შეხვედრის შესახებ ჩვენს გვერდზეც არაერთ ინფორმაციას გაეცანით, ვიცით სტატისტიკაც და დღევანდელობაც. არ იცვლება მთავარი - ოპტიმიზმი, რომ ასეთი ძლიერი მეტოქის დამარცხებით გახარება შეგვიძლია!.. ამ დროს არ ვფიქრობთ იმაზე, რომ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად იქნებ ამ შესაძლო სამმა ქულამაც ბევრი ვერაფერი შეგვძინოს.
ვილი სანიოლი ახლა საკადრო პრობლემებზე ვერაფერს იტყვის, რადგან ეს საკითხი არ
გვახსოვს მაშინდელი თბილისური გოლი დღევანდელ მოწინააღმდეგესთან, კაკაბაძე-კიტეიშვილი-კვარაცხელიას კომბინაცია ძალიან გააზრებული იყო. ახლაც ეს გვჭირდება, სხვანაირად გიორგი მიქაუტაძისთვის გატანის შანსების მიცემა გაგვიჭირდება. ესპანელები ბურთს შესანიშნავად ფლობენ, აქ არიან როდრი და გავი, თუმცა უნდა ვეცადოთ, მაქსიმალურად ბევრი ბურთი ჩავჭრათ და სწრაფ იერიშებზე თავად გადავიდეთ.
ბოლო 4 მატჩში ამდენივე გოლი - ეს ალვარო მორატას მაჩვენებელია. დანი ოლმო - უკანასკნელ 6 შეხვედრაში 7 გოლი, მათ შორის, ჰეთ-თრიკი "ბაიერნთან". ჩვენს ცენტრალურ მცველებს მათ შესაჩერებლად დიდი ჯაფა დაადგებათ, თუმცა ზედმეტი სიფრთხილით არაფერი გამოვა.
მოედანზე არაერთი დიდი ფეხბურთელი იქნება, ჩვენ კი პირველად შეგვიძლია საკითხი ასე დავაყენოთ: მათ შორის საუკეთესო ქართველი ხომ არაა? ხვიჩა კვარაცხელია. ასეა თუ ისე, ფეხბურთი გუნდური თამაშია და მხოლოდ ინდივიდებზე დაყრდნობა არ ხდება. გუნდურობა მთავარი ძალა იქნება!..
შეხვედრას გერმანელი ზიბერტი განსჯის. ის ფეხბურთელებს იშვიათად აფრთხილებს, თერთმეტმეტრიანების დანიშვნა კი არ უძნელდება.
სანიოლი: ფეხბურთელებზე ზეწოლას არ განვახორციელებ - თამაშით სიამოვნება უნდა მიიღონ
სავარაუდო შემადგენლობა ესპანეთთან - შესაძლო ცვლილებები საქართველოს ნაკრებში და სანიოლის საფიქრალი...
ნახე როგორ ღირსეულად წავაგებთ. ფაქტიურად გამარჯვებას ჯობია ღირსეული წაგება.
ისე სწორი გათვლა იყო
ესპანეთზე რა ვთქვა? გრანდი რომ არის ყველამ ვიცით და რაც ჩევნ გვინდა ეგეც ყველამ ვიცით. ვნახოთ რა გამოვა. ძნელი თამაში იქნება ძალიან. უნდა ვიყოჩაღოთ. მოიგონეთ იაპონია-ესპანეთი 2-1 მსოფლიოზე, მათ თუ შეძლეს ჩვენც დავიჯეროთ რომ შეგვიძლია. იმედი ყოველთვის უნდა გვქონდეს. წარმატება ბიჭბს.
პ.ს. ვიხსენებ ქუთაისის ტორპედოს ლეგენდარული მწვრთნელის უშანგი სალდაძის სიტყვებს, თავის ფეხბურთელების მიმართ ყოველი თამაშის წინ, არადა იმ თაობის ბიჭებმა ისტორია დაწერეს: "მიაწექით ბიჭებო, რითი ხართ მაგათზე ნაკლები"!!!