გოლი და ბოლო წამზე გაშვებული შანსი - საქართველოს ნაკრები ნორვეგიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, A ჯგუფში, მეხუთე ტურში, საქართველოს ნაკრები გასვლაზე ნორვეგიასთან 1:2 დამარცხდა.

საინტერესო იყო, როგორ რეაგირებას მოახდენდა ესპანეთთან განადგურებული ჩვენი გუნდი და მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ამისათვის ტაქტიკაც შეცვალა და ნაწილობრივ შემადგენლობაც. მატჩი სწრაფ ტემპში დაიწყო, ორმხრივი შეტევებით. ქართველი ფეხბურთელები თამამად მოქმედებდნენ. კვარაცხელიას დარტყმული ბურთი საჯარიმოში მცველს ხელზე მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. მასპინძლები ფლანგებიდან თავიანთ ლიდერზე, ჰოლანზე ცდილობდნენ გადაცემის გაკეთებას, რომელსაც მცველები ყურადღებით მეურვეობდნენ. სადღაც მეოცე წუთისთვის ნორდები ინიციატივას დაეუფლნენ და ჰოლანმა თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. სწრაფი
კონტრიერიშისას ხვიჩამ შანსი ვერ გამოიყენა, მალე კი ედეგორმა მეორე გოლი გაგვიტანა და საგოლე პასი ისევ 19 წლის ნუსამ გააკეთა, რომლის შეჩერება გოჩოლეიშვილს უჭირდა.

შესვენების შემდეგ სანიოლმა გოჩოლეიშვილი მამუჩაშვილით შეცვალა. თამაშის სურათი არ შეიცვალა, ნორვეგია უპირატესობას ფლობდა, მშვიდად აკონტროლებდა ბურთს, საქართველოს ნაკრები მეტოქის ნახევარზე აწევას ვერ ახერხებდა. ერთ-ერთი იშვიათი შეტევისას კვარაცხელიამ მიზანს ააცილა ბურთი. კომპენსირებულ დროში აზაროვის ჩაწოდებულ ბურთს ზივზივაძემ ნილანდის კარში მიუჩინა ადგილი. ბოლოს "კვარას" დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და წავაგეთ.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში 4 ქულით მეოთხე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 15 ოქტომბერს სახლში კვიპროსთან ჩაატარებს.

ოსლო. „ულევი“. 23 665 მაყურებელი
ნორვეგია - საქართველო 2:1
გოლები: 1:0 ჰოლანი (25), 2:0 ედეგორი (33), 2:1 ზივზივაძე (90+1)

ნორვეგია: ნილანდი, აიერი, ესტეგარდი, სტრანდბერგი, ბერგი, აურსენსი, ედეგორი, ბიორკანი, ნუსა (სოლბაკენი 71), ლარსენი (ბერგე 71), ჰოლანი

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (მამუჩაშვილი 46), კალანდაძე, კაშია, კვირკველია, აზაროვი, კიტეიშვილი, დავითაშვილი (ჩაკვეტაძე 67), ქოჩორაშვილი (მექვაბიშვილი 76), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ზივზივაძე 67)

მკითხველის კომენტარები / 186 /
სუფთა ნახირი. უთავმოყვარო ფეხბურთელები და მწვრთნელები. უჯიგროდ უმოტივაციოდ თამაში. ამათ საერთოდ რა ესაქმებათ ევროპის ჩემპიონატზე. ამაზრზენები. ჟურნალისტებო ამოიღეთ ცოტა ხმა!
გიო-გოლი
13 სექტემბერი 2023 09:55
1
კაი, ბონდო იყოს დოლაბერიძე)), ეს რომ არ უნდა იყოს ფაქტია..
Zviads
13 სექტემბერი 2023 02:01
0
რაც ევროპას და ამერიკას მაგრად დავუდექით და შესწორება გავუბედეთ,
მას მერე წავიდა ჩვენი ფეხბურთის და კალათბურთის საქმე, აღარც მწვრთნელები და აღარც მსაჯები არ გვწყალობენ !!!!!!!!
რა ვქნა ყველაფერზე ვეჭვიანობ
თენგო
13 სექტემბერი 2023 15:02
17
ახლა მთავარია თბილისში შოტლანდია გავამწაროთ და იქნებ ესპანეთშიც ვადინოთ ჭირის ოფლი
საჩინო
13 სექტემბერი 2023 11:15
6
ყველა ჩვენმა მეტოქემ გაიგო რომ პრესინგისას ჩვენ არ შეგვიძლია თამაში, პასის მიცემა. აუტიდან ბურთის შემოტანა , შენარჩუნება , რით ვერ შეძლეს 1-2 სტანდარტული მოქმედების დაზეპირება თუ როგორ უნდა დააღწიო ამ უსუსურობას თავი ? საოცარია პირდაპირ !
ვახსიმონტო
13 სექტემბერი 2023 09:37
0
ხოლო მეორე გოლის დროს ედეგორს წინ ქოჩორაშვილი ედგა, ზუსტად წინ ედგა, რაღაც უშნოდ გაექანა ვითომ ხელის შეშლა უნდოდა მარა მკვდარი სულები რომ გამჭირვალეები არიან ფილმებში ისე გაიარა არც შეხებია სულ თავისუფლად დაარტყა ედეგორმა და გაიტანა. როცა არავითარი შანსი არ ქონდა წინ ვინმე ნორმალური რომ დახვედროდა. პირველად ითამაშა მგონი ქოჩორაშვილმა დებიუტი ქონდა. ასეთ რამეებს როგორ აკეთებს მერამდენედ თან ეს სანიოლი და როგორ გასდის ხალხი როგორ უტარებდ ასეთი ანომალიური გადაწყვეტილებები. თან საზონოვი არ ათამაშა საერთოდ მაგის იმედი გვქონდა და პრინციპულად არ შემოიყვანა მთელი თამაში ეს უნდა ახსნას როგორ და რა კრიტერიუმით პასუხი უნდა მოეთხოვოს ამაზე
GORG.
13 სექტემბერი 2023 08:14
0
ძვირფასო გულშილემატკივრებო ბოდიშს მოგიხდით, მაგრამ მეტი არ შეგვიძლია, როგორ უნდა ვაჯობოთ ან მე ან კვირკველიამ ჰალანდს, ინგლისში ქვას ქვაზე არ ტოვებს(კაშია), როგორ უნდა აჯობო ოდეგორს, არსენალში ბრდღვნის ყველაფერს, არსენალის კაპიტანი და ლიდერია, მე კიდევ სადღაც ჭ კლასის გუნდში ვთამაშობ(ქოჩორაშვილი). ნუ მოგვთხოვთ ტოპ გუნდებთან თანასწორ თამაშს, ეს შეუძლებელია, ერთა ლიგის დ ჯგუფში კი ბატონო მოგვთხოვეთ.
პატ. საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები
13 სექტემბერი 2023 02:03
10
გამოსალოცია! მანამდე არც მას და არც ნაკრებს არაფერი ეშველება!
ციციკორე
13 სექტემბერი 2023 00:55
6
დიდი გვარის კაცის შემოლაწუნება თუ უშველეს, სხვანაირად არაფერი არ გამოდის
ციციკორე
13 სექტემბერი 2023 00:59
3
სანამ პრესინგს ვერ ვისწავლით არაფერი გვეშველება,კვადრატს კი არა სამკუთხედსაც კი ვერ ვთამაშობთ
კინგი
14 სექტემბერი 2023 13:36
0
ვიღაც რუსები წერდნენ კიდე კაი კვარაპელე არ დაარქვესო და დასცინოდნენ. ქართულად წერდნენ მაგრამ ყველას პროფილები შევამოწმე და რუსული დროშები ეყენათ, რა მნიშვნელობა აქვს რა ენაზე წერდნენ, რუსები არიან. ბოლო დროს ბევრი გავშიფრე ხვიჩას მაგინებელი, რუსეთუმეები და რუსულ დროშიანები რომ არიან. იციან ქართველებს საკუთარი აზრი რომ არ გააჩნიათ და ავრცელებენ თავიანთ სისულელეებს და აჯერებენ ამ საწყლებსა. ადრე მეგონა რაღაც ტელევიზიები ლანძღავენთქო მაგრამ თურმე ყველა ერთიანდება გამორჩეული ადამიანის შესაჭმელად. რუსეთუმე, ნაცი, ქოცი რა მნიშვნელობა აქვს. თუ ვინმეა გამანადგურებელი ჩემი საქართველო აქ არის.
რომ მოკვდება ვინმე მარტო მაშინ უყვართ და აფრქვევენ აფერისტულ ცრემლებს.
დავაკვირდი ძველ ლეგენდებს რატომ ადიდებს ეგ ხალხითქო, თურმე რატომ და გარდაცვლილია თითქმის ყველა და იმიტომ.
სიცოცხლეში იმდენი ეყოლებათ ნაგინები, მაგას როგორ დააცდენიებ ახლა.
სოც. ქსელი მაშინ არ იყო და სქრინსაც ვერ დაუდებ :დ
Thomas
13 სექტემბერი 2023 10:40
1
პათოსი გასაგებია,მაგრამ თქვენ თვითონ მოგწონთ კვარას თამაშები ბოლო 6 თვეში?
სიმართლე
13 სექტემბერი 2023 19:51
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული