საქართველოს ნაკრებში მთავარი არ იცვლება - გაგვიყვანს სანიოლი ევროპის ჩემპიონატზე?! - ფეხბურთის ფედერაციის საფიქრალი...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მორიგმა წაგებამ (ნორვეგიასთან 1:2) ნამდვილად არ დატოვა ისეთი თავზარდამცემი შთაბეჭდილება, როგორიც ესპანელებთან მარცხმა. როგორც ჩანს, მთავარმა მწვრთნელმა მოკლე დროში ფეხბურთელებთან საფუძვლიანი საუბარი მოახერხა. ვილი სანიოლმა მათ, ვინც წინა მატჩში პირწმინდად ჩააგდო, თავის გამოჩენის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ მისცა და ადამიანურად ეს გასაგებია. სხვა საქმეა, თუ ეს შანსი ვინ როგორ გამოიყენა...

ამასობაში, მთავარი არ იცვლება. ვილი სანიოლის ტაქტიკა, რომელიც კონტრშეტევებში შანსის პოვნას და ბურთის ნაკლებად ფლობას ეფუძნებოდა, ეფექტური და შედეგიანი აღარაა. ფრანგი სპეციალისტი ცდილობს დაგვიმტკიცოს, რომ ძლიერ გუნდებთან აღარაა, თორემ
ყაზახეთის ნაკრებთან პლეი-ოფის ეიმედება. ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ იმავე აზრზეა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება იოლი მისაღები არაა. ვლადიმირ ვაისის პოსტზე დატოვებამ არ გაამართლა, ჩრდ. მაკედონიასთან დავმარცხდით, ახლა კი სანიოლის შემცვლელის ჯერ ძიება, მერე შერჩევა - ქართველი უნდა იყოს თუ უცხოელი, მისი მხრიდან საქმეში ჩართვა გაზაფხულისთვის უფრო დამაზიანებელი არ იყოს. არადა, საქართველოს ნაკრები ახლა რეგრესის გზაზეა, ივნისიდან მოყოლებული ეს უფრო საგრძნობი ხდება და ასეთ დროს მწვრთნელები იცვლებიან. ლოგიკურად, "ჯვაროსნების" მომავალ დამრიგებლად რამაზ სვანაძის განხილვა შეგვიძლია, თუმცა მან 21-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ახალი შესარჩევი დაიწყო და შუა გზაზე მიტოვებაც არ გამოვა.

Sportall.Ge

ყველაფერთან ერთად, სანიოლი იღბლიანი მწვრთნელიც იყო, ახლა კი შედეგი არც ამ მხრივ გვაქვს. აი, ბოლო წამებზე ხვიჩა კვარაცხელიას რომ გაეტანა, მაშინ ვიტყოდით, რომ მნიშვნელოვანი ფრე წამოვიღეთ, ცოტას ვიამაყებდით კიდეც და ცოტათი თავს შევიქებდით...

რაც შეეხება თამაშს - საწყის და ბოლო წუთებში კარგად გამოვიყურებოდით. ამის მიზეზი ყველაზე მეტად ის იყო, რომ ამ პერიოდში მეტოქე პრესინგში ნაკლებად გვაქცევდა და გვავიწროებდა. ჩვენი ნაკრები ამ პრობლემას ვერა და ვერ უმკლავდება. უბრალოდ, ვერ ვიწყებთ შეტევას და რგოლებს შორის კავშირი არაა. ამას კიდევ ერთი, რაც მოჰყვება, ფეხბურთელების რესურსს სათანადოდ ვერ ვიყენებთ. მაგალითად, თუკი გიორგი მიქაუტაძის ნაკრებში ინტეგრაცია გვახარებდა, არსებული თამაშით მისი უპირატესობების გამოყენებას ვერ ვახერხებთ. ამ ტაქტიკას ბუდუ ზივზივაძე უფრო ერგება, რომელსაც მაღალ ბურთებზე ბრძოლა შეუძლია. მეორე ტაიმიდან ფორვარდის პოზიციაზე ხვიჩა კვარაცხელია ვნახეთ. ამანაც ბევრი არაფერი შეგვძინა, რადგან ამ დროს მთავარი იყო, სწრაფ შეტევებში გადასვლა მოგვეხერხებინა.

ცალკეული ფეხბურთელების უფრო მეტ მონდომებასა და სხვებზე უკეთეს თამაშს გამოვარჩევდით, მათ შორის, კვარაცხელიას. კარგი მატჩი ჰქონდა ირაკლი აზაროვს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ნორვეგიელები უფრო ჩვენი მარჯვენა ფლანგიდან გვიტევდნენ. მალე ჩემპიონთა ლიგა დაიწყება და იმედია, გიორგი გოჩოლეიშვილი მანამდე ფორმაში შესვლას შეძლებს. როცა ჩვენი ნაკრები ბურთის გარეშეა, მისი თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მატჩის წინ ვარაუდის დონეზე დავწერეთ, რომ იქნებ ვლადიმერ მამუჩაშვილის თამაშს გაემართლებინა. მეორე ტაიმმა დაგვარწმუნა, რომ ეს ასეც იყო. მართალია, ნორვეგიელები უკვე დამშვიდებულები იყვნენ, მაგრამ მათი თინეიჯერი ფლანგელის ნეიტრალიზება როგორც იქნა, მოხერხდა.

Sportall.Ge

როგორც ჩანს, სანიოლს მკაცრად აქვს გადაწყვეტილი, რომ მომავალში, მათ შორის, "ერთა ლიგიდან" ბოძებული შანსისას, წარმატებას გამოცდილი და უკვე ძალიან ბევრი შეცდომით მოთამაშე დაცვის ცენტრით მიაღწიოს. საერთოდ ვერ ვნახეთ საბა საზონოვი. სამომავლოდ ივა გელაშვილის იმედი გვაქვს. რაც შეეხება მარცხენა ცენტრალურ მცველს, ხოჭოლავას არყოფნაში მას ალბათ კალანდაძე უფრო დაიკავებს, ვიდრე დვალი. ახალბედა მცველი ახლა ცოტა დაძაბული იყო და პრესინგის პირობებში პასები უჭირდა. მთავარია, ალექსანდრემ პროგრესი არ შეწყვიტოს. ნორვეგიელთა მხრიდან 18 წლის ფეხბურთელის "აწიოკებამ" ერთ საკითხზე უფრო დაგვაფიქრა - რატომ არ ვაძლევთ სანაკრებო შანსს უფრო მეტ ახალბედას, იქნებ მოულოდნელობის ეფექტმა კარგი შედეგები მოგვიტანოს. თუნდაც, გიორგი კვერნაძე ან "ტვენტეში" მოთამაშე ირაკლი ეგოიანი.

პოზიტივზე - ერლინ ჰოლანი ბურთს ხშირად ვერ იღებდა და ეს პოზიტივად უნდა ჩავთვალოთ; დებიუტანტ გიორგი ქოჩორაშვილზე - თანამედროვე ფეხბურთს ალღოს კარგად უღებს, პოზიციის შერჩევაც იცის, ორთაბრძოლაც და პასიც აქვს. კლასში სხვაობაზე აქცენტი კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ - "არსენალის" კაპიტან მარტინ ოდეგორის "დირიჟორობისას" რთულია შენი სიტყვა თქვა; მოგვწონს გიორგი ჩაკვეტაძის საქმისადმი დამოკიდებულება და ამას საკლუბო პროგრესშიც ველით. რამდენიმე დასამახსოვრებელი ეპიზოდი შექმნა ოთარ კიტეიშვილმა და იმედია, მას ტრავმიანობა აღარ შეაწუხებს...

წინ ოქტომბერია, ორი თბილისური მატჩი: ტაილანდთან ამხანაგური და ჩვენზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი თემურ ქეცბაიას კვიპროსელებთან - ოფიციალური.

altგოლი და ბოლო წამზე გაშვებული შანსი - საქართველოს ნაკრები ნორვეგიასთან დამარცხდა [VIDEO]

altვილი სანიოლი: ეს თამაში დიდი მიზნის მისაღწევად პლეი-ოფში დაგვეხმარება

მკითხველის კომენტარები / 62 /
ცოტა უკეთესად რომ წავიკითხოთ, არა? ტექსტში წერია, ფრე რომ გვეთამაშა, სანიოლი ნაცარს შეგვაყრიდაო და თქვენ უკუღმა კითხულობთ? ღმერთო
Martali-ს
13 სექტემბერი 2023 23:44
0
წარმოიდგინეთ კობიაშვილს და მისი “სასტავს” სურვილი, ცოდნა, ხედვა და უნარი რომ ჰქონოდათ და 10 წლის წინ ფუნდამენტალური გეგმა წარმოედგინათ ეროვნული ლიგის ასაღორძინებლად ახლა რა დონოზე ვიქნებოდით.
მაგრამ არა, ვტრიალებთ ერთ წრეზე და ჩვენ ქომაგებიც ვიკვებებით ამათი ერთიდაიგივე ტყუილებით.
მოკლედ როგორც ჩანს რასაც ვიმსახურებთ იმას ვღებულობთ!
წარმატებები ჩვენს ფეხბურთელებს თავიანთ კლუბებში!
✌️
13 სექტემბერი 2023 23:32
0
სანიოლი ნიჩბითაც აღარ უკვე ვედროებით გვაყრის ეს ნაცარს და ჟურნალისტებიც სამწუხაროდ და რას გიხდიან ამ ტყუილების წერაში?? იმის მაგივრად დღეს გუშინდელი სვარკა სამარცხვინო უსუსური თამაშის მერე პასუხები მოეთხოვათ ფრეს შანსი გვქონდაო და ისევ 7:1 ის შანსი რომ იყო მეტი ვიდრე ფრესი?
Martali
13 სექტემბერი 2023 22:43
4
და კომენტატორები რას ამბობე? ესპანელებთან ვივიწყებთ 1-7 და ვფიქრობთ ნორვეგიაზე, ამათ შ...ა აქვთ
სვანსკი
14 სექტემბერი 2023 11:01
0
მერამდენედ უნდა ჩაფიქრდეთ ... იმაზე დაფიქრდით მწვრთნელი და ფედერაცია ხო არ არის შესაცვლელი... უნამუსო და უთავმოყვარეო ხალხო, როდამდე უნდა გვაყაროთ თვალებში ნაცარი ...
გაგა
13 სექტემბერი 2023 22:27
0
უკვე სანიოლზე ვლაპარაკობთ? ე.ი. გამოილია ქართუ.....
დევდარიანი
13 სექტემბერი 2023 22:15
1
რა პრეტენზიებია ხოლმე ვერ გაიგებ. აზაროვი რეალურად იყო კარგი, საერთაშორისო შეფასებებიც ყველაზე მაღალი აქვს. რაც შეეხება ხვიჩაზე ნათქვამის ობიექტურობას, ეს ფრე შემთხვევითი რომ იქნებოდა და სანიოლი დაგვამადლიდა, ესაა არაობიექტური?
ჭიათურის მაღაროელის გულშემატკივარი
13 სექტემბერი 2023 22:13
0
ორად ორი ნაკრები ალბათ მსოფლიოში,რომლებსაც მოედანზე გამოსვლისთანავე აქვთ წაგებული თამაში მენტალურად,ფსიქოლოგიურად და ამას ვერ უშველის ვერააფერი.ესაა საქაართველო და რუსეთი.ყველამ ისწავლა თამაში,სომხეთმა,ალბანეთმა,ყაზახეთმა,ლუქსემბურგი ნახეთ რა დღეშია,ანდორაც კი იკბინება.ჩვენ კი რუსეთივით არაფერი გვშველის,ნაკრებში თამაშის შიში ვერ დაძლიეს ფეხბურთელებმა და ეს სენი პირველი დღიდან თან სდევთ ყველა თაობებს.თაობები იცვლება ეს ფსიქოლოგიური შებოჭილობა კი ყველა თაობას ერთნაირად სჭირს.თამაშის დაწყებამდე იწყებენ ნერვიულობას,თამაშის დროს რაღაც აჭრილები არიან,ვერ ამშვიდებენ თამაშს,მყარად ვერ დგანან ფეხზე......არ ვიცი ამას თუ ეშველება რამე.
მირო
13 სექტემბერი 2023 22:13
3
ხალხნო,მოდით ერთ რამეზე გავიზიაროთ აზრები. "კლაუს ტოპმიოლერი ცუფი იყო? ( და თუ ცუდი იყო"ლევერკუზენის ბაიერის?თავკაცი მწვრთნელი საიდან და რატომ იყო? "ექტორ რაულ კუპერი" რაღა იყო მთვარიდან მოსული ავატარი? ვა ვაისი ვინ იყო,იფიოტი? დებილი თუ კრეტინი,? კარგით,ჩივაძე, ყიფიანი, გუცაევი მაჩაიძე ვინ იყვნენ ? უბრალოდ ხომ შეიძლება ამდენ წერას და ჯითხვას მნიშვნელობა აქვს თქვენი აზრით?
დევდარიანი
13 სექტემბერი 2023 22:13
2
სანიოლი უდაოდ დიდი ფეხბურთელი იყო,სამწუხაროდ მწვრთნელობა არ ყოფილა მისი საქმე. ამ 30 წლის მანძილზე გვყავდა 1-2 კარგი მწვრთნელი, არ გვყავდა კარგი თაობა, ეხლა პირიქითაა. მოკლედ ერთმანეთს ვერადავერ დავამთხვიეთ. გვყავდა მცველები, არ გვყავდა მეკარე,ვიპოვეთ და შემტევები აღარ ვარგოდნენ, ეხლა ისევ მცველები დაგვიბერდნენ. საერთო ჯამში ალბათ ფეხბურთის მესვეურები გვყავდა უხეირო. სხვა ვინ უნდა უზრუნველყოს თანმიმდევრობა, საქმის კვალში ჩადგომა, თაობებს შორის ურთიერთგაგება, რომ ერთ კონკრეტულ დროს რაღაც შედეგი დავდოთ.ვაღიაროთ რომ ჩვენ არ ვთამაშობთ თანამედროვე ფეხბურთს. როცა თითქოს მივაგენით სქემას სამ ცენტრალურ მცველზე, ფლანგებზე გამოჩნდნენ ბიჭები, გაგვეზარდა კვარა, ახალგაზრდები წამოვიდნენ... დაიწყო ისევ, ვიღაცეების ჩასმა სასტავში, ეს მეგობრის ვიღაცაა, ეს კარგად გაიყიდება...და მივედით ოსევ იქ. უცებ აღმოჩნდა რომ აღარც დაცვა გვყავს, თამაშის ორგანიზება, სინქრონი, ბალანსი მოშლილი.. ანუ ჩვენ დავბრუნდით! მივაწექით ისევ ნაცნობ ავტობუსს, სიტყვების ბრახაბრუხი, მომავალი გვაჩვენებს...მოკლედ, არა ხალხო, კი გვინდა, მაგრამ თავისით რომ დაწყვეს შანსი არაა.
ამატაკი
13 სექტემბერი 2023 21:45
2
საწრაფოდ სანიოლი და მისი სამწვრთნელო შტაბი მოსაშორებელია ნაკრებიდან ესენი სანიოლის ხელში ვერც ყაზახეთს გაივლიან.ნაკრებს ქართველი მწვრთნელებიდან შოთა არველაძე ცხადაძე სვანაძე ამ სამიდან ერთერთი უნდა წვრთნიდეს ან სამხრეთ ამერიკიდან არგენტინელი ან ბრაზილიელი მწვრთნელები. არის არგენტინელი ედუარდო რეია მაგარი მწვრთნელია თან ნაკრებების გამოცდილება აქვს კარგი იქნებოდა ის ჩვენ ნაკრებში რადგან პრესინგს და შემტევ ფეხბურთს ათამაშებდა და ნერგავდა ყველა ნაკრებში სადაც უმუშავია.
ქომაგი
13 სექტემბერი 2023 21:30
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული