სანიოლი: გულწრფელად უნდა ვისაუბროთ, სად ვართ და სად უნდა ვიყოთ

AutoSharing Option
ესპანეთთან გამანადგურებელი მარცხის (1:7) შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"პირველ რიგში, იცით, რომ ჟურნალისტების შეკითხვებს ყოველთვის ვპასუხობ, დღეს კი ისეთი სიტუაციაა, მხოლოდ ჩემს შეფასებას გავაკეთებ. ბოდიშს ვუხდი შესანიშნავ გულშემატკივრებს, რომლებიც ცუდი თამაშის მიუხედავად, ბოლომდე მხარს გვიჭერდნენ. დღეს ქებას მხოლოდ ისინი იმსახურებენ.

დღეს არაფერი გამოგვივიდა, არც ბურთით, არც მის გარეშე, არც ტექნიკა გვქონდა და არც შესაბამისი მიდგომა. თამაში ყველა ასპექტში ჩაგვივარდა. უახლოეს პერიოდში მოთამაშეებს დაველაპარაკები, დაწვრილებით გავაანალიზებთ ამ კატასტროფულ შედეგს. კატასტროფული იყო როგორც მათთვის, ასევე სამწვრთნელო შტაბისთვის. გულწრფელად
უნდა ვისაუბროთ, სად ვართ და სად უნდა ვიყოთ, განსაკუთრებით "ერთა ლიგის" პლეი-ოფის წინ.

ცუდი და წარუმატებელი თამაში ფეხბურთის ნაწილია, თუმცა ამ დონეზე ჩაგდება მიუღებელია. რამდენიმე დღეში ნორვეგიასთან ურთულესი თამაში გველის და იგივე შეცდომები რომ გავიმეოროთ, მორიგი კატასტროფა მოხდება. ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა შემდეგ თამაშზე ღირსეული შედეგი გვქონდეს".

მკითხველის კომენტარები / 114 /
ბოიკოტი ფედერაციას, ანუ ცარიელი სტადიონი. ესაა ერთადერთი გამოსავალი. მარტო ამ მაფიამ უნდა უყუროს ამათ საცოდაობას. ტოტალიზატორზე ფულს მაინც მარტო ეგენი ხსნიან.
გიორგი
09 სექტემბერი 2023 01:59
11
ეს იყო პირველი თამაში ნაკრების რომ არ წავედი, სწორედ მაგ მიზეზით და აწი სანამ ეს ხელმძღვანელობაა აღარც წავალ.
გიორგი
09 სექტემბერი 2023 12:31
0
Aba shenc ginda moxsna?
Federacia
09 სექტემბერი 2023 04:17
0
ჩემი თქვენდამი ღრმა პატივისცემის მიუხედავათ თქვენს მიერ გულწრფელად დასმულ შეკითხვაზე:"სად ვართ და სად უნდა ვიყოთ?" ასევე გულწრფელად მინდა გიპასუხოთ თქვენ სამწუხაროდ ჯერ კიდევ საქართველოში ხართ და წესით უკვე საფრანგეთში უნდა იყოთ. არ გვინდა ახლა გამართლებები: "წვიმდა", "მსაჯი ემხრობოდათ", "ნახეთ ის ფეხბურთელები სად თამაშობენ და რა პირობებში ვარჯიშობენ", "ჩვენებს მაგრად არ გაუმართლათ", "ჩვენთან შედარებით მაგათი მშპ კოეფიციენტი ძალიან მაღალია", "როდესღაც ხომ უნდა წაგვეგო","სამაგიეროდ ერთა ლიგაზე მაგრად ვითამაშეთ და ნახევარ ფინალში ვართ" და ბოლოს "არა უშავს ერთა ლიგით გავალთ". მოკლედ ჰა ოსლო და ჰა ნორვეგია.
პასუხი მუსიე სანიოლს!
09 სექტემბერი 2023 01:43
3
სანიოლი გასაგდებია.
აზაროვი არ არის ნაკრების დონის ფეხბურთელი.
კაშია და კვირკველია პენსიაზე გაუშვით.
გაგნიძე სუსტი პიროვნებაა. აღარ გამოიძახოთ.
ქ. გ.
09 სექტემბერი 2023 01:27
4
კვირკველიაა საუკეთესო მეგობარო? რომელოც კაროერას ასრულებს და საუდის არაბეთშია? 3 გოლი მაგის შეცდომის გამო გავიდა 1 ტაიმში. იტყვი აბა სხვა ვინ უნსა დაეყენებინაო დაცვაში და ლოჩოშვილი? საზონოვი რომლიც ფორმაში იყო, გელაშვილი რომწლიც სერია ბ ში გადავიდა? კი გამოიცდელები არიან შედარებით მაგრამ არა ეგეთი რომ 3 გოლი გაატანინონ ტაიმში.
Dato
09 სექტემბერი 2023 10:12
1
Ვის უნდა ეთამაშა და ვინ უნდა გამოეძახებინა წერია კომენტარებში.ნუ იასნია შენ ფედერაციიდან ხარ
Გენიოს ტრენერს
09 სექტემბერი 2023 05:33
0
ყველა გამოხმაურება
Ბ-ნი ვილი ლოჩოშვილი არაო, გველესიანიც არაო, გადრანიც არაო... 3 ცენტრალურიც არაო... Ჩემი აზრით ამ დონეზე მწრთვნელობაში ვეღარ ქაჩავ! ხოდა სანამ ჰალანდმა და შემდეგ კი ბ დივიზიონის გუნდებმაც შავი დღე არ გვაყარეს, სხვა საქმე ნახე! Ნორვეგიის შემდეგ, იმედია გიჯიკებს ფედერაცია (ვაია ის რომ თვითონაც რომ საჯიკებელია)
Მახვში
09 სექტემბერი 2023 01:27
0
დროზე მოდით აზრზე შეცვალეთ მწვრთნელი თორემ გასვლა კიარა ყველაფერი დაგვავიწყდება.მაყურებელიც არ ეყოლება.ეს რა იყო.ესეთი წაგება და ისიც დინამოზე?რასქვია არ უშვებთ.რა გინდათ ნაკრების წაგებებზე უნდა ვიყოთ?
დათო
09 სექტემბერი 2023 01:24
3
რატომა ამდენი ცენზურა ამ საიტზე???
ხალხი წერს იმას რაც ფიქრობს ნაკრებზე
ვახო
09 სექტემბერი 2023 01:20
1
ჯერ ბატონი კობიაშვილი მოხვდეს იქ სადაც მისი ადგილია და მერე სანიოლზე ვილაპარაკოთ
?
09 სექტემბერი 2023 00:40
6
რის პლეი ოფი რა ფინალი - ყაზახეთმა შეიძლება ამაზე უარესად მოგვიგოს!!!
irakli
09 სექტემბერი 2023 00:30
7
ხიზანიშვილს დაფა ფურცელი და კალამი კარგად უჭირავს ხელში
ტაჰამატა
09 სექტემბერი 2023 00:28
0
ხეჩო ვერ შვება
რეალში თუ გადავიდა წააგებს,
09 სექტემბერი 2023 00:15
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული