულებით იმუშავებს. მინდა, წარმატებები ვუსურვო საქართველოს ნაკრებთან ერთად".
სექტემბრის სანაკრებო პაუზის ფარგლებში, საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ მატჩს გამართავს. 8 სექტემბერს ჩვენი გუნდი თბილისში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 12 სექტემბერს, ოსლოში, ნორვეგიას ესტუმრება.
nakrebi.ge