ნორვეგიელთა მწვრთნელი: ვერ მივხვდით, რატომ არ გვიტევდა საქართველო

AutoSharing Option
ნორვეგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტოლე სოლბაკენმა საქართველოსთან მოგებული (2:1) მატჩი შეაფასა და ქართველთა ინერტულობით გამოწვეული გაკვირვება არ დამალა.

"კარგად ვიცოდით, რომ საქართველოს ნაკრები, ძირითადად, მარცხენა ფლანგიდან უტევს ხოლმე. ფიზიკურად ძლიერ კრისტოფერ აიერს დავალებად ამ ფლანგის ჩაკეტვა ჰქონდა, რაც მშვენივრად გამოუვიდა. ჩვენ შეტევა საპირისპირო ფლანგზე ვცადეთ და ყველაფერი გამოგვივიდა. ნუსამ კარგად ითამაშა და ზოგადად, პირველ ტაიმში ძალიან კარგად გამოვიყურებოდით. საქართველოს ნაკრებს კი არაფერი შეუქმნია, სრულიად მოულოდნელი გოლი გაგვიტანეს
და მატჩის ბოლო დაიძაბა. მეტოქის ნახევარზე უპრობლემოდ ვმოქმედებდით, მაგრამ ბოლო მონაკვეთში ბურთის დაკარგვისა და კონტრშეტევის მიღების გვეშინოდა, რის გამოც ეფექტიანობა დაგვაკლდა. ცოტა გაკვირვებული დავრჩით, ველოდით, რომ ქართველები შემოგვიტევდნენ, მაგრამ ამას არ აკეთებდნენ", - განაცხადა სოლბაკენმა.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ზედიზედ მესამე თამაში წააგო და ჯგუფში ბოლოსწინა, მე-4 ადგილს იკავებს. მომდევნო მატჩს ეროვნული გუნდი ოქტომბერში, კვიპროსის წინააღმდეგ "დინამო არენაზე" ჩაატარებს.


altვილი სანიოლი: ეს თამაში დიდი მიზნის მისაღწევად პლეი-ოფში დაგვეხმარება

მკითხველის კომენტარები / 64 /
აი ამას ქვია სოლიდარობა ქართველ გულშემატკივარს.. სტოლემ ფაქტიურად ფედერაციაა გააკრიტიკა რატო ითამაშეთ წაგებაზეო..
შავი კაცი
15:08 13-09-2023
4
სარკაზმით არ უთქვამს , მაგრამ ძალიან სასაცილოა.
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული