ესპანეთის ნაკრები თბილისში ბუცების გარეშე ჩამოვიდა და ვერ ივარჯიშა

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრები საქართველოს ეროვნულ გუნდთან 8 სექტემბერს ჩასატარებელი მატჩისთვის თბილისში გვიან ღამით ჩამოფრინდა და სასტუმრო "მერიოტში" დაბინავდა. საღამოს მათმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ და ფეხბურთელმა როდრიმ პრესკონფერენცია გამართეს, "დინამო არენაზე" სავარჯიშოდ გავიდნენ და პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ.

როგორც გაირკვა, მათი ტვირთი მადრიდიდან არ გამოაგზავნეს და გუნდი ბუცების და ხელთათმანების გარეშე დარჩა. ესპანელებმა მოედანზე ბურთების გარეშე ივარჯიშეს და გასახდელში გავიდნენ.

ესპანური მედიის ცნობით, საფეხბურთო ამუნიციას ხვალ დილით ჩამოუტანენ, რის შემდეგაც ივარჯიშებენ კიდეც.

"მარკა" წერს, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც თბილისში პრობლემა ექმნებათ - 2021 წლის მარტში "დინამო არენაზე"
ელექტროენერგია გამოირთო, ვერ ივარჯიშეს, ტელეფონის შუქზე შხაპი მიიღეს და სასტუმროში დაბრუნდნენ.

მკითხველის კომენტარები / 40 /
მადრიდიდან არ გამოაგზავნესო და რა ჩვენი ბრალია...
Zviads
21:42 07-09-2023
1
ამ დედამოხნულებს თვითონ დარჩათ ბუცები სახლში და ლამისაა ჩვენ გვაბრალებენ? ხვალ იმას იტყვიან ესპანეთში ქართველმა კრიმინალებმა სპეციალურად ბუცები მოპარეს რომ ხელი შეეშალათ ამათთვის. ამათ უკვე მთლად გააჭენეს.
@#$#@
05:53 08-09-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული