ასპილიკუეტა: საქართველო რთული მეტოქეა, კვარაცხელიას სიტუაციის შეცვლა შეუძლია

AutoSharing Option
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ კომენტარი ესპანეთის ეროვნული გუნდის მცველმა სესარ ასპილიკუეტამ გააკეთა:

"კარგ ვითარებაში არ ვიმყოფებით, ორი შეხვედრა გველის და გამარჯვებების მოპოვებას უნდა შევეცადოთ. კვარაცხელია ძალიან სწრაფია და სათამაშო სიტუაციის შეცვლა შეუძლია. მას ბევრი ძლიერი უნარი გააჩნია.  საქართველო რთული მეტოქეა. პარასკევს ჩასატარებელი მატჩი ჩვენთვის ფინალივითაა. სწორედ ასე უნდა აღვიქვათ და მოვალენი ვართ, 100%-ით დავიხარჯოთ".

საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების დაპირისპირება თბილისში 8 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 11 /
სულ დავივიწყებ ესპანეთის ნაკრებმა რომ შემაყვარა ფეხბურთი 2008 ში და ტორესი და ვილია რომ მყავდა კუმირებად ბავშვობაში. სულ დავივიწყებ ოღონ თქვენ ქენით სასწაული და მოიგეთ :(
Spain
00:01 06-09-2023
1
სამწუხაროდ ესპანეთთან წავაგებთ მაგრამ მინდა წნეხის გარეშე და ბოლომდე ვითამაშოთ. როგორც შვედეთთან არ შევიმჩნიეთ მსოფლიო დონის ზლატანი, ისე მინდა ვითამაშოთ.
რა ანგარიშითაც არ უნდა წავაგოთ, არ მინდა შეშინებული და დაცვაში ჩამჯდარი ვიხილო ჩვენი ნაკრები.
8

სიახლეები პოპულარული