ნორვეგიელთა მწვრთნელი: ვერ მივხვდით, რატომ არ გვიტევდა საქართველო

AutoSharing Option
ნორვეგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტოლე სოლბაკენმა საქართველოსთან მოგებული (2:1) მატჩი შეაფასა და ქართველთა ინერტულობით გამოწვეული გაკვირვება არ დამალა.

"კარგად ვიცოდით, რომ საქართველოს ნაკრები, ძირითადად, მარცხენა ფლანგიდან უტევს ხოლმე. ფიზიკურად ძლიერ კრისტოფერ აიერს დავალებად ამ ფლანგის ჩაკეტვა ჰქონდა, რაც მშვენივრად გამოუვიდა. ჩვენ შეტევა საპირისპირო ფლანგზე ვცადეთ და ყველაფერი გამოგვივიდა. ნუსამ კარგად ითამაშა და ზოგადად, პირველ ტაიმში ძალიან კარგად გამოვიყურებოდით. საქართველოს ნაკრებს კი არაფერი შეუქმნია, სრულიად მოულოდნელი გოლი გაგვიტანეს
და მატჩის ბოლო დაიძაბა. მეტოქის ნახევარზე უპრობლემოდ ვმოქმედებდით, მაგრამ ბოლო მონაკვეთში ბურთის დაკარგვისა და კონტრშეტევის მიღების გვეშინოდა, რის გამოც ეფექტიანობა დაგვაკლდა. ცოტა გაკვირვებული დავრჩით, ველოდით, რომ ქართველები შემოგვიტევდნენ, მაგრამ ამას არ აკეთებდნენ", - განაცხადა სოლბაკენმა.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ზედიზედ მესამე თამაში წააგო და ჯგუფში ბოლოსწინა, მე-4 ადგილს იკავებს. მომდევნო მატჩს ეროვნული გუნდი ოქტომბერში, კვიპროსის წინააღმდეგ "დინამო არენაზე" ჩაატარებს.


altვილი სანიოლი: ეს თამაში დიდი მიზნის მისაღწევად პლეი-ოფში დაგვეხმარება

მკითხველის კომენტარები / 64 /
რომ შემოეტიათ, გაოფლიანდებოდნენ და გაცივდებოდნენ, თან ფულს ვერ გააკეთებდნენ
?
13 სექტემბერი 2023 15:04
7
ჰჰჰმმ, დაგტოვეთ გაღიმებულებიი? აბა რა გეგონათ? ყოჩაღ სანიოლი! აი ასე უნდა მაგათ, თამაში უნდა დაუმალო (განა ბურთი) და კარტები ბოლომდე არ უნდა გახსნა!!!!
rigiti
13 სექტემბერი 2023 15:01
1
))))) საუკუნის კომენტარია! მეტი არანაირი განხილვა-ანალიტიკა აღარაა საჭირო
რეზო
14 სექტემბერი 2023 01:27
1
აი ნაცი ყოფილა, ჩვენებს შეგნებული წაგება დააბრალა
L.J.
13 სექტემბერი 2023 16:44
15
Ამას ომი უნდა
L.J s
13 სექტემბერი 2023 18:18
0
შე კაი ადამიანო შენი ფეხბურთელები ხელს გვიშლიდნენ და აბა როგორ?:)
oto777
13 სექტემბერი 2023 19:55
3
ქართველი ფეხბურთელები მექმნებოდა შთაბეჭდილება რომ მართლაც არ უტევდნენ სივრცეებიც ქონდათ ნორვეგიამ როცა პრესინგი მოხსნა მაგრამ ქართველი ფეხბურთელები გაურკვეველ გადაწყვეტილებას იღებდნენ.ეს ძალიან ყურადღება მისაქცევი ფაქტია რაღაც აშკარად ხდებოდა.მწვრთნელის ხელი კი გუნდს აშკარად არ ეტყობა და სანიოლის ხელში ამ გუნდს მომავალი არ აქვს.
ქომაგი
13 სექტემბერი 2023 20:30
0
დაღლილები არიან შარშანდელი სეზონის შემდეგ
დინამოელი
13 სექტემბერი 2023 20:24
0
ზუსტად თქვა ამ კაცმა, რაც გუშინ დავწერე. ვერ ოგებს ვერავინ რას აკეთებენ, ბურთა რომ ღებულობენ უკან რატომ აგორებენ. კიტეიშვილმა მოკლა თამაში საერთოდ, ფლანგებმაც ასევე, მიიღებენ უკან, მიიღებენ უკან, უკან კიდევ კვირკველიას აბარებენ ბურთს, იმან რა ქნას ეგრევე მამარდას და მერე ეს აბაფებს ოსტიგორს. მენტალიტეტ დებილ, როგორ თქვა იმ კაცმა? გადადექით სულ ყველა!!!
ზუსტად
13 სექტემბერი 2023 15:43
2
მენტალიტეტ კი დებილ, მაგრამ გრამატიკა და მართლწერა?
ზუსტად-ს
13 სექტემბერი 2023 17:34
0
რაზეც ედოთ, ის გააკეთეს
dato
13 სექტემბერი 2023 15:02
8
ვილი სანიოლი: ვერაფრით ვხვდები, რატომ ინტერესდება ნორვეგიელთა მწვრთნელი ამ საკითხით.
საქართველოს მტრებს სიკვდილი!
13 სექტემბერი 2023 18:35
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული