საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ილიას ზუროსს მადლიერების სიტყვებით დაემშვიდობა, რომელმაც მწვრთნელის თანამდებობა დატოვა.
"თქვენდამი ჩემი მადლიერების გამოსახატავად სიტყვები არ მყოფნის. ყველაფერი, რაც ამ სპორტის სახეობისთვის, ამ გუნდისთვის, ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის გააკეთეთ, არასოდეს არასოდეს არ იქნება დავიწყებული. ჩვენ მუდამ დავაფასებთ იმ 8 წელიწადს, რომლის მანძილზე ერთად ვიმუშავეთ და ისტორიაში საუკეთესო პერიოდად დარჩება. თქვენ მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით.
თქვენ ჩვენ ყოველივე საუკეთესო მოგვეცით და მიუხედავად იმისა, რომ ეს თავი დასრულდა, ჩვენი ურთიერთობა მთელი ცხოვრება გაგრძელდება. ჩვენ თქვენ
გვიყვარხართ, პატივს გცემთ და მხოლოდ საუკეთესოს გისურვებთ თქვენ და თქვენს შესანიშნავ ოჯახს. ძალიან მიყვარხარ. შენი კაპიტანი და რაც მთავარია - შენი მეგობარი!", - გამოაქვეყნა შენგელიამ პოსტი თავის "ფეისბუქის" გვერდზე.