ტაილანდელთა მწვრთნელი: ასეთ შედეგს არ ველოდი - ამას გაკვეთილად მივიღებთ

AutoSharing Option
ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრებთან დამარცხების (0:8) შემდეგ კომენტარი ტაილანდის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ალექსანდრ ჰოლკინგმა გააკეთა:

"ასეთ ცუდ შედეგს არ ველოდი. მჯეროდა, უკეთესი თამაში შეგვეძლო. ჩემს ფეხბურთელებს არ ვუსაყვედურებ, მათ მაქსიმუმი გაიღეს, თანაც შემდეგ მატჩზე უნდა ვიფიქროთ, სადაც ესტონელებს შევხვდებით.

ჩვენთვის მტკივნეული, თუმცა მნიშვნელოვანი გამოცდილებაა. ისეთ ძლიერ ნაკრებთან, როგორიც საქართველოა, ყველა შეცდომა ისჯება. ბურთის ყველა დაკარგვა ქართველების სწრაფი შეტევით დასრულდა. ამას გაკვეთილად მივიღებთ, კვიპროსთან კი წარმატებას გისურვებთ!"

მკითხველის კომენტარები / 4 /
შემდეგი ამხანაგური მატჩი რომელიმე ქოქოსის კუნძულთან ხომ არ დაგვეგეგმა? ჰამაც რეკორდებსაც მოვხსნიდით...!
5
Aziashi gadavidet da msoflios ar gavmazavt.am kacs kide ras erchodit, rato ar daindet. Espanetze gabrazebulebma masajistebs daerien.
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული