goal.com/it-მა საქართველოს ნაკრების ესპანეთთან განადგურებას წერილი მიუძღვნა და ძირითადი აქცენტი ხვიჩა კვარაცხელიაზე გააკეთა.
კვარაცხელია ტემპდაკარგული საქართველოს სიმბოლო: ოცნებიდან კოშმარამდე - 1:7
"სერია A-ს ბოლო ნაწილის ჩაგდების შემდეგ "კვარას" იმედგაცრუება ნაკრებშიც ელოდა: მან თავი ვერ წარმოაჩინა, საქართველომ კი კატასტროფული მარცხი განიცადა.
საქართველო საკუთარ მოედანზე ესპანეთთან განადგურდა და კვარაცხელია და კომპანია მეტოქის ცეცხლოვანი ლავის ქვეშ აღმოჩნდა. დიახ, "კვარა".
2022/23-ის სეზონის პირველ ნახევარში კვარაცხელიამ უდავოდ აღფრთოვანება დაიმსახურა, თუმცა მეორე ნახევარში ქართველ ტალანტს სირთულეები შეექმნა. სერია A-ში მეტოქეებმა მისი სვლები შეისწავლეს და შესაჩერებლად მოქმედებები
დასაშვები თუ დაუშვებელი ხერხებით დაიწყეს.
ჩემპიონატის ბოლო 30 დღეში "კვარამ" მხოლოდ 2 საგოლე გადაცემა გააკეთა და ეს მაშინ, როდესაც მარტამდე გოლებისა და გადამწყვეტი გადაცემების ორნიშნა მაჩვენებელს უწია. შემდეგ ან გამარჯვების განაღდების, ან მოწინააღმდეგეთა ზემოთ ნახსენები მოქმედებებიდან გამომდინარე, ის უკვე აღარ არ იყო ისეთი, როგორც მანამდე. ინვოლუცია სანაკრებო შეხვედრებშიც გამოვლინდა: აბსოლუტური ბომბარდირი გადაიქცა მნიშვნელოვან თავდამსხმელად, რომელიც მაჩვენებლებით გადამწყვეტი უპირატესობის მომტანი არ იყო.
ჩემპიონატის ბოლო 30 დღეში "კვარამ" მხოლოდ 2 საგოლე გადაცემა გააკეთა და ეს მაშინ, როდესაც მარტამდე გოლებისა და გადამწყვეტი გადაცემების ორნიშნა მაჩვენებელს უწია. შემდეგ ან გამარჯვების განაღდების, ან მოწინააღმდეგეთა ზემოთ ნახსენები მოქმედებებიდან გამომდინარე, ის უკვე აღარ არ იყო ისეთი, როგორც მანამდე. ინვოლუცია სანაკრებო შეხვედრებშიც გამოვლინდა: აბსოლუტური ბომბარდირი გადაიქცა მნიშვნელოვან თავდამსხმელად, რომელიც მაჩვენებლებით გადამწყვეტი უპირატესობის მომტანი არ იყო.
კვარაცხელია - ქართული გუნდის ყველაზე დიდი ვარსკვლავი, წარმომადგენელი ქვეყნისა, რომელიც როგორც იქნა, პირველ პლანზე გამოდის. "მილანის" შემადგენლობაში კახა კალაძე (თბილისის ამჟამინდელი მერი) მრავალი წლის მანძილზე ერთადერთი ქართველი გახლდათ, რომელმაც ყველა ტიტული მოიგო.
თუმცა ახლა, "კვარას" გარდა, ჰყავთ მიქაუტაძე, ჩაკვეტაძე და უპირველეს ყოვლისა, ცხადია, პირველი სიდიადის ვარსკვლავი მამარდაშვილი - ევროპის ახალგაზრდა მეკარეთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო.
მიუხედავად იმისა, რომ მისი პარტნიორების კლასი ეჭვს არ იწვევს, თუ "კვარა" თავის სიმაღლეზე არ იქნა, ნაკრებს შეიძლება არაფერი გამოუვიდეს. თუ ის გოლს ვერ გაიტანს, საქართველოს ძალიან გაუჭირდება.
ბოლო 4 მატჩში საქართველომ 4 გოლი გაიტანა, 11 გაუშვა და თავის ჯგუფში ტემპს სახიფათოდ მოუკლო - ევროპის ჩემპიონატზე პირველად გასვლის შანსის მქონე გუნდს იმედის დასაბრუნებლად რაც შეიძლება მალე მართებს სიტუაციიდან გამოსავლის მოძებნა, რათა მომავალში დიდ იმედგაცრუებას დააღწიოს თავი".
გამოცემა წერს, რომ საქართველოს ნაკრები პარასკევს ესპანეთთან უძლური აღმოჩნდა, ერთადერთი გოლი ჩაკვეტაძემ გაიტანა, როდესაც სიმონმა მის მიერ დარტყმული ბურთი ვერ მოიგერია და ისევ კვარაცხელიას ფაქტორს უბრუნდება და აღნიშნავს, რომ ადრე ეროვნულ გუნდში ბრწყინავდა, ერთა ლიგაზე 5 გოლი გაიტანა, ახლა მოუკლო და ძველი კონდიციების დაბრუნება სჭირდება:
"ესპანეთთან დამარცხებული საქართველო ოსლოში, "ულევიზე", ჰოლანის ნორვეგიასთან სათამაშოდ გაემგზავრება. ეს მატჩი მეორე ადგილისათვის შეიძლება გადამწყვეტიც აღმოჩნდეს. საქართველო ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და თავისი ვარსკვლავის სათანადო დახმარების გარეშე გაუჭირდება მომავალ ევროპირველობაზე მოხვედრა. რა სჭირდება "კვარას"? ნაპერწკალი. ისეთი, რაც თავისი შესაძლებლობების რწმენას განუახლებს - რომელმაც "ოქროს ბურთის" ნომინანტთა შორის მოხვედრა დაიმსახურა და თავისი ქვეყანა (და არამხოლოდ ნაკრები) ევროპულ და მსოფლიო რუკაზე დააბრუნა. ნორვეგია პირველი შანსია. შემდეგაა სერია A, ჩემპიონთა ლიგა და კი არ შეყოვნდება, არამედ უბრალოდ გაფრინდება".
ნებისმიერი სპორტსმენი, იმსახურებას კრიტიკას და შექებას, იქიდან გამომდინარე როგორ იასპსარეზებს - და ეს ჩვეულებრივი ამბავია! ნეგატიური კუთხით მსჯელობა, არ ნიშნავს რომ გეზარება ან ცუდი დამოკიდებულება გაქვს ფეხბურთელის მიმართ.
კვარაცხელია მაგალითია იმის რომ შეფასება შეიძლება უარყოფითიც იყოს, რა დონეზე ასორეზობ ამ ეტაპზე. მან ძალიან მოუკლო, ფაქტი სახეზეა, ამის უარყოფა არ შეიძლება. როცა საქმე შეეხევა ეროვნულ ნაკრებს, სრულიად ლეგიტიმურია ასეთი შეფასებების გაკეთება.
მოკლე ანალიზი ამ ფეხბურთელის შესახება.
სამწუხაროდ მან მოუკლო ბევრი მიზეზების გამო
«ფსიქოლოგიური მომენტი და წნეხი»
მას დააჯერეს რომ ყველაზე საუკეთესოა, და განუმეორებელია ამ სპორტის სახეობაში, დიდი როლი სპალეტიმ იკისრა, ამის საფუძველზე მოკლევადიან პერსპექტივაში ამან შედეგი გამოიღო: კვარა ძალიან აქტიური, მშრომელი, და ძალიან თანამედროვე ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. მისი ბრძოლა დაცვაში, აჩქარებები დაცვიდან, მომენტალურად კონტრ-შეტევებში ჩართვები, დისტანციაზე ფეხბურთელის მოტყუება, და დიდ
მანძილზე სირბილი დაუღალავად - ეს იყო მთავარი და დასამახსოვრებელი თვისება. და დაუფასდა კიდევაც, გულშემატკივრის მხრიდან და ასევე შედეგით.
იმის შემდეგ, წნეხის ქვეშ და ამდენი ინფორმაციის მერე
მყოფი კვარაცხელია ისეთივე პროდუქტიული ვერ გახდა, რატომ?
იმიტომ რომ, მას მალევე დაეწყო
სინდრომი რომელიც შინაგანათ აიძულებდა და ფიქრობდა როგორმე შეენარჩუნებია მაღალ საფეხურზე თავისი სტატისტიკა და კიდევ მეტადშედეგინი ყოფილიყო. დადგა ეტაპი როდესაც ის პირად მიღწევებზე უფრო დაიწყო ფიქრი ვიდრე გუნდზე, ბოლო თამაშებში(სანამ უიღბლო სტატისტიკა დაეწყებოდა) პირველი გარბოდა ყველა ბურთის მოწოდებაზე, კუთხურზე, და რამდენჯერმე პენალტი გააფუჭა. ეს არის ყველაფერი იმის შედეგი რომ ის აღმოჩნდა თავისი თავის მძევალი, იმ მოლოდინის რაც ხალხს და მედიას ქონდა.
“იმ ეტაპზე როდესაც შედები არის, და გაღიარებენ და ვარსკვლავად გთვლიან, კვარაცხელია მიუდგა ძალიან არაპროფესიონალურად ამ ყველაფერს, და ვერ გადალახა ეს ეტაპი”
დღევანდელი თამაში ამ ფეხბურთელის არის - ბრძოლა თავის ამბიციებთან. რაც ძალიან ხშირად ემართებათ ქართველ ფეხბურთელებს - პირადი ამბიციების წინა პლანზე აყვანა.
ამ აბიციებს შეეწირა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, და არანაკლებ უარყოფითად იმოქმედა თავად კვარაცხელიაზე
«როდესაც ხალხი გაღიარებს და უყვარხარ შენ არ გაქვს უფლება ზურგი შეეაქციო შენს ეროვნულ ნაკრებს» მაგრამ ვერ გათვალეს ის რომ, ამ ნაკრების დამსახურებით, და ხალხის სიყვარულით, ის არის იქ სადაც არის.
საბოლოო დასკვნა არის ის რომ, ქართველ ადამიანს, სპორტსმენს სჭირდება ბევრი ძალისხმევა იმისთვის რომ რამეს მიაღწიოს, შემდეგ კი ძალიან დიდი ძალისხმევა რომ შეეანარჩინოს ეს ყველაფერი.
ჩემთვის მთავარია როგორ იხარჯება სპორტსმენი, როგორ ბრძოლობს, და თავს აკლავს თუ არა თავის ეროვნულ ნაკრებს, შეიძლება დიდი ანგარიშით წააგო მაგრამ მუხლებ დაგლეჯილი გამოხვიდე - და მაშინ იტყვის ხალხი: ბრძოლობდნენ, მაგრამ ამჯერად არ გამოუვიდათ, მაგრამ შემდეგში გამოუვათ! ეს არის მთავარი - იმედი, რაც ამ ფეხბურთელებმა ბოლომდე დაგვიკარგეს. ფეხბურთელი რომელიც არ არის მზად მუხლები დაიგლიჯოს ეროვნული ნაკრების გამო და ურჩევნია კუნძუზე დაისვენოს, ის სააბოლოოდ უნდა დარჩეს კუნძულზე. ჩვენ გვჭირდება ნამდვილი მეომრები, სულს და გულს რომ დადებენ და არ შეგვარხვენენ და თავის თავსაც არ შეირცხევენენ.
მადლობა ყურადღებისთვის.