სანიოლი: გულწრფელად უნდა ვისაუბროთ, სად ვართ და სად უნდა ვიყოთ

AutoSharing Option
ესპანეთთან გამანადგურებელი მარცხის (1:7) შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"პირველ რიგში, იცით, რომ ჟურნალისტების შეკითხვებს ყოველთვის ვპასუხობ, დღეს კი ისეთი სიტუაციაა, მხოლოდ ჩემს შეფასებას გავაკეთებ. ბოდიშს ვუხდი შესანიშნავ გულშემატკივრებს, რომლებიც ცუდი თამაშის მიუხედავად, ბოლომდე მხარს გვიჭერდნენ. დღეს ქებას მხოლოდ ისინი იმსახურებენ.

დღეს არაფერი გამოგვივიდა, არც ბურთით, არც მის გარეშე, არც ტექნიკა გვქონდა და არც შესაბამისი მიდგომა. თამაში ყველა ასპექტში ჩაგვივარდა. უახლოეს პერიოდში მოთამაშეებს დაველაპარაკები, დაწვრილებით გავაანალიზებთ ამ კატასტროფულ შედეგს. კატასტროფული იყო როგორც მათთვის, ასევე სამწვრთნელო შტაბისთვის. გულწრფელად
უნდა ვისაუბროთ, სად ვართ და სად უნდა ვიყოთ, განსაკუთრებით "ერთა ლიგის" პლეი-ოფის წინ.

ცუდი და წარუმატებელი თამაში ფეხბურთის ნაწილია, თუმცა ამ დონეზე ჩაგდება მიუღებელია. რამდენიმე დღეში ნორვეგიასთან ურთულესი თამაში გველის და იგივე შეცდომები რომ გავიმეოროთ, მორიგი კატასტროფა მოხდება. ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა შემდეგ თამაშზე ღირსეული შედეგი გვქონდეს".

მკითხველის კომენტარები / 114 /
ბოიკოტი ფედერაციას, ანუ ცარიელი სტადიონი. ესაა ერთადერთი გამოსავალი. მარტო ამ მაფიამ უნდა უყუროს ამათ საცოდაობას. ტოტალიზატორზე ფულს მაინც მარტო ეგენი ხსნიან.
გიორგი
01:59 09-09-2023
11
რატო გამოდიან ასეთი ჩასვრილები დაწყებიდანვე ვერ გავიგე.ჩაუსტვინა თუ არა მსაჯმა ეგრევე დაცვაში დადგნენ ყველა.ეს სანიოლი,აზზე არ არის არაფრის.როგირ შეიძლება ესპანეთთან ნახეცარდაცვა ჩააბარო ორ ისეთ მოთამაშეს, რომელთაც სასტავი არ ააქვთ თავიანთ კლუბში.იმათი მწვრთნელები სულელები არიან რიმ არ ათამაშებენ და ეს ჭკვიანი.ან რატომ აგინებინებ ხალხს იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც თავის დროზე ბევრი გააკეთეს გუნდისთვის, მაგრამ უკვე აღარცარ არიან იმ დონეზე და შენ კიდევ იძახებ და ის ვინც ამათ ეხლა ჯობია,იმას გამოძახებელს ტოვებ. დაცვა და ნახევარდაცვა იყო სრული კატასტროფა.არადა არიან ფეხბურთელები--ლოჩოშვილი,ალთუნაშვილი(ორივეს მშვენიერი მატჩი ქონდათ ბოლოს)არაბიძე, ირანში რომ თამაშობს ის ბიჭი და ა.შ.მაგრამ არა აქვს ტიპს სათანადო ცოდნა და უნარები და აი შედეგიც. არ უმუშავია არსად უმაღლეს დონეზე დაცანათმა მოიყვანეს იმ პონტში, რომ ამათ დაემორჩილბოდა.აბა სხვა ახსნას მე ვერ ვპოულობ.ნაკრების მწვრთნელები ოფიციანტებივით არიან, პირველი 4-5 თვე კარგად მუშაობენ, მერე სიტუაციას ერგებიან და იწყებენ მაიმუნობას.
კახა ქ.
02:53 09-09-2023
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული