ნორვეგიელთა მწვრთნელი: ვერ მივხვდით, რატომ არ გვიტევდა საქართველო

AutoSharing Option
ნორვეგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტოლე სოლბაკენმა საქართველოსთან მოგებული (2:1) მატჩი შეაფასა და ქართველთა ინერტულობით გამოწვეული გაკვირვება არ დამალა.

"კარგად ვიცოდით, რომ საქართველოს ნაკრები, ძირითადად, მარცხენა ფლანგიდან უტევს ხოლმე. ფიზიკურად ძლიერ კრისტოფერ აიერს დავალებად ამ ფლანგის ჩაკეტვა ჰქონდა, რაც მშვენივრად გამოუვიდა. ჩვენ შეტევა საპირისპირო ფლანგზე ვცადეთ და ყველაფერი გამოგვივიდა. ნუსამ კარგად ითამაშა და ზოგადად, პირველ ტაიმში ძალიან კარგად გამოვიყურებოდით. საქართველოს ნაკრებს კი არაფერი შეუქმნია, სრულიად მოულოდნელი გოლი გაგვიტანეს
და მატჩის ბოლო დაიძაბა. მეტოქის ნახევარზე უპრობლემოდ ვმოქმედებდით, მაგრამ ბოლო მონაკვეთში ბურთის დაკარგვისა და კონტრშეტევის მიღების გვეშინოდა, რის გამოც ეფექტიანობა დაგვაკლდა. ცოტა გაკვირვებული დავრჩით, ველოდით, რომ ქართველები შემოგვიტევდნენ, მაგრამ ამას არ აკეთებდნენ", - განაცხადა სოლბაკენმა.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ზედიზედ მესამე თამაში წააგო და ჯგუფში ბოლოსწინა, მე-4 ადგილს იკავებს. მომდევნო მატჩს ეროვნული გუნდი ოქტომბერში, კვიპროსის წინააღმდეგ "დინამო არენაზე" ჩაატარებს.


altვილი სანიოლი: ეს თამაში დიდი მიზნის მისაღწევად პლეი-ოფში დაგვეხმარება

მკითხველის კომენტარები / 64 /
კაცი ვერ მიხვდა რატომ არ უტევდნენ,
მე მაგალითად დავავალებდი მცველებს და ნახევარმცველებს ბურთის მიღებისთანავე დაერტყათ ბურთი კვარასკენ ან მიქაუტაძესკენ მესამედი ხომ მიუვიდოდათ. მაინც ვკარგავდით წარა მარა ბურთს.
და სწრაფად წასულიყვნენ მისახმარებლად
კვარაც და ჟორჟიც რაღაცას გამოჭედავდნენ.
ასეთი პასი ერთი ორი იყო.
თენგო
13 სექტემბერი 2023 15:17
1
გასაკვირი ჩვენთვის არაა, არ შეუძლიათ, უნაიათო ნაკრები გვყავს, ცოტა არაუშავს 3-4 , დანარჩენმა კი სხვა პროფესია ვერ აირჩია და ფული გაკეთება ფეხბურთში ცადეს...მგონია რომ სკამიდან დარიგება ქონდათ კიდევ რომ არ წაეგოთ დიდი ანგარიშით, ჩამჯდარიყვნენ დაცვაში, საცოდავი სანახავი იყო, ანგარიშმა არ მოგატყუოთ,
პირველ რიგში ფიზიკური კონდიციები გვაქვს დაბალ ნიშნულზე, მათ შორის ხვიჩასაც, აკომპენსირებს ნიჭით. თუ დააკვირდებით ჩვენებს უჭირთ მომენტის წაკითხვა ამიტომაც ვარდებიან საცოდავ სიტვაციებში როცა ერთი მეტოქე ერთროულად 3-4 ჩვენიანს გვიპამპულავებს, ბურთის სავარაუდო ტრაექტორიას ხომ ვერ საზღვრავენ, ამ თამაშშიც იყო მომენტები, ან ფიზიკის უქონლობის გამო ვერ რეაგირებენ გადმოვარდნილ ბურთზე დროულად ან ., ნახევარდაცვა არ გვყავს რომ თამაში აკონტროლოს, არც დაცვა. მამარდაც პერიოდულად კონცენტრაციას კარგავს, მოდი და ნუ დაკარგავ ასეთი თამაშის შემყურე.
ყაზახეთთან ძალზე გაგვიჭირდება, თუ სასწაული მოხდა და გავცდით ბერძნებს ან თურქებს გავცდებით?!, მეზობლებთან შედარებითაც სუსტი ნაკრები გვყავს, საწუხაროა რომ არც ახალგაზრდებში ჩანს უკეთესი პერსპექტივა,
გუსანი
13 სექტემბერი 2023 18:57
0
ვერც ჩვენ მივხვდით!
ბესო
13 სექტემბერი 2023 17:47
0
ჩვენ, ქართველები ჰუმანური ხალხი ვართ, შეტევა, თავდასხმა არ გვახასიათებს. მოწინააღმდეგე ყოველთვის გვეცოდება და ვუფრთხილდებით, ე მანდ რაიმე არ დავუშავოთ, ტრამვა არ მივაყენოთ.ამიტომ არ გიტევდით.
ბადრი
14 სექტემბერი 2023 11:14
1
უცოდინარობის და არაპროფესიანალიზმის ზეიმი რომ არის სამწვრთნელო შტაბში და ფედერაციაში ეგ არის მიზეზი. სანიოლს არ კიდია ფულს იღებს სულ არაფერში, შემადგენლობის გამოძახებაზეც არ წუხდება, სხვები უწერენ სიას ...
გულშემატკივარი
14 სექტემბერი 2023 12:12
0
სულ მაგის ეჭვი მქონდა, რომ ხიზანიშვილის სახელით ფედერაცია ძაან ერევა ნაკრების საქმეებში, სანიოლის მოსვლა მაგით ავხსენი, რადგან ნაკრებში ფედერაციის სასტავი დაასაქმა ანუ საიდან გაიჩითა ხიზანიშვილი სანიოლის დამხმარედ?
ზურა
15 სექტემბერი 2023 11:42
0
რაა აქ გაუგებარი ჩაისვარეს მწვრთნელებმა
ლექხო
13 სექტემბერი 2023 18:39
1
სახლში 1:7 რო წააგებ.. სან მარინოც რო არ აგებს, მერე კიდე ტაქტიკა რო არ გაქვს..სოფლის მწვრთნელს 4 მილიონს რო უხდიან..და პასუხისმგებლობას რო არ იღებენ. მალტასთან 2 წაგება დინამოსი. ალბანეთთან სახლში წაგებები..სტანოკია ეს ყველაფერი!!! ზეიმია ევროპაში ფეხხბურთი, ჩვენთან გულშემატკივრის ტანჯვა..
ღადაობთ?
14 სექტემბერი 2023 16:08
0
ვერც მე :)
ზვიადი
14 სექტემბერი 2023 13:28
0
შენ ვერ გაიგებ ჯიგარო მაგას მარტო კობიმ იაშკამ ხიზანამ იცის ეგ დაჟე სანიოლიც ვერ გაიგებს.ვაი ჩვენ პატრონს..დაგვცინის ეს ვიკინგების ბასტარდი
Გიო
13 სექტემბერი 2023 18:17
2
თვითონა არ იციან თქვენ რას მიხვდებოდით:)
Rao?
14 სექტემბერი 2023 18:27
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული