გოლი და ბოლო წამზე გაშვებული შანსი - საქართველოს ნაკრები ნორვეგიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, A ჯგუფში, მეხუთე ტურში, საქართველოს ნაკრები გასვლაზე ნორვეგიასთან 1:2 დამარცხდა.

საინტერესო იყო, როგორ რეაგირებას მოახდენდა ესპანეთთან განადგურებული ჩვენი გუნდი და მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ამისათვის ტაქტიკაც შეცვალა და ნაწილობრივ შემადგენლობაც. მატჩი სწრაფ ტემპში დაიწყო, ორმხრივი შეტევებით. ქართველი ფეხბურთელები თამამად მოქმედებდნენ. კვარაცხელიას დარტყმული ბურთი საჯარიმოში მცველს ხელზე მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. მასპინძლები ფლანგებიდან თავიანთ ლიდერზე, ჰოლანზე ცდილობდნენ გადაცემის გაკეთებას, რომელსაც მცველები ყურადღებით მეურვეობდნენ. სადღაც მეოცე წუთისთვის ნორდები ინიციატივას დაეუფლნენ და ჰოლანმა თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. სწრაფი
კონტრიერიშისას ხვიჩამ შანსი ვერ გამოიყენა, მალე კი ედეგორმა მეორე გოლი გაგვიტანა და საგოლე პასი ისევ 19 წლის ნუსამ გააკეთა, რომლის შეჩერება გოჩოლეიშვილს უჭირდა.

შესვენების შემდეგ სანიოლმა გოჩოლეიშვილი მამუჩაშვილით შეცვალა. თამაშის სურათი არ შეიცვალა, ნორვეგია უპირატესობას ფლობდა, მშვიდად აკონტროლებდა ბურთს, საქართველოს ნაკრები მეტოქის ნახევარზე აწევას ვერ ახერხებდა. ერთ-ერთი იშვიათი შეტევისას კვარაცხელიამ მიზანს ააცილა ბურთი. კომპენსირებულ დროში აზაროვის ჩაწოდებულ ბურთს ზივზივაძემ ნილანდის კარში მიუჩინა ადგილი. ბოლოს "კვარას" დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და წავაგეთ.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში 4 ქულით მეოთხე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 15 ოქტომბერს სახლში კვიპროსთან ჩაატარებს.

ოსლო. „ულევი“. 23 665 მაყურებელი
ნორვეგია - საქართველო 2:1
გოლები: 1:0 ჰოლანი (25), 2:0 ედეგორი (33), 2:1 ზივზივაძე (90+1)

ნორვეგია: ნილანდი, აიერი, ესტეგარდი, სტრანდბერგი, ბერგი, აურსენსი, ედეგორი, ბიორკანი, ნუსა (სოლბაკენი 71), ლარსენი (ბერგე 71), ჰოლანი

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (მამუჩაშვილი 46), კალანდაძე, კაშია, კვირკველია, აზაროვი, კიტეიშვილი, დავითაშვილი (ჩაკვეტაძე 67), ქოჩორაშვილი (მექვაბიშვილი 76), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ზივზივაძე 67)

მკითხველის კომენტარები / 186 /
მიქაუტაძე არის მაგალითი როგორ უნდა ეძინოს ფეხბურთელს, თუ არ გინდა შეჩემა თამაში მოიმიზეზე რამე და კიარავინ დაგაძალებს იბიონომატ! ზივზივაძე ჯობია ამას 100 თავით! ტიპმა ისე დატოვა მოედანი სახეზე ეტყობოდა რომ დაღლილი არ იყო, პროსტა რა!!! 14 ნომერმა საკმაოდ გამაოცა, ისე რა გამაოცა კაკ მინიმუმ ასე უნდა თამაშობდე მაგრამ ამას ჟილკა ემჩნეოდა სხვებთან შედარებით! გასაკვირი ის არის რონ თამაში შეუძლიათ, მაგრამ ჟილკა აკლიათ და რატომ ამას ვერ ვხვდები. თქვენ რა აზრის ხართ? აზაროვმა კარგი მატჩი ჩაატარა, კვარაცხელიას ტექნიკა ეტყობა, მაგრამ გვეტდდი მიქაუტაძე რომ გეყოლება რისი გამკეთებელი ხარ? კაროჩე რავი დასკვნა არის ერთი: ჟილკა აკლიათ ჟილკა!
ლევანი
13 სექტემბერი 2023 00:49
17
შენ აშკარად ალაგ ალაგ უყურებ ფეხბურთს ბიძიკო
zura
13 სექტემბერი 2023 01:33
0
ბატონო ლევან, ჩემი აზრით ორი რამ აკლიათ - (ნამდვილი) საბრძოლო განწყობა და პრესინგი (ანუ მოწინააღმდეგის პრესინგის მიუხედავად ნორმალური თამაშის უნარი და აქეთ პრესინგის მოწყობა მოწინააღმდეგის მიმართ). ამას როგორმე თუ აითვისებენ, იქნებიან მინიმუმ საშუალოზე ძლიერი გუნდი ევროპული მასშტაბით.
Gio
13 სექტემბერი 2023 00:56
1
ვაისი თუ სანატრელი გახდებოდა, რას ვიფიქრებდი. ამ გადასახედიდან ის საუკეთესო უცხოელი მწვრთნელია ნაკრების ისტორიაში. სანიოლი კი საერთოდ არაა მწვრთნელი. მხოლოდ ფასადია ხიზანიშვილის და მთლიანად ფედერაციის, ანუ ქართული ფეხბურთის უნამუსო წურბელებისა. ქეცბას ადგილზე რომ ვიყო, მწვრთნელად კი არა ფედერაციის პრეზიდენტად გავიქაჩებოდი, ხალხი ხელზე აყვანილს შეიყვანდა მაგ კაბინეტში და მერე - რეფორმები, რეფორმები და მხოლოდ რეფორმები, მექრთამეობის და პროტექციონიზმის სრული ამოძირკვა, დაწყებული ბავშვთა ფეხბურთიდან ქვეყნის მთავარ გუნდამდე! სხვანაირად შედეგი არ მოვა, 5 ხვიჩაც რომ გვყავდეს!
ქომაგი
13 სექტემბერი 2023 00:49
6
გადახედე რა ქეცბაია შედეგებს ჯერ საქართველოს და შემდეგ კვიპროსის ნაკრებში.
Gio
13 სექტემბერი 2023 07:16
0
Ელგებეტე ხარ?
გაბოს
13 სექტემბერი 2023 06:49
0
ყველა გამოხმაურება
უიმედობა სამწუხაროდ… აშკარად შესაცვლელია რაღაც, სანამ ფატალური შედეგი დაგვიდგება. და იმედია აღარ დაგვიდგება
ირაკლი
13 სექტემბერი 2023 00:48
1
სამარცხვინო ფედერაცია მწვრთნელიან ფეხბურთელებიანად..... რა ევროპა გინდათ რა მსოფლიოზე გასვლა ხოარ გძმარავთ ნორვეგიას ვერ ართმევთ ბურთს პატარა ბავშვებივით გაპამპულავებენ თქვენ ბრაზილიას და საფრანგეთს დაუდგებით???? წადით მოფსით დაიძინეთ....
რონი
13 სექტემბერი 2023 00:48
4
ნორვეგია , რომელი ხეწამოსაკრავუ გუნდია ? პრობლემა ის არის , რომ შეუსრულებელ მიზანს დავისახავთ მერე ვბრაზდებით
საქართველოს შვილი
13 სექტემბერი 2023 00:54
23
სანიოლ ფეხი არ გაადგა არსად ქართველებმა ფეხბურთი არ იციან წაგებააა ყველაზე დიდი პლიუსი აბა მოგებას რა ფასი აქ :D სათაურს შევცვლიდი ნორვიგიასთან კი არა ნორვეგიასთანაც უფროა სწორი
ნოდო
13 სექტემბერი 2023 00:46
4
საქართველოს ნაკრებმა რომ წარმატებას მიაღწიოს, ორი რამ უნდა იყოს მოწესრიგებული.

პირველი , ნაკრებს ქართველი მწვრთნელი უნდა ყავდეს და ფეხბურთელები რომლებიც ეროვნული ნაკრების ფორმას ატარებენ, სამშობლო უნდა უყვარდეთ.
ფეხბურთი
13 სექტემბერი 2023 00:46
20
შევჭამეთ ბოლო სამი წუთი
Soso
13 სექტემბერი 2023 00:45
8
აბა!საწყლები რა დღეში ჩავაგდეთ ა?!
თამაზი
13 სექტემბერი 2023 01:07
0
მეორე ტაიმი მოვიგეთ 1-0! ბოლო წამზე კვარაცხელიამ გამაზა ნაღდი გოლი! სანიოლი ვერ აყენებს ან არ აყენებს შემადგენლობას, რომელასაც შეუძლია თანაბარი ტაიმების ჩატარება!
მწრთვნელი
13 სექტემბერი 2023 00:45
12
ეს 1:2 იგივეა რაც 1:7! ეხლა არ დაიწყოთ გათანაბრება შეგვეძლო და ასე შემდეგ, მადლობა თქვას სანიოლმა რომ უფრო დიდი ანგარიშით არ წავაგეთ! დაიწყება ეხლა ლაპარაკი, თურმე თამაში შეგვიძლია და ...
გოგა
13 სექტემბერი 2023 00:44
2
კიდევ კარგად გაგვიმართლა, ნორვეგიელები რომ თამაშის აზრზე იყვნენ 9-0 უნდა დასრულებიყო.
აფსუს
13 სექტემბერი 2023 00:44
2
დაგვინდეს))))
დათო
13 სექტემბერი 2023 00:50
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული