ისტორიული სირცხვილი. საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:7 განადგურდა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ესპანეთთან 1:7 განადგურდა.

შეხვედრა სტუმრების შეტევებით დაიწყო, ახლო მანძილიდან ასენსიოს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია, შემდეგ ოლმომ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და იერიშების ორგანიზება უჭირდა და გოლიც გავუშვით - ასენსიოს ჩაწოდებულ ბურთზე გოჩოლეიშვილს მორატამ დაასწრო და თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. ცოტა ხანში კვირკველიამ ფაბიან რუისის განივად გადაცემული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე ფაბიან რუისის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. ცალკარა თამაში გაგრძელდა, მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა აშკარა გოლისგან.
თუმცა, მალე ოლმომ და მორატამ ანგარიში გამანადგურებელი გახადეს.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე წვიმა წამოვიდა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა სამმაგი ცვლილება განახორციელა - აბურჯანიას, გაგნიძის და ლობჟანიძის ნაცვლად მოედანზე ჩაკვეტაძე, მექვაბიშვილი და დავითაშვილი შეუშვა და სიმონის კარი ჩაკვეტაძემ დალაშქრა. „ფურია როხამ“ ინიციატივა უმალ დაიბრუნა, მორატამ ჰეთ-თრიკი შეასრულა, შეცვლაზე შესულმა ვილიამსმაც გაგვიტანა, 16 წლის იამალმაც და სამარცხვინო მარცხი განვიცადეთ.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 12 სექტემბერს გასვლაზე ნორვეგიასთან გამართავს.

თბილისი. „დინამო არენა“. 54 549 მაყურებელი
საქართველო - ესპანეთი 1:7
გოლები: 0:1 მორატა (22), 0:2 კვირკველია (27, საკ. კარში), 0:3 ოლმო (38), 0:4 მორატა (40), 1:4 ჩაკვეტაძე (49), 1:5 მორატა (66), 1:6 ვილიამსი (68), 1:7 იამალი (74)

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (საზონოვი 77), კაშია, კვირკველია, აზაროვი (დვალი 60), აბურჯანია (ჩაკვეტაძე 46), კიტეიშვილი, გაგნიძე (მექვაბიშვილი 46), ლობჟანიძე (დავითაშვილი 46), კვარაცხელია, მიქაუტაძე

ესპანეთი: სიმონი, კარვახალი, ლე ნორმანი, ლაპორტი, გაია, როდრი (ზუბიმენდი 72), ფაბიან რუისი, ასენსიო (ვილიამსი (45), გავი (მერინო 58), ოლმო (იამალი 44), მორატა (ხოსელუ 72)

მკითხველის კომენტარები / 327 /
სანამ ეს უინტელექტო, მხოლოდ ფულის შოვნაზე დაფეთებული ფედერაციაა სათავეში, არც საკლუბო და არც სანაკრებო დონეზე არაფრის შანსი არ გვაქვს. პრობლემა ისაა, როგორ მოვიცილოთ ეს საშინელი ხალხი? ფეხბურთში პოლიტიკა და სპორტი არა და არ გაემიჯნა ერთმანეთს და კატასტროფული შედეგებიც სახეზეა წლებია.
ირაკლი
09 სექტემბერი 2023 07:57
2
კიდევ ერთხელ და ალბათ საბოლოოდ უარს ვამბობ ქართულ ფეხბურთზე. აღარ მინდა გავიგო არავის გვარი.
ჭორლეონე
08 სექტემბერი 2023 22:38
4
Kaladze sveshami
Lasha
08 სექტემბერი 2023 22:17
4
ხიზანას თაურით დაწყებული თამაში დასრულდა ლოგიკური შედეგით
09 სექტემბერი 2023 12:35
1
თქვენს მსგავსად მეც ძალიან მწყდება გული და უკვე მართლა ნერვებიც აღარ მყოფნის ამ ყველაფრის შემყურეს. მუდმივი წარუმატებლობა ქვეყნის სახელით, ეს ბევრად დამთრგუნველია, რადგან ეროვნულ იდენტობასთან, ქვეყნის წარმატებასთან ასოცირდება. რამდენი ინდივიდუალურად წარმატებული ადამიანიც არ უნდა გვყავდეს, მაინც ყველაზე მთავარი, გუნდური წარმატებაა, აუცილებელია რომ საზოგადო წარმატების ბევრი შედეგი გვქონდეს, იქნება ამოვიდეთ ამ წაგებულისა და დამარცხებულის მენტალობიდან, ამ მუდმივი მონობის ფსიქოლოგიიდან. ასეთი წარმატებისათვის კი ყველა სფეროში გვჭირდება პირველ რიგში პროფესიონალები, თუმცა მხოლოდ ეს არ კმარა, აუცილებელია ქვეყნის სიყვარული, საქმის სიყვარული, ენთუზიაზმი, თავგანწირვა, პატრიოტიზმი. თუმცა ძნელია ამ მერკანტილურ სამყაროში მსგავსი თვისებების მატარებელი პროფესიონალები მოძებნო და თანაც უმრავლესობაში მოიყვანო რომელიმე პოზიციაზე. სპორტში კრიმინალი იმაზე მეტად არის ჩართული, ვიდრე ჩვენ გვგონია, იგივე კვარას ტრანსფერის ირგვლივაც, ბევრი მასეთი ტრიალებდა და ვხედავთ ხელფასზე რაც ხდება, ძალიან გაუფუჭებენ საქმეს ამ ბიჭს. ჟურნალისტიკა ჩვენ არ გაგვაჩნია, რომ სწორი ანალიზი გააკეთოს და მოურიდებლად წერონ სიმართლე, განურჩევლად იმისა თუ ვისი გვარი და სახელი ამოტივტივდება მაგ დროს. არგენტინაში რომ არ მომხდარიყო მესისა და მთელი არგენტინის ფეხბურთის ფედერაციას კრიტიკა, სკალონი შეიძლება საერთოდ არც დაენიშნათ მწვრთნელად. კრიტიკა არ ნიშნავს პირად შეურაცხოფას, ეს არის შენი პროფესიული მოღვაწეობის შეფასება და თუ აშავებ, მაშინ მიიღე კიდევაც. რა გითხრათ, გამძლეობას გისურვებთ, რადგან ვატყობ კიდევ დიდხანს მოგვიწევს ნერვების თხრაა .
ATP 16
09 სექტემბერი 2023 12:03
0
მალე დაავიწყდებათ კვარა შარშანდელი თოვლივით..ეგეთი პირი უჩანს. სამწუხაროდ!!
ბატისტუტა
09 სექტემბერი 2023 11:42
3
წვიმის ბრალია! თორემ შოტლანდიას და ესპანეთს დავამარცხებდით :))))
ძველი დინამოს გულშემატკივარი…
09 სექტემბერი 2023 10:11
0
Აბა რა გეგონათ. მართლა რამეს წარმოადგენდა ჩვენი ნაკრები და ის ზღვარ გადასული ბაქი-ბუქით დიდი ხნით იქწებოდით ილუზიებში. Ლამაზი კარტინკებით შორს ვერ წახვალ.ტვინი რომ წაიღეთ კვარა-კვარადონის ძახილით.სერია-ს საუკვეთესო, ოქროს ბურთი, ხელფასი, ვასკვლავი და ათასი სისულელე სად იყო გუშინ. Კვერკველიას და კაშიას რომ მიადექით და ლანძღავთ, ნახეთ რა დღე აყარეს თქვენს გაპიარებულ ახალგაზრდებს- აზაროვს ბოჩოლეიშვილს, ან კიდევ მწვრთლმა უთხრა კვარას და სხვა შემტევებს შუა ხაზელებს ასე ინერტულები და უსუსურები იყავით მინდორზეო. Სულ ეგ არის დღემანდელი ქართული ფეხბურთის დონე ნაკრების დონეზეც გამონდა ისე როგორც ევროტურნირებზე...მარტო ფეხბურთი კი არა ჩვემთან ყველაფერი ლიპაა, მოჩვენებითია, თვალებში ნაცარი და მისი ჯანი. Იქნებ რეგბისტებმა გაქაჩონ? Მაგრამ..
Შულაია
09 სექტემბერი 2023 10:04
1
მკვდრებზე ან კარგს ამბობენ,ან არაფერს.მოდით გავჩუმდეთ.
გურულო
09 სექტემბერი 2023 09:02
1
საპენსიო ხალხი უნდა ჩანაცვლდეს სასწრაფოდ, სანამ ეს ხალხი გააგრძელებს არაფერი გვეშველება, ლოჩოშვილის არგამოძახება საერთოდ სასწაულია, 35+ ბიჭებს რომ ათამაშებ რომლებმაც ბევრს ვერაფერს მიაღწიეს რას ელოდები განვითარდებიან და ნაკრებს გააძლიერებენ? ისევ სჯობს ახალგაზრდებს დაუთმო ასპარეზი იქნებ მომავლისთვის მაინც გამოიღოს შედეგი
BORG
09 სექტემბერი 2023 08:50
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული