ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ესპანეთთან 1:7 განადგურდა.
შეხვედრა სტუმრების შეტევებით დაიწყო, ახლო მანძილიდან ასენსიოს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია, შემდეგ ოლმომ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და იერიშების ორგანიზება უჭირდა და გოლიც გავუშვით - ასენსიოს ჩაწოდებულ ბურთზე გოჩოლეიშვილს მორატამ დაასწრო და თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. ცოტა ხანში კვირკველიამ ფაბიან რუისის განივად გადაცემული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე ფაბიან რუისის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. ცალკარა თამაში გაგრძელდა, მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა აშკარა გოლისგან.
თუმცა, მალე ოლმომ და მორატამ ანგარიში გამანადგურებელი გახადეს.
მეორე ტაიმის დაწყებისთანავე წვიმა წამოვიდა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა სამმაგი ცვლილება განახორციელა - აბურჯანიას, გაგნიძის და ლობჟანიძის ნაცვლად მოედანზე ჩაკვეტაძე, მექვაბიშვილი და დავითაშვილი შეუშვა და სიმონის კარი ჩაკვეტაძემ დალაშქრა. „ფურია როხამ“ ინიციატივა უმალ დაიბრუნა, მორატამ ჰეთ-თრიკი შეასრულა, შეცვლაზე შესულმა ვილიამსმაც გაგვიტანა, 16 წლის იამალმაც და სამარცხვინო მარცხი განვიცადეთ.
შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 12 სექტემბერს გასვლაზე ნორვეგიასთან გამართავს.
თბილისი. „დინამო არენა“. 54 549 მაყურებელი
საქართველო - ესპანეთი 1:7
გოლები: 0:1 მორატა (22), 0:2 კვირკველია (27, საკ. კარში), 0:3 ოლმო (38), 0:4 მორატა (40), 1:4 ჩაკვეტაძე (49), 1:5 მორატა (66), 1:6 ვილიამსი (68), 1:7 იამალი (74)
საქართველო - ესპანეთი 1:7
გოლები: 0:1 მორატა (22), 0:2 კვირკველია (27, საკ. კარში), 0:3 ოლმო (38), 0:4 მორატა (40), 1:4 ჩაკვეტაძე (49), 1:5 მორატა (66), 1:6 ვილიამსი (68), 1:7 იამალი (74)
საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (საზონოვი 77), კაშია, კვირკველია, აზაროვი (დვალი 60), აბურჯანია (ჩაკვეტაძე 46), კიტეიშვილი, გაგნიძე (მექვაბიშვილი 46), ლობჟანიძე (დავითაშვილი 46), კვარაცხელია, მიქაუტაძე
ესპანეთი: სიმონი, კარვახალი, ლე ნორმანი, ლაპორტი, გაია, როდრი (ზუბიმენდი 72), ფაბიან რუისი, ასენსიო (ვილიამსი (45), გავი (მერინო 58), ოლმო (იამალი 44), მორატა (ხოსელუ 72)
ესპანეთი: სიმონი, კარვახალი, ლე ნორმანი, ლაპორტი, გაია, როდრი (ზუბიმენდი 72), ფაბიან რუისი, ასენსიო (ვილიამსი (45), გავი (მერინო 58), ოლმო (იამალი 44), მორატა (ხოსელუ 72)
აქ მთავრდება ყველაფერი.
რამდენი ხანია რაც გამოჩნდა ხვიჩა, სულ რაღაც სამი წელია და იშოვა ერმა ახალი საჯიჯგნი მასალა. არაფერი არ დაუტოვა, პოლიტიკურადაც განიხილა, პირადიც გადმოულაგა, ათასი რაღაც დააბრალა, ტრავმის მოგონება კოვიდის მოგონება, 21 წლამდელებში თამაშიც კი მოსთხოვეს სამარცხვინოდ, ვისაც არ ეზარება ყველა მაგას განიხილვს. გამოქვაბულში რომ მოხვდება ცივილიზებული ადამიანი და ველურები რომ ათვალიერებენ შესაჭმელად, ისეა ზუსტად.
უსამართლობაა მარგალიტი ღორებთან რომ მოხვდება, თვითონ ვერ გახდის ღორებს უკეთესს და ღორები კი გასვრიან ტალახში ყოველთვის.
ამ ბიჭს მისჯილი აქვს ტალახში ყოფნა, რადგან უნიკალური ტალანტით დაიბადა და ყოველ სანაკრებო პაუზაზე ამ წუმპეში უნდა ჩამოვიდეს.
ვინ გვყავს ფეხბურთელები გადახედეთ აბა? როგორ შეიძლება ერთ ახალგაზრდა ადამიანს შეატენო მთელი პასუხისმგებლობა და დანარჩენებმა სამარცხვინოდ ითამაშონ. ყველამ ხო იცის ვისზეც გადატყდება ჯოხი, თუ ფსიქოლოგიურად და თუ მორალურად.
ჯერ კიდე როდის ვიძახდი, ამ ბიჭს იმდენი გულის ტკენა ელოდება თავისი ქვეყნისგან ჯერ სად ხართთქო.
დიდი მადლობა იმ ხალხს, ვინც მხარს უჭერს მას და ნაკრებს ბოლომდე.
უამრავი პატარა ერების წარმომადგენლებს ვიცნობდი და ასე აფასებდნენ თავიანთ ფეხბურთელებს სულ კბილებით იცავდნენ. ჩვენ ეგეც კი არ გვაქ
აბურჯანია ფორმის პიკზეც არ ივარგებს.
კაშიას და კვირკველიას სანამ გინებას არ დაუწყებენ ქუჩაში, ალბათ ვერ მიხვდებიან, რო ისინდისონ და სხვას მისცენ შანსი.
მარტო მამარდაშვილი შემეცოდა, არ იყო ღირსი ამ შედეგის.
0-4 1 ტაიმში და ორად ორი ფოლი, ამათ ან თავმოყვარეობა არ აქვთ, ან ვილის დავალებას ასრულებნენ ხუთიანზე, უჯარიმოდ, რაც ამათ არ შეუძლიათ ფიზიკურად.
საზონოვი საყრდენათ, სხვა გზა არ არის, არ მოერიდება გაქცეული კაცის წაქცევას.
1-7 !!! დაგვინდეს კიდე რამდენჯერ?
არა მგონია რაიმე შეიცვალოს მიდგომაში, ფედერაცია და სანიოლის მხრიდან, დინებას მიყვებიან, და ეს უფრო ცუდია, ვიდრე ეს შედეგი.
ბოიკოტი! ნუღარ მივალთ ამათ თამაშზე!
სხვა არაფრის თავი არ გვაქვს, თორემ თავმოყვარე ქვეყანაში მწვრთნელიც, რამდენიმე ფეხბურთელი მაინც და ფედერაციის შეფიც უკვე გაგდებული იქნებოდნენ.