ესპანეთის ნაკრები თბილისში ბუცების გარეშე ჩამოვიდა და ვერ ივარჯიშა

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრები საქართველოს ეროვნულ გუნდთან 8 სექტემბერს ჩასატარებელი მატჩისთვის თბილისში გვიან ღამით ჩამოფრინდა და სასტუმრო "მერიოტში" დაბინავდა. საღამოს მათმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ და ფეხბურთელმა როდრიმ პრესკონფერენცია გამართეს, "დინამო არენაზე" სავარჯიშოდ გავიდნენ და პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ.

როგორც გაირკვა, მათი ტვირთი მადრიდიდან არ გამოაგზავნეს და გუნდი ბუცების და ხელთათმანების გარეშე დარჩა. ესპანელებმა მოედანზე ბურთების გარეშე ივარჯიშეს და გასახდელში გავიდნენ.

ესპანური მედიის ცნობით, საფეხბურთო ამუნიციას ხვალ დილით ჩამოუტანენ, რის შემდეგაც ივარჯიშებენ კიდეც.

"მარკა" წერს, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც თბილისში პრობლემა ექმნებათ - 2021 წლის მარტში "დინამო არენაზე"
ელექტროენერგია გამოირთო, ვერ ივარჯიშეს, ტელეფონის შუქზე შხაპი მიიღეს და სასტუმროში დაბრუნდნენ.

მკითხველის კომენტარები / 40 /
თუ მადრიდიდან ან გამოაგზავნეს ტვირთი საქართველო რა შუაშია ?
ფეხბურთი
08 სექტემბერი 2023 11:16
0
ფეხშიშველიც რომ ათამაშო ჩვენს ნაკრებთან მაინც არ გაუჭირდებიან
ქორთუა
08 სექტემბერი 2023 10:49
25
Მართალი ყოფილხარ რათ უნდოდათ ბუცი. Უბუცოდ შეიძლება 2:0 მეტი არ წაგვეგო. Არაფერი არ გამოვა არანაირი დასკვნის გამომტანი არ არიან ესენი მენ მგონი
Მესი
09 სექტემბერი 2023 21:01
0
ქორთუა ხარ თუ ქურთუა? :-(
ლაშა
08 სექტემბერი 2023 12:01
2
მაგრები ვართ, ფეისბურკლიც ჩვენია და ნავთობის შეტანასაც ჩვენ ვაკონტროლებთ.))))
100%
08 სექტემბერი 2023 10:28
0
კომენტარებიდან გამომდინარე სამჯერ გადავიკითხე სტატია რამე ხომ არ გამომრჩა მეთქი. სად წერია რომ ქართველებს ვინმე რამეს აბრალებს?????
მათ არ ჩამოუვიდათო "ბაგაჟი",ასე არ წერია? ზოგი რომ ღლაბუცობს ბაზრობაზე ეყიდათო ეს კიდევ მესმის. ხუმრობაა და გასაგებია. მაგრამ ზოგმა ისეთი კომენტარი დადო, თითქოს მთელი უეფა ჩვენ გვებრძვის. არიქა საქართველომ როგორმე არ მოუგოს ესპანეთსო. პროგნოზი ხომ იცით ყველამ ისედაც. ანგარიშის პროგნოზი ერთია, მაგრამ მერე სანიოლის გინება და შემადგენლობაზე კამათი სრული სისულელეა. რაც ყოველი წაგებული თამაშის იმართება აქ.
დავით 67
08 სექტემბერი 2023 08:58
10
სეხნიავ!მე ეხლანდელ ამბავზე ვწერ. გეყოთ წარსულზე ფიქრი. მომავალზე უნდა ვიფიქროთ. არც არავინ დაუჯარიმებიათ მაშინ, შესაბამისად არც არაფერი დაუბრალებიათ
დავით 67
08 სექტემბერი 2023 18:57
0
თბილისში, რომ 2021 წელს "ელექტროენერგია გამოირთო, ვერ ივარჯიშეს, ტელეფონის შუქზე შხაპი მიიღეს და სასტუმროში დაბრუნდნენ" - ვის ბრალი გამოდის? ესპანეთის?
დავით 68
08 სექტემბერი 2023 10:20
2
ყანაში რო თოხის გარეშე წახვიდე ეგაა რა
გიორგი
08 სექტემბერი 2023 07:38
0
დავდიოდი ზოგჯერ,ნამგლით-მოსავლის აღებისას,თოხი რად მინდოდა?
Levani
08 სექტემბერი 2023 10:33
1
რას ელოდენით მადრიდს?
კარგურში აქციია და ყველაფრი იყიდება ორი ერთის ფასად (1+1)
პლიუს გეტრებიც მოყვება პრეზენტად, თუ 11 ცალს შეიძენთ
არ იცით?
08 სექტემბერი 2023 05:54
2
ომში რომ ტაქსით წახვიდე, იგივეა :)
456
08 სექტემბერი 2023 10:38
0
ამ დედამოხნულებს თვითონ დარჩათ ბუცები სახლში და ლამისაა ჩვენ გვაბრალებენ? ხვალ იმას იტყვიან ესპანეთში ქართველმა კრიმინალებმა სპეციალურად ბუცები მოპარეს რომ ხელი შეეშალათ ამათთვის. ამათ უკვე მთლად გააჭენეს.
@#$#@
08 სექტემბერი 2023 05:53
3
ოხ ერთი მწარედ ამოვდოთ და ამათ ტირილზე უნდა ვიფხანო გული
: )))))))
08 სექტემბერი 2023 08:25
0
მთლად მაგარი შოტლანდისთან რომ წააგეს ეგეც ჩვენი ბრალია.თურმე შოტლანდიაში მცხოვრებ ქართველს მაქტომინესთვის გადაუხდია დიდი მაყუთი რომ დუბლი შეესრულებინა
ბნელი გრუზინი
08 სექტემბერი 2023 04:35
0
მარკამ თქვა ბოგ სკაზალ. . . აბა რუსეთი გინდათ?!. . .
Napoleoni
08 სექტემბერი 2023 01:31
8
გრუზინსკაია მაფია რა.ვეზდე რულიტ :) ხვალ გააპეთ შუაზე ეს არაფრისმაქნისი ტორიადორები.მთელი ჰავლაბარი მანდა ვართ ტიგრებო.ერთი კაი უნდა დავჭექოთ დუმ დუმ არარატ დუმ დუმ არარატ.
Robert22
08 სექტემბერი 2023 01:18
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული