5 სექტემბერს ვილი სანიოლის გუნდმა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელი შეკრების მეორე დღეს ჩვენს გუნდს ის ლეგიონერები შეუერთდნენ, რომლებმაც საკლუბო მატჩები კვირას გამართეს.
მოახლოებულ ოფიცალურ მატჩებთან დაკავშირებით საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა ისაუბრა.
ოთარ კიტეიშვილი (საქართველოს ნაკრების წევრი): "რთული თამაშები გველოდება. ჯგუფის ორ გამორჩეულ გუნდს ვეთამაშებით. სასიამოვნოა, რომ ესპანეთთან მატჩი "დინამო არენაზე" გაიმართება, სადაც ყოველთვის განსხვავებული ემოცია იგრძნობა გულშემატკივრისგან. მოუთმენლად ველი ამ შეხვედრას.
გუნდში ძალიან კარგი განწყობაა. დღეს სრული შემადგენლობით შევიკრიბეთ და იმედი მაქვს, რომ ქართველი გულშემატკივრის დახმარებით სასურველ შედეგს მივაღწევთ".
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ესპანეთისა და ნორვეგიის წინააღმდეგ
დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ლაშა დვალი („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი), სოლომონ კვირკველია („ალ ახდუდი“, ნაჯრანი, საუდის არაბეთი), ირაკლი აზაროვი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), სანდრო კალანდაძე („დინამო“, თბილისი, საქართველო), საბა საზონოვი („ტორინო“, ტურინი, იტალია)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), საბა ლობჟანიძე („ატლანტა იუნაიტედი“, ატლანტა, აშშ), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი", ინგლისი), გიორგი ქოჩორაშვილი ("ლევანტე", ვალენსია, ესპანეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), ლუკა გაგნიძე („დინამო“, მოსკოვი, რუსეთი), გიორგი აბურჯანია („ჰატაისპორი“, ანტაკია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („აიაქსი“, ამსტერდამი, ნიდერლანდები), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია)
მატჩების განრიგი
12 სექტემბერი | ნორვეგია - საქართველო | 22:45
nakrebi.ge