საქართველოს ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს.

5 სექტემბერს ვილი სანიოლის გუნდმა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელი შეკრების მეორე დღეს ჩვენს გუნდს ის ლეგიონერები შეუერთდნენ, რომლებმაც საკლუბო მატჩები კვირას გამართეს.

მოახლოებულ ოფიცალურ მატჩებთან დაკავშირებით საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა ისაუბრა.

ოთარ კიტეიშვილი (საქართველოს ნაკრების წევრი): "რთული თამაშები გველოდება. ჯგუფის ორ გამორჩეულ გუნდს ვეთამაშებით. სასიამოვნოა, რომ ესპანეთთან მატჩი "დინამო არენაზე" გაიმართება, სადაც ყოველთვის განსხვავებული ემოცია იგრძნობა გულშემატკივრისგან. მოუთმენლად ველი ამ შეხვედრას.
გუნდში ძალიან კარგი განწყობაა. დღეს სრული შემადგენლობით შევიკრიბეთ და იმედი მაქვს, რომ ქართველი გულშემატკივრის დახმარებით სასურველ შედეგს მივაღწევთ".

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ესპანეთისა და ნორვეგიის წინააღმდეგ

მეკარე: გიორგი ლორია („დინამო", თბილისი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ლაშა დვალი („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი), სოლომონ კვირკველია („ალ ახდუდი“, ნაჯრანი, საუდის არაბეთი), ირაკლი აზაროვი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), სანდრო კალანდაძე („დინამო“, თბილისი, საქართველო), საბა საზონოვი („ტორინო“, ტურინი, იტალია)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), საბა ლობჟანიძე („ატლანტა იუნაიტედი“, ატლანტა, აშშ), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი", ინგლისი), გიორგი ქოჩორაშვილი ("ლევანტე", ვალენსია, ესპანეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), ლუკა გაგნიძე („დინამო“, მოსკოვი, რუსეთი), გიორგი აბურჯანია („ჰატაისპორი“, ანტაკია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („აიაქსი“, ამსტერდამი, ნიდერლანდები), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია)

მატჩების განრიგი

8 სექტემბერი | საქართველო - ესპანეთი | 20:00

12 სექტემბერი | ნორვეგია - საქართველო | 22:45

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 20 /
დაკარგული ოლიმპიადის გამო, თავი გაიგიჟეთ, საკუთარ თავს გადაახტით, და 6 ქულა აიღეთ, თორემ ისრაელთან მარცხი კიდევ უფრო მტკივნეული იქნება! ნუ გეგონებათ, რომ ყაზახეთი, თურქეთი ან საბერძნეთი რამეს დაგითმობთ და ამიტომ ნახევარი მონდომებით ნუ ითამაშებთ!
ქუთაისელი
11:06 06-09-2023
1
სამარცხვინო ფედერაცია გვყავს, სამარცხინოდ ყიდიან ბილეატებს, წინასწარ გამოუცხადებლად. მეგობრებისთვის და ახლობლებისთვის გამოაქვთ ჩუმად უფასოდ.წინა თამაშზე რომელი ადგილიც 15 ლარი ღირდა 30 ლარი გახდა საფასური, 20-30 ლარი რაც ღირდა 50 ლარი გახადეს. ვიჯდეთ ჩვენ გულშემატკივარი და ჟურნალისტები ჩუმად და ვითმინოთ კობიაშვილის თავგასულობა.
Semi
10:38 06-09-2023
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული