AS: ესპანელთა პრობლემა მარტო კვარაცხელია როდია - სანიოლი დე ლა ფუენტეს სიურპრიზს უმზადებს

AutoSharing Option
საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს შორის ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომავალ მატჩს წერილი AS-მა მიუძღვნა.

კვარაცხელია ესპანეთისთვის კბილის ტკივილია
"ნეაპოლელი დე ლა ფუენტეს აღელვებს. საბა საზონოვი, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი მიქაუტაძე და გიორგი მამარდაშვილიც მხედველობის არეში უნდა იყვნენ.

კვარაცხელიას აჩრდილი ესპანეთს ჩამოაწვა. "ნაპოლის" შესანიშნავი მარცხენაფლანგელი, საქართველოს ნაკრების ლიდერი ევროპირველობაზე კვალიფიცირებისათვის იბრძვის. მისი სისწრაფე და დრიბლინგები დე ლა ფუენტეს აღელვებს, რომელმაც მისი შეჩერება ორი გამოცდილი მარჯვენა მცველით, კარვახალითა და ასპილიკუეტათი გადაწყვიტა. თუმცა არის სიურპრიზი: ფრანგმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შეიძლება ის მარჯვენა ფრთაზე დააყენოს,
სადაც ბალდე და გაია არიან - ორი ზედმეტად შემტევი მცველი, რომლებსაც ქართველის განეიტრალება მოუწევთ.

პრობლემა არ გაღრმავდებოდა, ერთადერთი საზრუნავი "კვარასთან" (ასე მოიხსენიებენ ნეაპოლში) გამკლავება რომ იყოს. საქართველო შესარჩევ ჯგუფში მეტად საჩუქარი არავისთვის არაა. მათ რიგებში ევროპის საუკეთესო ლიგების ფეხბურთელები თამაშობენ, რომლებმაც თავიანთი ლიდერის დონეს ვერ მიაღწიეს, მაგრამ პარასკევს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე (უფრო ცნობილი "დინამო არენის" სახელწოდებითაა), სადაც 59 ათასი ბილეთი უკვე გაყიდულია, შეუძლიათ ესპანეთს სერიოზული პრობლემები შეუქმნან.

საქართველოს ეროვნულ გუნდში, ზემოთ ნახსენები "კვარას" გარდა, ასევე თამაშობენ: "ტორინოს" მცველი საბა საზონოვი, ნახევარმცველები გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი) და ზურიკო დავითაშვილი (ბორდო) და "აიაქსის" თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე. აგრეთვე, "ლევანტეს" ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი და თბილისის "დინამოს" მცველი სანდრო კალანდაძე. ამას გარდა, ჰყავთ "ვალენსიას" ძირითადი მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელიც ამ სეზონში "რეალის" რადარზე იმყოფებოდა. ერთი სიტყვით, ეს კარგი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით, კარგი გუნდია".

მკითხველის კომენტარები / 29 /
აბა რაა!!! როცა ფიფას რეიტინგით 78-ე გუნდს ეთამაშები, რომელსაც შემადგენლობაში ჰყავს:
ჩემპიონშიპის მე-18 ადგილზე მყოფი უიტფორდის სათადარიგო შემტევი-ჩაკვე 0 გოლი, საფრანგეთის მე-2 დივიზიონის მე-12 ადგილძე მყოფი შემტევი- დავითაშვილი 0 გოლი, სეგუნდა დივიზიონის მე-7 ადგილძე მყოფი ლევანტეს ნახევარმცველი-ქოჩორა 0გოლი, ტორინოს მცველი-საზონოვი,რომელსაც არც ერთი წუთი არ აქვს ნათამაშები სერია-აში და რაც მთავარია ნაპოლის ე.წ. სუპერ შემტევი, ოქროს ბურთის 30-ე ნომონანტი კვარა- 0 გოლი ბოლო ნახევარ წელში პრობლემა კი არა შიშისგან რატომ არ ცახცახებენ მე ეგ მიკვირს....სინამდვილეში კი ერთი მამარდაა, რომელიც ტონუსშია და თავს არ შეირცხვენს, ახლახან მიქაუტაძემ კლუბი შეიცვალა გინდა არ გინდა ამოვარდნილია რაღაცნაირად ფორმიდან, ყოველ შემთხვევაში ასე მომეჩვენა ბოლოს, აიაქსის რიგებში თამაშისას. კვარა კი იცით რა დღეშიც ყავთ ნაპოლის ხემძღვანელობას და საკუთარ გარემოცვას- საშველი არ დაადგა მისი ხელფასის და კონტრაქტის საკითხის მოგვარებას, რასაც დაერთო მისი არასასურველი სპორტული ფორმა, თამაშის ხარისხის ვარდნა და შედეგიანობის განულება, უფრო მეტიც ნაკრების გადამჭყვეტი თამაშების წინ ნაპოლის მეპატრონეებმა შეგნებულად, არაკორექტურად უარყვეს ყოველგვარი მოლაპარაკება მისი ხელფასის და კონტრაქტის თაობაზე, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს კვარას ფსიქო-მორალურ განწყობას...გამოსავალი ერთია უნდა დახუროს ეს ორი თამაში და მერე ვნახავთ, როგორ აჭიკჭიკდება ნეაპოლელი მაფოოზა კინორეჟისორი...
SOSO
07 სექტემბერი 2023 10:24
16
შენი მესმის ძმაო, ციდან ვარსკვლავებს არასდროს წყვეტდი. ახლაც თავის რჩენა გიჭირს, სიგარეტს სხვას სთხოვ და რესტორანშიც სხვის ხარჯზე ქეიფობ. ეს კვარა ნერვებს გიშლის, იმოტომ რომ ნიჭიერია, იმიტომ რომ თავდაუზოგავად შრომის უნარი აქვს. იმიტომაც, რომ თავმდაბალია და ხალხს უყვარს. ჰოდა, კვარას თუ დაამცირებ, შენ რაღაცნაირად უკეთ იგრძნობ თავს. სინამდვილეში ეს ილუზიაა. საქმეს მიხედე, საქმეს.
გიორგი
07 სექტემბერი 2023 22:04
3
მადლობა ხვიჩა ქვეყნის ასეთი პოპულარიზაციისთვის!!!!შურიანი და ბოღმიანი ადამიანები ამას მაინც ვერ დაინახავენ და ვერ დააფასებენ!!!
საქართველო უპირველესად
07 სექტემბერი 2023 18:07
4
100% ისე, ეს ბოღმიანები მეცოდება კიდეც.
გიორგი
07 სექტემბერი 2023 21:48
1
მᲗავარი გამოგრᲩა, მადლობა მარᲗლმადიდებლობისᲗვის), ეს ნაცადი ფრაზაა))
Irakli
08 სექტემბერი 2023 11:22
2
ფეხბურთის "პროფესორების" გასაგონად, მაგარი ბიჭები ვართო? თურმე ნუ იტყვი და ესპანეთის ნაკრები საქართველოზე ძლიერი ყოფილა, ახალი ამბავი, რა ვქნათ ახლა ჩამოვყაროთ ყურები და არ ვუგულშემატკივროთ ჩვენს გუნდს? კლავიატურის ლომებო, თუ ასე დარწმუნებული ხართ შეავსეთ ტოტალიზატორის ბილეთი და მშვიდად დაელოდეთ შედეგს, ჯერ რა კაცობაა წინდაწინ ძახილი წავაგებთ, გადაგვივლიან,... გულშემატკივრები ასე არ იქცევიან. თქვენ ხართ ჩასაფრებული ბოღმა ხალხი, მერე რომ იტრაბახოთ აი ხომ ვამბობდითო... რომ მოვიგოთ და ხვიჩამაც გაიტანოს? საინტერესოა გაგიხარდებათ თუ გეწყინებათ. კომუნისტების ეპოქაში ნატვრა მქონდა საქართველოს ნაკრები მენახა, დინამომ რომ თასი აიღო პატარა ბიჭი მთელი ღამე ვტიროდი სიხარულისგან და ვერ დავიძინე. 33 წელია ვგულშემატკივრობ საქართველოს ნაკრებს ვისაც არ უნდა ეთამაშოს, რა დონის ტურნირი არ იქნება, თუნდაც ამხანაგური, იმის მიუხედავად ვინაა ხელისუფლებაში და რა ორიენტაცია აქვს ქვეყანას. თითქმის ყველა თამაში ზეპირად მახსოვს, ვიგებდით თუ ვაგებდით ბოლომდე ვგულშემატკივრობდი. პოლიტიკური აზრიც გამაჩნია მაგრამ არასოდეს ამირევია სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთში. ვინც საქართველოს სახელით გამოდის საკუთარ ოჯახის წევრად ვთვლი, რადგან საქართველოა ჩემთვის უმთავრესი. გთხოვთ ან გაამხნევეთ ბიჭები ან ნურაფერს დაწერთ, რადგან დარწმუნებული ვარ ბევრი მათგანი კითხულობს კომენტარებს და გულს ნუ ვატკენთ. უკაცრავად.
ელგუჯა
07 სექტემბერი 2023 16:11
2
ცრემლი მომადგა, შენ გაიხარე.
პ.ს. ოღონდ, სამწუხაროდ ყოველი თამაშის წინ მიდის ვითომ ოპტიმისტური ტრაბახი. ხოლო დინამომ რო თასი მოიგო, იქ მთელი საქართველო ჩუმი იმედით ელოდა. შენ თუ პატარა იყავი, მე ვიყავი 25 წლის. სამი თვით ადრე ნიძლავი დავდე თასს აიღებენო და მოვიგეთ, თან მთვრალი ვიყავი და ცხონებულ კოტე მახარაძეს (გვერდზე მაგიდაზე ქეიფობდნენ) ვუთხარი, ფინალს თუ არ გადმოცემ პირდაპირ ეთერში, ვერ შევრიგდებით თქო. მაგრამ, ვიცი ჯერ კიდევ 1972 წლიდან დაწყებული, თუ თამმაშის წინ ვტრაბახობთ, აუცილებლად ვაგებთ. თუ თავშეკავებული იმედით ველოდებით, შედეგიც იქნება.
პატივისცემით
07 სექტემბერი 2023 18:31
0
ჯერჯერობით ვერავინ გაგიბედა,დისლაიქის დასმა და დღეს,ესეც კარგია!იმედია, ბიჭები შესძლებენ ჩვენი ჩუმი იმედის გამართლებას!დიახ,მეტოქე ჩვენზე ძლიერია და ფავორიტები არიან,მაგრამ ჩვენც არაფერი გვაქვს დასაკარგი და ესპანეთი,ერთხელ უკვე გვყავს,დამარცხებული.ვითამაშებთ,როგორც შეგვიძლია და ჩვენს საცდელს ვეცდებით.ესპანელებს,ყოველ მიზეზ გარეშე გამარჯვება სჭირდებათ და ეს მათში დაძაბულობას გამოიწვევს.რაც მეტ ხანს ვერ გაგვიტანენ,მით უფრო ანერვიულდებიან და დღევანდელი შემადგენლობა,ის ძველი,ყველაფრის გამმარჯვებელი შემადგენლობა აღარ არის,რომ ნერვიულობამ მათ თამაშს,უარყოფითი კვალი არ დააჩნიოს.ხვიჩას და ჟორჟიკას კი,ბევრი არ დასჭირდებათ,მათი შეცდომების გამოსაყენებლად.ასე რომ პატარა, იღბალი გვჭირდება და დიდი გაძლება.მთავარია,ძალიან უკან არ ჩავჯდეთ და კონტრთამაში შევქმნათ!მაშინ, დაცვაც გაუძლებს ზეწოლას და წინაც შევქმნით,შანსებს.
სოსო
07 სექტემბერი 2023 20:32
0
იქნებ ეხლა გულზე ხელის ბრაგუნი აბა უნდა მოვიგოთ და ბოლოს უი...2:0 წააგებენ.
მერე დაიწყება ბუზღუნი სანიოლმა ეს რატომ არ შემოიყვანა, ის რატომ არ გამოიძახა.
ხალხნო, ვინც გინდა გამოიძახეთ. ესპანეთს ვერ გაუძლებენ ესენი. კვარაცხელისა კლასის იმათ 10 ფეხბურთელი მაინც ყავთ.
ვაჟა
07 სექტემბერი 2023 11:20
29
ვაჟა, ძმაო, ქართველი კაცის წარმატება უნდა გიხაროდეს, კვარას ვგულისხმობ. ბოღმა ისეთი ოხერი რამეა აუცილებლად დაგაჩმორებს.
გიორგი
07 სექტემბერი 2023 21:55
2
ამას ესპანური გამოცემა წერს, ქართული ხო არა. ოქროს ბურთზე ფრანგულმა გამოცემამ დაასახელა ჩვენი ბიჭი, ჩვენმა ხო არა, არადა ნახეთ, სიტყვების რა მღვრიე ნიაღვარი დაიძრა ეგრევე. რავა ყველაფერზე კუჭი ეშლებათ თუკი ქართველზე ვინმემ რამე კარგი თქვა!)))
გიორგი
07 სექტემბერი 2023 14:27
3
ფუი. რაც თავი მახსოვს, სულ ესე გვაქებენ თამაშის წინ. სამაგიეროდ, თამაშის მერე გვეკაიფებიან. ბებიათქვენებს ეკაიფეთ.
ჰაჰა
07 სექტემბერი 2023 08:48
1
ყველა ვხდებით,რომ შანსი არ გვაქვს ესპანეთის დამარცხების,თუმცა ვიღაც ფიქრობს "ფეხბურთია ძმოა",ხოდა იყოს ფეხბურთი,ჰა ბურთი და ჰა მოედანი,ადექით და მოუგეთ. რა არის ჩემი პესიმიზმის მიზეზი ამასაც გეტყვით,უცნაური საკადრო გადაწყვეტილებები და ძველი ახალი მანკიერებები ნაკრების,პრივილეგირებულთა პარადი და უმიზნობა. ისევ არ არის განაცხადში ლოჩოშვილი,არც გველესიანი იქნა გამოძახებული და ამ დროს,არაბეთიდან კვერკველია ისევ ნაკრებშია. ასევე,ახალგაზრდულს დაუთმეს კვერნაძე და ესეც პარადოქსია,იყო დრო ტოპ 5 ჩემპიონატს ვნატრობდით,ახლა გვყავს და არ ვასაქმებთ ეროვნულ ნაკრებში. ბიჭმა მიაღწია პროგრესს,გადავიდა იტალიაში და იღებს 20 წუთს,ხოდა მას მხარდაჭერა სჭირდება და დაფასება პროგრესის.მერედა,ჩამოვა ნაკრებში,ხვიჩას გაესაუბრებოდა,რჩევასაც მიიღებდა და სულ რო არ ითამაშოს,გუნდის ატმოსფეროს მიეჩვეოდა,თუმცა მავანთა გადაწყვეტილებით ის დაუთმეს ახალგაზრდულ ნაკრებს,რომლის შედეგები იდეაში არავითარი მნიშვნელით არ არის რეალურად. იყო დრო,როცა ზივზივაძეს არ იძახებდა ვაისი,ხარაიშვილიც არ გამოიძახა ფორმის პიკში და ამას დაბალი დონის ლიგებით ხსნიდნენ.თუმცა,რა დამსახურებით ხვდებოდა ნაკრებში ვატო არველაძე,ვისაც გვარის გარდა არაფერი უვარგოდა. თავიდანვე ვიცი,რომ ბევრს არ მოეწონება ჩემი კომენტარი და ბევრ ანლაიქსაც დააგროვებს,მაგრამ სიმართლე სინათლეო ნათქვამია. ჩვენში ამბობენ,ურემი რო გადაბრუნდება გზა მერე გამოჩნდებაო,ხოდა კარგი გზა და ურემი რო გვყავდეს,კიდევ გადაბრუნდება? ანუ დასაწყისში უნდა ამოძირკვო პრობლემა და მერე აღარ დაგჭირდება იმის თქვა,არიქა ურემი სანამ არ გადაბრუნდა ვერაფერი გავიგეთო. მეტი არ იქნას,კაშია საზანოვის ან კვერკველიას დუომ გააჩერეს ჰალანდი ან მარტომ ხვიჩამ დაიხვიოს ესპანეთი.ესპანეთს ჯერ ბურთი უნდა წაართვა და სანამ ამას იზავენ,გამოგვივსებენ კარებს. დანი ოლმოს ვუყურე გერმანიის სუპერთასზე ბავარიასთან,ცოფიანი ძაღლივით არის და უმეგრეს ფორმაში,სხვებს აღარც ვახსენებ. ტრადიციულად,შესარჩევში უიმედოდ და უშანსოდ ვართ,ხოდა რისი ბრალია ახლა? ადრე,დაბალი დონის გუნდები იყო პრობლემა,ეხლა გვყავს და შედეგი იგივეა. ერთა ლიგა გვგონია გამოსავალი,თუმცა არ არის. ევროპა ან მსოფლიო ჩემპიონატი ოლიმპიადა არ არის,სადაც მხოლოდ მონაწიელობა არის მთავარი,რაღაცა უნდა იყო და არა ტურისტი. ნორმალური კომბინაციის გათამაშება არ იციან და არ აკეთებენ,მოიპოვე ბურთი და ხვიჩას პასი ტაქტიკა სადამდე უნდა გაგრძელდეს? დაკვაკლდება ხვიჩა და მერე? რა და არაფერი
ტირიონ ლანისტერი
07 სექტემბერი 2023 09:21
7
მოდით ჯერ მოვუგოთ ესპანეთს და მერე ვიმსჯელოთ ვინ ვისი თავისტკივილია. 16 წლის ბავშვი ჩამოიყვანეს ვითომ სხვა არა ყავთ? ბარსელონას სკოლის დონის სკოლები რომ გვექნება მერე მართლა ვიქნებით წელში გამართულები. ჯერ ბევრი გვიკლია მასე რო ვწეროთ. ნეტა ტოლ სწორად ვეთამაშოთ და მართლა შევუქმნათ პრობლემები და მოვიგოთ მაგას რა აჯობებს.
7777
07 სექტემბერი 2023 10:21
2
ჩვენ რატომ უნდა ვიმსჯელოთ, ჩვენი დაწერილი ხო არ არის, ესპანელებისაა! რო წერ რასაც წერ ზედ ჭკვაც ხო უნდა დაატანო, თუ AS-ს მიმართავ?)))
გიორგი
07 სექტემბერი 2023 14:32
1
მოკლედ ეს 2 თამაში იქნებ ამათი საბოლოო ტესტი.
ახერხებს თუ არა ნაკრები პროგრესს.
ზოგადად როდესაც მიზანს ვერ აღწევ, ბრძოლა კი არ უნდა შეწყვიტო არამედ მიზნისკენ ბრძოლის გზა.
დაველოდოთ. ორივეს წაგების შემდგომ ვინმე უნდა დაფიქრდეს რომ ნაკრებში ძირეული ცვლილებაა საჭირო, განახლება, ახალი სისხლი და ახალი მიდგომა
las
07 სექტემბერი 2023 08:53
1
რამდენჯერ უნდა დაწეროთ ერთი და იგივე სტატია მეტი ფანტაზია არ გაქვთ?
bib
07 სექტემბერი 2023 14:59
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული